საქართველოს პარლამენტის 14 ნოემბრის პლენარულ სხდომაზე 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზე საუბრისას, უმცირესობის დეპუტატმა სერგო რატიანმა განაცხადა: „[2014] წელს მასწავლებლების ხელფასების მატება არ იქნება. ეს არის პირველი პრობლემა. მეორე პრობლემა არის ის, რომ მეცნიერული კვლევისა და გრანტების მიმართულებით 10 მლნ-მდეა კლება. მესამე პრობლემა არის ის, რომ 10.5 მლნ-ზე მეტი უნივერსიტეტებს აკლდებათ ბიუჯეტიდან და თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ შარშანაც 7,5 მლნ. დააკლდა, თქვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ უნივერსიტეტებს 18 მლნ. ლარი დააკლდებათ“.

ფაქტ-მეტრი სერგო რატიანის განცხადების სიზუსტით დაინტერესდა და მისი გადამოწმება გადაწყვიტა.

დეპუტატის ეს განცხადება 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პარლამენტში მეორედ წარდგენილი ვარიანტის განხილვისას გაკეთდა. სტატიაზე მუშაობის პერიოდში კი ფინანსთა სამინისტრომ ბიუჯეტის პროექტი ხელახლა გადაამუშავა და საკანონმდებლო ორგანოში მესამედ წარადგინა. დეპუტატის განცხადების სიზუსტეს ჩვენ ცხადია, მეორე წარდგენით არსებულ ვარიანტთან მიმართებაში განვიხილავთ. თუმცა, ასევე ვაჩვენებთ, თუ რამდენად იქნა იგი გათვალისწინებული ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტში.

როგორც განათლების და მეცნიერების სამინისტროში განგვიმარტეს, მასწავლებლების შრომის ანაზღაურება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ვაუჩერული დაფინანსებისთვის გამოყოფილი თანხებიდან ხდება. 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში შესაბამისი მუხლისთვის გამოყოფილი თანხა შარშანდელი მაჩვენებლის იდენტურია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ზრდისთვის დამატებითი თანხა გათვალისწინებული მართლაც არ არის.

rat

რაც შეეხება მეცნიერული კვლევისა და გრანტების დაფინანსებას, 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მეორედ წარდგენილ პროექტში მართლაც 10 მილიონ ლარამდე კლება ფიქსირდებოდა. თუმცა, საკანონმდებლო ორგანოს კრიტიკის შემდეგ ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტში აღნიშნული მუხლის დაფინანსება გადაიხედა.

rat1 2014

წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიაში სამეცნიერო გრანტების გაცემისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობის მიზნით 23 227 000 ლარია გამოყოფილი, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 1 763 000 ლარით ნაკლებია.

rat2

სერგო რატიანმა ასევე 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსებაზე ისაუბრა. კერძოდ, საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელშეწყობის მიზნით ბიუჯეტში არსებულ მუხლზე. 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის თანახმად, აღნიშნული პროგრამის მიზანი იყო უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობა და ღიაობა, სწავლის, სწავლებისა და სამეცნიერო კვლევის აკადემიური თავისუფლება, უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა მთელი სიცოცხლის განმავლობაში, აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების მონაწილეობა გადაწყვეტილებების მიღების და მათი შესრულების კონტროლის პროცესში, პირის ისეთი პროფესიული მოღვაწეობისათვის მომზადება, რომელიც მოითხოვს სამეცნიერო ცოდნისა და მეცნიერული მეთოდების გამოყენებას. პროგრამის ფარგლებში დაფინანსება გამოყოფილი იყო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პერსონალის პროფესიული განვითარების, საერთაშორისო თანამშრომლობისა და უცხოეთის შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან აკადემიური პერსონალის გაცვლის, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მატერიალური ბაზის რეაბილიტაციისა და მათი აღჭურვის, თანამედროვე ტექნოლოგიების გავრცელების მიზნებით.

rat3

ამ მიმართულებით 2012 წელს 18 030 000 ლარი იყო გამოყოფილი, 2013 წელს 7,5 მლნ-ით ნაკლები - 10 500 000 ლარი, 2014 წლის ბიუჯეტი კი, მიუხედავად იმისა, რომ განათლების სფეროში რიგი მიმართულებებით დაფინანსებას ზრდის, ამ პროგრამის დაფინანსებას აღარ ითვალისწინებს.

rat4 დასკვნა 2014

წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ვაუჩერული დაფინანსებისთვის გამოყოფილი თანხა წინა წლის მაჩვენებლის იდენტურია. რაც მიუთითებს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ზრდისთვის დამატებითი თანხა გათვალისწინებული არ არის.

რაც შეეხება მეცნიერული კვლევისა და გრანტების დაფინანსებას, 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მეორედ წარდგენილ პროექტში, რომლის შესახებაც დეპუტატი საუბრობდა, მართლაც 10 მილიონ ლარამდე კლება ფიქსირდებოდა. თუმცა საკანონმდებლო ორგანოს კრიტიკის შემდეგ, ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტში აღნიშნული მუხლის დაფინანსება გადაიხედა და ამ მიზნით 23 227 000 ლარი გამოიყო, რაც შარშანდელ მაჩვენებელზე 1 763 000 ლარით ნაკლებია.

2014

წლის ბიუჯეტი აღარ ითვალისწინებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის დაფინანსებას, რისთვისაც 2012 წელს 18 030 000 ლარი იყო გამოყოფილი, 2013 წელს კი 7,5 მლნ-ით ნაკლები - 10 500 000 ლარი.

შესაბამისად, განცხადების სიზუსტის ბიუჯეტის პროექტში გადამოწმების შედეგად ფაქტ-მეტრი ასკვნის, რომ დეპუტატ სერგო რატიანის განცხადება: „წელს მასწავლებლების ხელფასების მატება არ იქნება. მეცნიერული კვლევისა და გრანტების მიმართულებით 10 მლნ-მდეა კლება. 10,5 მლნ-ზე მეტი უნივერსიტეტებს აკლდებათ ბიუჯეტიდან და თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ შარშანაც 7,5 მლნ. დააკლდა, თქვენი [ქართული ოცნება] ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ უნივერსიტეტებს დააკლდებათ 18 მლნ. ლარი“, არის სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი