ერთიანი ეროვნული გამოცდების აბიტურიენტების მიერ დაძლევა/ვერ დაძლევის საკითხი, წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს, რისი მეშვეობითაც ფასდება სასკოლო განათლების წარმატებულობის ხარისხი.

ფაქტ-მეტრმა გაანალიზა 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები და გამოყო მიღწეული შედეგების და არსებული „ჩავარდნების“ ყველა მნიშვნელოვანი ასპექტი.

2018 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია გაიარა 40 405-მა აბიტურიენტმა, რეგისტრირებული აბიტურიენტებიდან, გამოცდაზე გავიდა 36 497 აბიტურიენტი, სწავლის გაგრძელების უფლება უმაღლეს სასწავლებლებში მოიპოვა 26 696 მათგანმა, ხოლო მოსამზადებელ პროგრამებზე 1 211 აბიტურიენტმა. საგამოცდო ზღვარს მიღმა დარჩა (ერთ საგანში მაინც ჩაიჭრა) 8 590 აბიტურიენტი, რაც საერთო რაოდენობის 24.4%-ია (იხ. ცხრილი1).

ცხრილი 1: 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისშედეგები

წელი

რეგისტრირებული აბიტურიენტები გამოცდაზე გასული წარმატებით გადალახა

საგამოცდო ზღვარს მიღმა დარჩა

2018

40 405 36 497 27 907

8 590

წყარო:შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრი

რაც შეეხება სახელმწიფო გრანტს, 2018 წლის მონაცემებით, 100%-იანი სახელმწიფო გრანტი მოიპოვა 1 011-მა აბიტურიენტმა, 70%-იანი გრანტი - 1 455-მა, ხოლო 50%-იანი გრანტი - 4 077-მა აბიტურიენტმა. მოსამზადებელ პროგრამებზე სახელმწიფო 100%-იანი გრანტი მოიპოვა 187-მა აბიტურიენტმა (იხ. ცხრილი2).

ცხრილი 2: 2018 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სახელმწიფო გრანტის განაწილება აბიტურიენტთა რაოდენობის მიხედვით

წელი გრანტი 100% გრანტი 70% გრანტი 30%

მოსამზადებელი პროგრამები

გრანტი 100%

2018

1 011 1 455 4 077

187

წყარო:შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრი

მნიშვნელოვანია ცალკეული საგნების მიხედვით საგამოცდო მინიმალურ ზღვარს მიღმა დარჩენილი აბიტურიენტების სტატისტიკაც. 2018 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ყველაზე უფრო პრობლემური საგანი, მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გადალახვის თვალსაზრისით, იყო მათემატიკა. მათემატიკის გამოცდაზე გასული აბიტურიენტებიდან დაახლოებით 24%-მა საგამოცდო ზღვარი ვერ გადალახა. კიდევ ერთი რთულად გადასალახი გამოცდა აბიტურიენტებისთვის ზოგადი უნარები აღმოჩნდა. უნარების გამოცდაზე გასული 36 224 აბიტურიენტიდან, 5 107 აბიტურიენტი ჩაიჭრა, რაც საერთო რაოდენობის 14%-ია. აბიტურიენტების დაახლოებით 7% ქართული ენის გამოცდაზე, ხოლო 4% უცხო ენის გამოცდაზე დარჩა საგამოცდო მინიმალური კომპეტენციის ზღვარსმიღმა.

რაც შეეხება გასული წლების სტატისტიკას, შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრისმიხედვით, 2012 წლის ეროვნულ გამოცდებზე ერთ საგანში მაინც ჩაიჭრა აბიტურიენტების 26%. 2013 წელს ეს რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა - 31%-მა ვერ შეძლო საგამოცდო მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გადალახვა ერთ საგანში მაინც. ჩაჭრილი აბიტურიენტების გაზრდილი პროცენტული მაჩვენებელი შესაძლოა უკავშირდებოდეს 2013 წლის სკოლის გამოსაშვებ გამოცდებს. 2013 წელს საატესტატო გამოცდები არ ჩატარებულა ერთიანი კომპიუტიზირებული პრინციპით, თითოეულმა სკოლამ ინდივიდუალურად წარმართა საატესტატო გამოცდები, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოსწავლეთა დიდი ნაწილი წინასწარ ფლობდა საგამოცდო ტესტების ნიმუშებს, შესაბამისად, საატესტატო გამოცდებმა ვერ უზრუნველყო ეროვნულ გამოცდებზე გაეშვა აბიტურიენტთა ის ბირთვი, რომელსაც შეეძლო გადაელახა კომპეტენციის მინიმალური ზღვარი. 2014 წელს საგამოცდო ზღვარს მიღმა დარჩენილი აბიტურიენტების პროცენტული მაჩვენებელი ისევ შემცირდა, ამჯერად, აბიტურიენტების 24% დარჩა ერთ საგანში მაინც საგამოცდო ზღვარს მიღმა, 2015, 2016 წლებში ეს რიცხვი ისევ გაიზარდა 27% და 28%-მდე. 2017 წლის შედეგები გაუტოლდა 2012 წლის შედეგებს - საგამოცდო მინიმალური კომპეტენციის ზღვარს მიღმა აბიტურიენტების 26% დარჩა. აღსანიშნავია, რომ 2012-2017 წლებში ამ მიმართულებით ვითარება არ გამოსწორებულა, აბიტურიენტთა მეოთხედზე მეტს, კვლავ, არ შეუძლია დაძლიოს გამოცდების მინიმალური კომპეტენციის ზღვარი. აღსანიშნავია, რომ წლიდან-წლამდე ზოგიერთ საგანში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი იკლებს ან/და ტესტები მარტივდება, თუმცა აბიტურიენტთა შედეგებზე ეს გარემოება არ აისახება (იხ. გრაფიკი1).

გრაფიკი 1: 2012-2017 წლებში ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საგამოცდო ზღვარს მიღმა დარჩენილი აბიტურიენტების წილი

graw1

წყარო:შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრი

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში რეპეტიტორების ფართოდ გავრცელებული პრაქტიკა არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ განათლების სამინისტრო ოფიციალურად არ საუბრობს, არსებული ცოდნაა, რომ ხშირად აბიტურიენტები გამოცდების ჩაბარებას სწორედ რეპეტიტორებთან აქტიური მომზადების ხარჯზე ახერხებენ.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი