ვერდიქტი: კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის განცხადება არის სიმართლე.   რეზიუმე:

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან მიღებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ მხარდაჭერით, მიმდინარე წლის მაისში, კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებს ევროსტანდარტების შესაბამისი 1 900 ნაგვის ურნა გადაეცათ, რომელთა ჯამურმა ღირებულებამ 1 006 568 ლარი შეადგინა. აქედან, ნარჩენების შეგროვებისთვის ახალი 250 ურნა მიიღო თელავის მუნიციპალიტეტმა.

  ანალიზი „თელავის მუნიციპალიტეტს 250 ერთეული, ხოლო მთლიანად კახეთის რეგიონს ჯამში 1 800 ურნა გადაეცა“ - ამის შესახებ ინფორმაცია კახეთის მხარეში სახელმწიფო გუბერნატორის ადმინისტრაციამ „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე განათავსა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან მიღებული ოფიციალური ინფორმაციით, 2018

წლის მაისში, შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ მხარდაჭერით და სახელმწიფო დაფინანსებით შეძენილი ნარჩენების ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი, გერმანული წარმოების პლასტმასის 1 100-ლიტრიანი ურნები, კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებში ასე გადანაწილდა:

ცხრილი 1:

კახეთის მუნიციპალიტეტებისთვის გადაცემული ურნების რაოდენობა (2018 წელი)

მუნიციპალიტეტი ნაგვის ურნების რაოდენობა
ახმეტა 300
გურჯაანი 200
დედოფლისწყარო 200
თელავი 250
ლაგოდეხი 250
საგარეჯო 250
სიღნაღი 250
ყვარელი 200
ჯამი 1 900

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით,

მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ დაფინანსებული „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის“ პროექტის ფარგლებში, 2017 წელს, მუნიციპალიტეტებისთვის 1 831 086 ევროს მეტალის ურნები შეიძინა. აქედან, 300 მეტალის ნაგვის ურნა თვითმმართველი თემის თელავის მუნიციპალიტეტმა, ხოლო 100 თვითმმართველი ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტმა მიიღო.

  ცხრილი 2:

კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებისთვის გადაცემული მეტალის ნაგვის ურნები (2017 წელი)

მუნიციპალიტეტი ნაგვის ურნების რაოდენობა
ახმეტა 100
გურჯაანი 100
დედოფლისწყარო 100
თელავის მუნიციპალიტეტი 300
ქალაქი თელავი 100
ლაგოდეხი 130
საგარეჯო 100
სიღნაღი 100
ყვარელი 100
ჯამი 1 130

ფაქტ-მეტრმა იმ დასახლებების შესახებაც გამოითხოვა ინფორმაცია, სადაც ნაგვის ურნებია განთავსებული. თუმცა, როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ოფიციალურ წერილშია აღნიშნული, დასახლებული პუნქტების მიხედვით, ნაგვის ურნების განაწილების მონაცემები არ გააჩნიათ.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5361 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი