პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა: „60%-ით არის გაზრდილი საქართველოდან ღვინის ექსპორტი. 44 ქვეყანაში ხორციელდება ექსპორტი. განსაკუთრებული ზრდა გვაქვს ჩინეთში, საფრანგეთსა და ისრაელში”.

ფაქტ-მეტრმა აღნიშნული ინფორმაცია გადაამოწმა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,

მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში ექსპორტზე 45.3 მლნ ბოთლი ღვინო გავიდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 61%-ით აღემატება. აღსანიშნავია, რომ ექსპორტირებული ღვინის ღირებულებამ 100.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ღვინის რეალიზაციიდან შემოსული თანხები კი, წინა წელთან შედარებით 55%-ით გაიზარდა.

იანვარ-აგვისტოს მონაცემებით, ქართული ღვინის იმპორტიორი ქვეყნების პირველ ხუთეულს რუსეთი, ჩინეთი, უკრაინა, ყაზახეთი და პოლონეთი იკავებენ.

ცხრილი 1:

ქართული ღვინის იმპორტიორი ქვეყნები, სადაც ყველაზე მაღალი ზრდა დაფიქსირდა (2017 წლის იანვარი-აგვისტო)

ქვეყანა რაოდენობა (ბოთლი) ზრდა %
საფრანგეთი 95 530 378
ისრაელი 139 994 232
აზერბაიჯანი 102 342 170
რუსეთი 28 493 063 94
აშშ 286 496 67
ჩინეთი 5 098 091 51
უკრაინა 4 334 970 42
გერმანია 256 672 39
ბელორუსია 904 070 35
ლატვია 963 266 25
პოლონეთი 1 622 872 19
 წყარო: ღვინის ეროვნული სააგენტო

მიმდინარე წლის რვა თვის მონაცემებით, ღვინის ექსპორტის ყველაზე მაღალი ზრდა საფრანგეთში, ისრაელში და აზერბაიჯანში დაფიქსირდა. მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ ჩინეთში, რომელიც ქართული ღვინისთვის ახალ ბაზარს წარმოადგენს და გაყიდული ღვინის რაოდენობის მიხედვით მეორე ადგილის იკავებს, კვლავ მაღალი, 51%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

დასკვნა

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარი-აგვისტოს თვის პერიოდში საქართველოდან ექსპორტირებული იქნა 45.3 მლნ ბოთლი ღვინო, რაც 61%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს. ჩინეთში, საფრანგეთსა და ისრაელში ღვინის ექსპორტი შესაბამისად 51, 378 და 232%-ით გაიზარდა.

შესაბამისად, არჩილ თალაკვაძის განცხადება არის სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი