რეზიუმე:ფაქტ-მეტრს ბიძინა ივანიშვილის 15 განცხადება აქვსგადამოწმებული, საიდანაც 3 უვერდიქტოდ დატოვა, 1 მეტწილად სიმართლე, ხოლო 3 – ნახევრად სიმართლე აღმოჩნდა. მნიშვნელოვანია, რომ განცხადებების ყველაზე დიდი რაოდენობა, 5 მათგანი, მცდარი აღმოჩნდა, ხოლო 3 – მეტწილად მცდარი.

ბიძინა ივანიშვილი მცდარ განცხადებებს ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით, საქართველოში ადამიანის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძისა და საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის წინააღმდეგ ავრცელებდა.

გარდა ამისა, საინტერესოა 2012 წელს მის მიერ გაცემული დაპირებებიც. ივანიშვილის თქმით, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, ელექტროენერგიის ტარიფს მნიშვნელოვნად, ხოლო გაზისას – 3-ჯერ შეამცირებდა. თუმცა, 2015 წლის აგვისტოსა და სექტემბერში, ელექტროენერგიის ტარიფი გაიზარდა და შემცირებამდე არსებულ ნიშნულს ყველა კატეგორიაში გადააჭარბა. რაც შეეხება გაზის ტარიფს, 2012 წლის შემდეგ ეს უკანასკნელი გადაიხედა და 2013 წლის 1-ელი მარტიდან ბუნებრივი აირის საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის 5 თეთრით (10%-ით) შემცირდა.

ანალიზი

პარტია ქართული ოცნები თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, ინტერვიუს დროს „რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტს, ეკა კვესიტაძეს,მიმართა: „ჩემი სიცრუე ჯერ არავის უნახავს, თქვენ საბუთი არ გაქვთ და მხოლოდ სიცრუეს აფრქვევთ“.

ფაქტ-მეტრს ბიძინა ივანიშვილის 15 განცხადება აქვს გადამოწმებული, საიდანაც 3 უვერდიქტოდ დატოვა, 1 მეტწილად სიმართლე, ხოლო 3 – ნახევრად სიმართლე აღმოჩნდა. მნიშვნელოვანია, რომ განცხადებების ყველაზე დიდი რაოდენობა, 5 მათგანი, მცდარი აღმოჩნდა, ხოლო 3 მეტწილად მცდარი.

როგორც ფაქტ-მეტრმადაადგინა, სიმართლეს არ შეესაბამება ბიძინა ივანიშვილის მიერ 2013 წელს გაკეთებული განცხადება, სადაც ამტკიცებდა, რომ კახა ბენდუქიძეს აგრარული უნივერსიტეტის 200 მილიონიანი ქონება 1 ლარად ჰქონდა ნაჩუქარი. სინამდვილეში, 2011 წლის დადგენილების თანახმად, საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციულ) პირად – საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტად რეორგანიზაცია მოხდა. უნივერსიტეტის დამფუძნებლები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და აგრარული განათლებისა და მეცნიერების ფონდი გახდნენ. ეს უკანასკნელი კი, 2011 წლის იანვარში „ცოდნის ფონდის“ მიერ დაფუძნდა („ცოდნის ფონდის“ დამფუძნებელი კახა ბენდუქიძე იყო). 2012 წლამდე, აგრარული უნივერსიტეტის კუთვნილი სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები შპს აგრომეტის“ კუთვნილებაში იყო. საქართველოს აგრარულმა უნივერსიტეტმა 2012 წელს სახელმწიფოსგან 4 150 000 აშშ დოლარად სწორედ შპს აგრომეტი შეისყიდა. გარდა ამისა, ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განსაზღვრულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში 1 000 000 აშშ დოლარი გადარიცხა. ანუ, ჯამში საპრივატიზაციო თანხამ 5 150 000 აშშ დოლარი შეადგინა. ამასთან, აგრარულმა უნივერსიტეტმა შეასრულა დაკისრებული საინვესტიციო ვალდებულებაც (2013 წელს აუდიტორების მიერ დადასტურებულმა ინვესტიციების ოდენობამ 11 მლნ ლარზე მეტი შეადგინა). აღნიშნული ინფორმაციის მიხედვით ნათელია, რომ აგრარულმა უნივერსიტეტმა ქონების შეძენაში 1 ლარზე გაცილებით მეტი გადაიხადა.

მცდარი აღმოჩნდა ბიძინა ივანიშვილის 2015 წელს გაკეთებული განცხადება, რომელშიც ირწმუნებოდა, რომ ლარის გაუფასურება მოსახლეობას არ აზარალებს. თუმცა, ფაქტ-მეტრის მიერ წარმოდგენილი ფაქტები საპირისპიროზე მეტყველებს. საქართველო საქონლისა და მომსახურების იმპორტს უცხოურ ვალუტაში, ძირითადად აშშ დოლარში ახორციელებს. იმპორტირებული პროდუქტის წილი საქართველოს მოსახლეობის მთლიან მოხმარებაში 66%-ს შეადგენს. შესაბამისად, იმპორტიორებს დანახარჯები ეზრდებათ, რაც ფასებზეც პირდაპირპროპორციულად აისახება. მაგალითად, საქართველოში მედიკამენტების ფასები 2014 წლიდან საკმაოდ მაღალი ტემპით იზრდება, რაც ძირითადად ეროვნული ვალუტის გაუფასურებას უკავშირდება (იმპორტირებულია არა მხოლოდ მედიკამენტების დიდი წილი, არამედ ადგილობრივი წარმოებისთვის გამოყენებული ნედლეულიც). გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობას კრედიტების დიდი ნაწილი დოლარში აქვს აღებული, ხოლო შემოსავალს კი ლარში იღებს. მათ ლარის კურსის გაუფასურება კრედიტის მომსახურებას უძვირებთ. ლარის გაუფასურების გამო საქართველოს მთავრობის საგარეო ვალი 2014 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 802 მლნ ლარით იყო გაზრდილი. ასევე, ვალუტის კურსის სწრაფი ცვლილება სავალუტო რისკებს უზრდის ბიზნესის წარმოებას, რაც ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობას აუარესებს, ხოლო ეკონომიკურ განვითარებას – აფერხებს.

გარდა ზემოთ აღნიშნულისა,მცდარი იყო 2015 წელს ლარის კრიზისთან დაკავშირებით გაკეთებული ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთი განცხადება, რომელიც ამტკიცებდა, რომ ეროვნული ბანკის ქმედებებმა ვალუტის კრიზისამდე მიგვიყვანა (იმ დროისათვის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე იყო). ივანიშვილის თქმით, ეროვნული ბანკის კონსტიტუციური ვალდებულება ლარის გაცვლითი კურსის დასტაბილურებაა. მან ასევე აღნიშნა, რომ სხვა ქვეყნების ცენტრალურმა ბანკებმა კურსის სტაბილურობის შესანარჩუნებლად რეზერვების მნიშვნელოვანი წილი გაიღეს (მაგ. სომხეთი და მოლდოვა). საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კი, სავალუტო რეზერვების მხოლოდ 5%, ანუ 120 მილიონი დოლარი დახარჯა. ამ მხრივ მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ეროვნული ბანკის უმთავრესი ფუნქცია არა ვალუტის კურსის დასტაბილურება (როგორც ბიძინა ივანიშვილი ირწმუნებოდა), არამედ ქვეყანაში მონეტარული სტაბილურობაა (ინფლაციის კონტროლი). გარდა ამისა, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2014 წლის ნოემბრიდან 2015 წლის თებერვლამდე სავალუტო აუქციონზე 200 მილიონი დოლარი გაყიდა, რაც ბიძინა ივანიშვილის მიერ დასახელებულ რიცხვს 80 მილიონით აღემატება. მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას იმ ფაქტსაც, რომ 2015 წელს სომხეთის და მოლდოვას ეკონომიკური ზრდის ტემპი მკვეთრად შემცირდა, რაზეც გავლენა ვალუტის სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით მათი საერთაშორისო რეზერვების გახარჯვამ იქონია.

მცდარად შეფასდა ბიძინა ივანიშვილისგანცხადება, რომლის მიხედვითაც მას ყველა საერთაშორისო შეფასება და რეიტინგი განხილული აქვს და ყველგან „უაღრესად“ დიდი წინსვლაა, მათ შორის ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. ფაქტ-მეტრი ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების, Human Rights Watch“ და „Amnesty International, გაეცნო, რის საფუძველზეც დადგინდა, რომ აღნიშნული ორგანიზაციების ანგარიშებში პროგრესზე საუბარი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების სისტემურობის აღმოფხვრის საკითხთან მიმართებით შეინიშნება. თუმცა, ყველა წლის ანგარიშში მეორდება, შესაძლო პოლიტიკურად მოტივირებული დაპატიმრებების, უმცირესობების უფლებების დარღვევების შემთხვევები, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გამოუძიებლობა. Human Rights Watch“-ის ვებ-გვერდზე საქართველოსთან მიმართებით ნათქვამია, რომ მიუხედავად გარკვეული წინ გადადგმული ნაბიჯებისა, საქართველოში ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა კვლავ შემაშფოთებელია. შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომლის მტკიცებითაც, საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებშიც საქართველოში ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა ყველა მიმართულებით უაღრესად დიდ წინსვლადაა შეფასებული, მცდარი აღმოჩნდა.

გარდა ბიძინა ივანიშვილის ზემოთ მოყვანილი მცდარი განცხადებებისა, სიმართლეს არშეესაბამებოდა მისი კიდევ ერთი განცხადება, სადაც პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს აკრიტიკებს. მისი თქმით, გიორგი მარგველაშვილს აშშ-ში საქართველოს ყოფილი ელჩი თემურ იაკობაშვილი ან ვინმე მსგავსი დაეხმარა იმაში, რომ პრეზიდენტის მიერ რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებული განცხადების გაკეთებიდან 2 საათში, New York Times-ს მასზე სტატია გამოექვეყნებინა. გარდა იმისა, რომ მასში არ მოიპოვება გიორგი მარგველაშვილის მაქებარი; პასაჟები, “New York Times”-ში გამოქვეყნებული მასალა ინფორმაციული ხასიათის იყო და ის სააგენტო “Associated Press“-დან იყო უცვლელად გადატანილი და არ წარმოადგენდა სარედაქციო სვეტს, ბლოგს ან “New York Times”-ის ჟურნალისტის მომზადებულ მასალას. შესაბამისად, აღნიშნულ შემთხვევაში, დაკვეთილი სტატიის შესახებ საუბარი, ყოველგვარ აზრსა და საფუძველს მოკლებულია.

გარდა ზემოთ მოყვანილი განცხადებებისა, ბიძინა ივანიშვილის სიცრუე 2012 წელს პირადად მისი გაკეთებული დაპირებების შეუსრულებლობაშიც იკვეთება. მოსახლეობასთან ტელეხიდზე მანგანაცხადა, რომ საქართველოში 2012 წელს არსებული გადასახადების განახევრება მეორე დღიდანვე შესაძლებელი იყო: „ელექტროენერგია საქართველოს აქვს ძალიან იაფი, ბევრი ჰიდროელექტროსადგური გვაქვს და იქიდან იაფი დენი იწარმოება, ძალიან დიდი რაოდენობის გაზი გვეკუთვნის უფასოდ, რამდენადაც ეს ტრუბა გადის ჩვენს ტერიტორიაზე. აზერბაიჯანიდან მიღებული კომერციული ფასიც ძალიან დაბალია… ეს რომ ერთად დავაჯგუფოთ, უკეთეს შემთხვევაში გაზის გადასახადი დღევანდელის მესამედი გამოვა. მიუხედავად უმოკლეს ვადებში ტარიფების მნიშვნელოვანი შემცირების შესახებ გაკეთებული დაპირებისა, აღნიშნულიარ შესრულებულა. 2013 წლის იანვრიდან 300 კვტსთ-მდე მოხმარებული ელექტროენერგიის ტარიფი 3.54 თეთრით, ხოლო 300 კვტსთ-ს ზემოთ – დაახლოებით 2.7 თეთრით შემცირდა. ლარის გაუფასურების გამო, ენერგოკომპანიებს იმპორტირებული და თბოსადგურების გამომუშავებული ელექტროენერგიის ღირებულება გაუძვირდათ. 2015 წლის აგვისტოსა და სექტემბერში, ელექტროენერგიის ტარიფი გაიზარდა და შემცირებამდე არსებულ ნიშნულს ყველა კატეგორიაში გადააჭარბა. რაც შეეხება გაზის ტარიფს, ბიძინა ივანიშვილის დაპირების თანახმად, ის 3-ჯერ უნდა შემცირებულიყო. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ინფორმაციით, 2012 წლის შემდეგ გაზის ტარიფები გადაიხედა და 2013 წლის 1-ელი მარტიდან ბუნებრივი აირის საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის 5 თეთრით (10%-ით) შემცირდა.არ შესრულდა ბიძინა ივანიშვილის 2012 წლის პირობა ერგნეთის ბაზრობის აღდგენის შესახებაც.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი