ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა გიორგი გაბაშვილმა რუსთავის მერიის მიერ საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე ისაუბრა. გაბაშვილმა განაცხადა: რუსთავში არსებობს ძველი ხელისუფლების მიერ აშენებული შადრევანი. ამ შადრევანს მიუჩინეს შეიარაღებული დაცვა და უხდიან 160 ათასს წელიწადში“. ფაქტ-მეტრმა ამ განცხადების სიზუსტე გადაამოწმა. შადრევანზე, რომელსაც შეიარაღებული დაცვა იცავდა, რუსთავის ბიუჯეტის 2013, 2014 და 2015 წლის 6 თვის აუდიტორულ დასკვნაში სახელმწიფო აუდიტის სამსახური წერს. 2013-2014 წლებსა და 2015 წლის 6 თვის განმავლობაში რუსთავის მერიამ შადრევნის შეიარაღებული დაცვის მომსახურების შესყიდვაზე დახარჯა 162.4 ათასი ლარი. განხორციელებული აუდიტორული პროცედურების შედეგად, აუდიტის ჯგუფმა ვერ მოიპოვა საკმარისი და შესაფერისი მტკიცებულება იმისა, თუ რა საფრთხე არსებობს შადრევნის მექანიზმის მოპარვის ან დაზიანების, მაშინ, როდესაც შადრევანი მდებარეობს მერიის შენობის წინ, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, სადაც ჩართულია გარე განათება და მოძრაობს საპატრულო ეკიპაჟი. შადრევნის შეიარაღებული დაცვის მომსახურების შესყიდვაზე მერიის მიერ გაწეულია არაგონივრულად მაღალი დანახარჯი”, - წერია სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში.2015 წლის შემდეგ მსგავსი მომსახურების შესყიდვა არ განხორციელებულა, რადგან ჩვენ გავითვალისწინეთ აუდიტის დასკვნა. 2016 წლის ჩათვლით ობიექტის 24 საათიან დაცვას ახდენს მუნიციპალური ა(ა)იპ „უზრუნველყოფის“ სამი თანამშრომელი. მათი შრომის ანაზღაურება წლიურად შეადგენს 23 ათას ლარს. ობიექტის დაცვა აუცილებელია, რადგან მას აქვს ძვირადღირებული ძრავა, რომელიც ერთხეულ უკვე მოგვპარეს“, - აცხადებენ რუსთავის მერიაში. გასულ წლებში აღნიშნული შადრევნის დაცვისთვის რუსთავის ბიუჯეტს შემდეგი ხარჯები აქვს გაწეული (იხ. ბმული 1234)
2012 წელი 2013 წელი 2014 წელი 2015 წელი 2016 წელი 2017 წელი
29 600 ლარი (თანხაში შედის შადრევნის და მერიის შენობის დაცვის ხარჯიც) 56 000 ლარი 67 200 ლარი 67 200 ლარი 23 000 ლარი 23 000 ლარი

დასკვნა 2013-2015 წლის ჩათვლით რუსთავის მერიის წინ მდებარე შადრევნის 24 საათანი შეიარაღებული დაცვისთვის რუსთავის ბიუჯეტიდან საერთო ჯამში 190 400 ლარი დაიხარჯა. სახელმწიფო აუდიტის დასკვნის შემდეგ, მუნიციპალიტეტმა აღნიშნული საკითხის მიმართ მიდგომა გარკვეულწილად შეცვალა და 2016 წლიდან ობიექტს უკვე მუნიციპალური ა(ა)იპ-ის თანამშრომლები იცავენ. მათი შრომის ანაზღაურება წლიურად 23 ათას ლარს შეადგენს. როგორც ცხრილიდან ჩანს, 2012 წელს შადრევანსა და მერიის შენობას დაცვის სამსახური ერთად იცავდა, ხოლო დაცვის ხარჯი ჯამში 29 600 ლარს შეადგენდა, დღეს კი მხოლოდ შადრევნის დაცვა ბიუჯეტს უჯდება 23 000.

როგორც კვლევამ აჩვენა, გიორგი გაბაშვილის განცხადება ფაქტობრივ უზუსტობებს შეიცავს, რადგან შადრევნის დაცვის შესახებ მის მიერ დასახელებული თანხები მნიშვნელოვნად გადაჭარბებულია. თუმცა, მისი განცხადების კონტექსტი სწორია, რაც თავის მხრივ აუდიტის სამსახურმა და შემდგომ მერიის გადაწყვეტილებამაც დაადასტურა.

შესაბამისად, გიორგი გაბაშვილის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი