თოქ-შოუში „რეაქცია“ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა:

„მძიმე სოციალური ფონია  ქალაქში და ზოგადად ქვეყანაში, სწორედ ამიტომ ქალაქის ბიუჯეტის დაახლოებით 38% მიდის სოციალურ დახმარებებზე“.

ფაქტ-მეტრმა ამ განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.

სოციალური ხარჯები მოიცავს როგორც სოციალურ უზრუნველყოფაზე, ასევე ჯანმრთელობის დაცვაზე გაწეულ ხარჯებს. 2017 წლის თბილისის ბიუჯეტის მთლიანი ხარჯები 585 მლნ 263 ათასი ლარია. აქედან ჯანმრთელობის დაცვაზე და სოციალური უზრუნველყოფის დაფინანსებაზე 186 მლნ 783 ათასი ლარია გათვალისწინებული, რაც ბიუჯეტის მთლიანი ხარჯების 32%-ია (იხ.  თბილისის ბიუჯეტის ასიგნებები, თავი VI). 2017

წელს, გეგმის მიხედვით, სოციალური ხარჯების მოცულობა 2016 და 2015 წლებთან შედარებით შემცირებულია. მიმდინარე წელს ასევე შემცირდა სოციალური ხარჯების წილი თბილისის ბიუჯეტის მთლიან ხარჯებში.

  გრაფიკი 1:

თბილისის ბიუჯეტის სოციალური ხარჯების მოცულობა და მისი წილი ბიუჯეტის მთლიან ხარჯებში

image001 წყარო: თბილისის მერიის ბიუეჯტი

უნდა აღინიშნოს, რომ მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა თბილისის ბიუჯეტში ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. დედაქალაქის ბიუჯეტიდან ფინანსდება ჯანდაცვის შემდეგი ქვეპროგრამები: სასწრაფო სამედიცინო დახმარება, დაავადებათა სკრინინგი, ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ნარკომანიის ჩანაცვლებითი თერაპია, C ჰეპატიტით დაავადებული პირების კვლევების დაფინანსება, ტრანსპლანტაცია, აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია, ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსება და სხვა.

თბილისის მერიის ბიუჯეტიდან ფინანსდება შემდეგი სოციალური პროგრამები: შშმ პირთა (მათ შორის ბავშვთა) სარეაბილიტაციო და დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფა, სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისათვის სხვადასხვა სახის დახმარებები, საქალაქო სამგზავრო ტრანსპორტით უფასოდ ან შეღავათით სარგებლობა, კომუნალური ხარჯების სუბსიდირება, უფასო სასადილოებით მომსახურება, მარტოხელა ხანდაზმულთა დღის ცენტრით მომსახურება და ა.შ.

  დასკვნა 2017

წლის თბილისის ბიუჯეტში ჯანმრთელობის დაცვაზე და სოციალურ უზრუნველყოფაზე 186 მლნ 783 ათასი ლარია გათვალისწინებული, რაც ბიუჯეტის მთლიანი ხარჯების 32%-ია. თუმცა, 2017 წლის ბიუჯეტში სოციალური ხარჯების მოცულობა 2016 და 2015 წლებთან შედარებით შემცირებულია. მიმდინარე წელს ასევე შემცირდა ბიუჯეტის მთლიან ხარჯებში სოციალური ხარჯების წილი.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, კახა კალაძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5406 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი