რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ, ქეთევან ციხელაშვილმა საქართველოს პარლამენტის 2013 წლის 16 მაისის პლენარულ სხდომაზე მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოს ყოფილ ხელისუფლებას, ქუთაისში პარლამენტის გადატანით, ამ ქალაქის მნიშვნელობის ხაზგასმა სურდა. თუმცა, ასეთი განსაკუთრებული სტატუსის და დატვირთვის ქალაქს, ყოფილი ხელისუფლების მმართველობის პერიოდში, წყლით მომარაგების საკითხიც კი არ ჰქონდა მოწესრიგებული.

ქეთევან ციხელაშვილის აღნიშნულ განცხადებას ქალაქ   ქუთაისის ყოფილი მერი, ამჟამად პარლამენტარი, გიორგი თევდორაძე გამოეხმაურა.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის განცხადებით, სამიოდე წლის წინ [2010 წლისთვის], ქუთაისს წყალი სამ დღეში ერთხელ მიეწოდებოდა და არსებული გრაფიკი ქალაქის წყალმომარაგების საკითხში წინ გადადგმული ნაბიჯი იყო.

ფაქტ-მეტრი ქეთევან ციხელაშვილის განცხადების სიზუსტით დაინტერესდა. კერძოდ, ქუთაისში წყალმომარაგების ზუსტი გრაფიკით.

ქუთაისს საქართველოს სხვა ურბანული დასახლებების მსგავსად, სასმელი წყლით 2010 წლიდან  საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია

უზრუნველყოფს. აღნიშნული კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ინგა გრიგოლიას მიერ ფაქტ-მეტრისათვის მოწოდებული ინფორმაციით: 2012 წლის სექტემბრიდან  2013 წლის მაისის ჩათვლით, 24 საათიანი წყალმომარაგება ქუთაისის მოსახლეობის 28%-ს აქვს, ხოლო დღეში მინიმუმ 5 საათით და მაქსიმუმ 12 საათით, წყალი ქალაქის მოსახლეობის  72 %-ს მიეწოდება (აქედან, მოსახლეობის 16 % –ს წყალი მიეწოდება დღეში 12 საათის განმავლობაში, 7 % -ს 7-8 საათის განმავლობაში, ხოლო მოსახლეობის 49 % უზრუნველყოფილია დღეში წყლის 5 საათიანი გრაფიკით).

ბოლო ერთი წლის მანძილზე, საქართველოს საპარლამენტო დედაქალაქის წყალმომარაგების გრაფიკი გაუმჯობესდა, ვინაიდან, თუ 2011 წელს წყალი 24 საათით მოსახლეობის მხოლოდ 11 %-ს მიეწოდებოდა, ხოლო 83 %-ს წყალმომარაგება დღე-ღამეში 5-7 საათით ჰქონდა, აღნიშნული მაჩვენებლები კიდევ უფრო დაბალი იყო 2010 წელს, როდესაც 24 საათის განმავლობაში ქუთაისის მოსახლეობის მხოლოდ 7 % იყო სასმელი წყლით უზრუნველყოფილი, ხოლო 93 %-ს წყალი დღე-ღამეში მხოლოდ 2-5 საათით მიეწოდებოდა.

ვინაიდან კომპანია 2010 წელს ჩამოყალიბდა, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას 2010 წლამდე მონაცემები არ მოეპოვება. 2010 წლამდე მონაცემების მოსაპოვებლად ქუთაისის მერიას

 მივმართეთ. ცხელი ხაზის ოპერატორის განცხადებით,  2009-2010 წლებამდე ქალაქს წყალი სამ ან ორ დღეში ერთხელ მიეწოდებოდა.

დასკვნა

ფაქტ-მეტრის მიერ გადამოწმებული ინფორმაციის მიხედვით, წლების მანძილზე საქართველოს მნიშვნელობით და სიდიდით მეორე ქალაქს, ქუთაისს, წყალი გრაფიკით მიეწოდება. ამჟამად, ქუთაისის მოსახლეობა სასმელი წყლით დღე-ღამეში მინიმუმ 5 საათით არის უზრუნველყოფილი.

რეინტეგრაციის მინისტრის მოადგილე ქუთაისში წყლის მიწოდების შეზღუდულ გრაფიკზე საუბრისას, უგულებელყოფს ბოლო წლების მანძილზე, აღნიშნული გრაფიკის დინამიკის გაუმჯობებას. შესაბამისად,  ქეთევან ციხელაშვილის განცხადება: „[ქუთაისში] ქალაქში, დღეში მხოლოდ 2 საათით აქვთ წყლით მომარაგება“, არის ნახევრად სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5419 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი