საქართველოს პარლამეტის პლენარულ სხდომაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ ქვეყანაში სოციალური ფონის გაუარესებაზე

ისაუბრა: „ადამიანებს მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილების საშუალება არ აქვთ. არ შეუძლიათ, რომ ბილეთი იყიდონ. თბილისში 70 000 ადამიანია დაჯარიმებული უბილეთოდ მგზავრობისთვის“, - განაცხადა მელიამ.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის

მიხედვით (130-ე მუხლის, მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი), უბილეთოდ მგზავრობა პირის დაჯარიმებას იწვევს და ჯარიმა 5 ლარს შეადგენს. აღნიშნული ჯარიმა 30 დღის ვადაში უნდა დაიფაროს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჯარიმის თანხას დაემატება საურავი 50 ლარის ოდენობით.

მიმდინარე წლის 30 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კიდექსში“ შესატანი ცვლილებები განიხილა,

რომლის მიხედვითაც მიწისზედა რეგულარული ტრანსპორტით უბილეთო მგზავრობისთვის ჯარიმა 5 ლარიდან 20 ლარამდე იზრდება. ამასთან, კანონში იწერება, რომ მგზავრი ვალდებულია მგზავრობის დასაწყისიდანვე შეიძინოს ბილეთი ან ელექტრონული გადახდის საშუალებით განახორციელოს მგზავრობის ტარიფით განსაზღვრული თანხის გადახდა. ამავე ცვლილებით, საურავის ოდენობა 50 ლარიდან 40 ლარამდე მცირდება. აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტში ჯერ მხოლოდ I მოსმენით არის განხილული.

ფაქტ-მეტრმა 2013-2017 წლებში, თბილისში, მუნიციპალურ ავტობუსებში მგზავრობის საფასურის გადაუხდელობის გამო დაჯარიმებულთა რაოდენობის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია გამოითხოვა.

  ცხრილი 1: 2013-2017

წლებში, თბილისში, ავტობუსში მგზავრობის საფასურის გადაუხდელობის გამო დაჯარიმებულთა რაოდენობა

წელი 2013 2014 2015 2016 2017 (ნოემბრის ჩათვლით)
დაჯარიმებულთა რაოდენობა 98 707 64 949 48 702 53 836 51 001
წყარო: თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახური

როგორც ცხრილიდან ჩანს, მიმდინარე წლის ნოემბრის ჩათვლით, თბილისში, ავტობუსში მგზავრობის საფასურის გადაუხდელობის გამო 51 001 პირია დაჯარიმებული და არა 70 000. აღსანიშნავია ისიც, რომ დაჯარიმებულთა რაოდენობა 2013 წელთან შედარებით, მნიშვნელოვნად (თითქმის 48%-ით) არის შემცირებული.

ასევე აღსანიშნავია, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის დადგენილებით,

მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობისას შეღავათით მოსარგებლე პირთა კატეგორია განისაზღვრა. აღნიშნული დადგენილებით, გარკვეული პირები უფასო მგზავრობის უფლებით სარგებლობენ (მაგ. უსინათლოები, ომის ვეტერანები, მოსწავლეები, საბავშვო ბაგა-ბაღის თანამშრომლები, „თბილსერვის ჯგუფში“ მომუშავე დამგველები, მეეზოვეები და ა.შ. (მუხლი 2.1)), თბილისელთა გარკვეული კატეგორია კი - შეღავათიანი სამგზავრო ტარიფით (0.2 თეთრი). კერძოდ, უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტები, სახელოვნებო დაწესებულებები, თბილისში რეგისტრირებული პენსიონერები, პოლიკლინიკებში დასაქმებული ექიმები და ა.შ. (მუხლი 2.2).

  დასკვნა 2017

წელს (ნოემბრის ჩათვლით) თბილისში, ავტობუსებში საფასურის გადაუხდელობის გამო 51 001 პირია დაჯარიმებული და არა 70 000. ასევე აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს უბილეთოდ მგზავრობისთვის დაჯარიმებულ პირთა რაოდენობა 2013 წელთან შედარებით, თითქმის განახევრებულია. რთული სათქმელია, რა მიზეზითაა შემცირებული აღნიშნული რიცხვი.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, ნიკა მელიას განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5366 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი