პაატა კლდიაშვილმა, ქუთაისის მერიის ეკონომიკური განვითარების, ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებისა და ტრანსპორტის მართვის სამსახურის უფროსმა, ვებპორტალ newpress.ge-სთან საუბრისას ქუთაისში ქალაქის საკუთრებაში არსებული ობიექტების პრივატიზების თაობაზე ისაუბრა.

ბიუჯეტის დაგეგმვისას, წლიური გეგმა 3 100 000 ლარი იყო, მაგრამ ეს მაჩვენებელი, 10 თვის მონაცემებით, 5 593 200 ლარამდე არის მისული. ამის შესაძლებლობა ქონების პრივატიზების კარგმა მაჩვენებლებმა მოგვცა. დღეისთვის გაყიდულია 5 653 459 ლარის მუნიციპალური ქონება, თუმცა წლის ბოლომდე მეტ მაჩვენებელს ველოდებით. რაც მე მახსოვს, ბოლო ათი წლის განმავლობაში, მსგავსი ოდენობის ქონების პრივატიზება არ მომხდარა, ეს კი არადა, რომ დავაჯამოთ ნებისიმერი ორი წელი, მათი ჯამიც ვერ აღწევს იმ მონაცემებამდე, რაც წელს არის“, – განაცხადა პაატა კლდიაშვილმა.

ფაქტ-მეტრი ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

მიმდინარე წლის ბიუჯეტში ქუთაისის მერიას საკუთრებაში არსებული ობიექტების პრივატიზებიდან 5 593 200 ლარის შემოსავლები აქვს დაგეგმილი. გასული ათი თვის განმავლობაში (იანვარ-ოქტომბერი) უკვე 5 530 600 ლარია მობილიზებული, რაც გეგმის თითქმის 99%-ს შეადგენს. სავარაუდოდ, წელს მუნიციპალიტეტში პრივატიზების გეგმის შესრულებას საფრთხე არ ემუქრება.

განცხადებაში ნახსენებ პრივატიზების ბოლო ათი წლის მონაცემებს თუ შევადარებთ, წელს მუნიციპალური ქონების გაყიდვით გამორჩეული წელია როგორც გეგმის, ასევე შესრულების თვალსაზრისით.

ცხრილი 1: 2007-2016 წლების პრივატიზების გეგმა და შესრულება (ათას ლარებში)

წელი

გეგმა

ფაქტი

2010

3 298,5

2 242,0

2011

3 788,2

4 031,4

2012

2 700,0

1 722,4

2013

4 587,0

809,5

2014

2 300,0

2 392,2

2015

3 000,0

2 947,6

2016

3 500,0

2 292,9

2017 (I-X)

5 593,2

5 530,6

წყარო: ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახური

როგორც ცხრილიდან ჩანს, 2017 წლამდე, გასული ცხრა წლის განმავლობაში პრივატიზებიდან ყველაზე მეტი შემოსავლის მიღება 2013 წელს დაიგეგმა (4 587 000 ლარი), თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ ამ წელს გეგმა სრულად ჩავარდა, იგი მხოლოდ 17%-ით (809 500 ლარი) შესრულდა.

პაატა კლდიაშვილი მიუთითებს, რომ წლევანდელი მონაცემი ნებისმიერი ორი წლის ჯამურ მონაცემზე დიდია. შედარებისთვის ავიღეთ 2010-2011 და 2015-2016 წლების ჯამური მონაცემები. პირველ შემთხვევაში ჯამურად ქალაქმა ქონების პრივატიზებიდან 6 273 400 ლარი მიიღო, ხოლო 2015-2016 წლების მიხედვით – 5 240 500 ლარი. 2010-2011 წლის მონაცემები მილიონ ლარზე მეტით აღემატება წლევანდელ მაჩვენებელს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე წელს ჯერ მხოლოდ 10 თვის მონაცემებია ცნობილი და არაა გამორიცხული, რომ 2017 წლის მონაცემმა 2010-2011 წლების ჯამურ მონაცემს გადააჭარბოს. ამ საკითხს ფაქტ-მეტრი წლის ბოლოს დაუბრუნდება.

დასკვნა

ქუთაისის მუნიციპალური ქონების პრივატიზების გეგმა, 2017 წლის 10 თვის მონაცემებით, 99%-ითაა შესრულებული. ამასთან, წლევანდელი გეგმა და ფაქტი გასული ათი წლის განმავლობაში ბიუჯეტის მიხედვით გაწერილ მაჩვენებლებთან შედარებით ყველაზე მოცულობითია.

შესაბამისად, ქუთაისის მერიის ეკონომიკური სამსახურის უფროსის განცხადება არის სიმართლე.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი