რეზიუმე: ქვეყნის საკრედიტო რეიტინგი ცალკეულ ქვეყანაში ინვესტირების რისკფაქტორებისა და ამ ქვეყნის სანდოობის შესახებ ინვესტორს ინფორმაციას აწვდის. საკრედიტო რეიტინგებს ათეულობით სააგენტო აქვეყნებს, თუმცა, მათ შორის, ყველაზე გავლენიანი და საყოველთაოდ ცნობილი სამეულია: Standard & Poor’s (S&P), Moody’s და Fitch. ყოველი საკრედიტო სააგენტო საკუთარი მეთოდოლოგიის შესაბამისად მუშაობს, თუმცა საერთოა ძირითადი მაჩვენებლები, რასაც ყურადღება ექცევა და მოიცავს, როგორც ეკონომიკურ ინდიკატორებს, ასევე ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას, რეგიონში მიმდინარე პროცესებსა და გარემოს.

Fitch-მა საქართველოს BB სტაბილური შეფასება 2019 წლის 22 თებერვალს მიანიჭა, Standard & Poor’s-მა -2019 წლის 10 ოქტომბერს, ხოლო Moody’s მიერ Ba2 სტაბილური შეფასება 2018 წლის 11 სექტემბრით თარიღდება. საქართველოს შეფასების დონეები მათი მონაცემების მიხედვით, პრინციპულად ანალოგიურ შედეგს იძლევა. შესაბამისად, აღნიშნული კომპანიების შეფასებით, საქართველოს ეკონომიკაში არსებობს გარკვეული სპეკულაციური რისკები. სამივე კომპანიის შემთხვევაში, ივანე მაჭავარიანის განცხადების შესაბამისად, საქართველოს საინვესტიციო რეიტინგის დონემდე მისაღწევად სჭირდება 2 საფეხურით დაწინაურება რის შემდეგაც Moody’s შემთხვევაში მოვხვდებით Baa3, ხოლო Fitch და S&P რეიტინგში „BBB-“ კატეგორიებში.

ანალიზი

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის შემფასებელი მისიის დასრულების შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, საქართველოში მიმდინარე პროგრამის მიზნების მიღწევა წარმატებით მოხერხდა. ფინანსთა მინისტრის განცხადებით: „2017 წლიდან მოყოლებული, სამივე სარეიტინგო სააგენტომ (Moody’s, Fitch და S&P Global) გაგვიუმჯობესა საკრედიტო რეიტინგი და ჩვენ უკვე 2 ნაბიჯიღა გვაშორებს საინვესტიციო რეიტინგს“.

მსოფლიო ეკონომიკაში ქვეყნები ერთმანეთს უწევენ კონკურენციას უცხოური კაპიტალის მოზიდვის თვალსაზრისით. უცხოურ კაპიტალზე განსაკუთრებით დამოკიდებულია განვითარებადი/ნაკლებად განვითარებული ქვეყნები, რომელთაც შეზღუდული აქვთ საკუთარი რესურსი. თავის მხრივ, კრედიტორები/ინვესტორები არჩევანს აკეთებენ კონკრეტულ ქვეყანაში უკუგების ნორმისა და სტაბილურობის, სხვანაირად, რომ ითქვას, სახსრების განთავსების მოსალოდნელი მომგებიანობისა და რისკის გათვალისწინებით. რაც ნაკლებია რისკი (მეტია სანდოობა), მით დაბალია უკუგების ნორმა, რომლის სანაცვლოდაც კაპიტალის მფლობელი მზად არის განათავსოს საკუთარი სახსრები ქვეყანაში.

ქვეყნის საკრედიტო რეიტინგი ინვესტორს ცალკეულ ქვეყანაში ინვესტირების რისკიფაქტორების და ამ ქვეყნის სანდოობის შესახებ ინფორმაციას აწვდის. საკრედიტო რეიტინგებს ათეულობით სააგენტო აქვეყნებს, თუმცა მათ შორის ყველაზე გავლენიანი და საყოველთაოდ ცნობილი სამეულია Standard & Poor’s (S&P), Moody’s და Fitch. ყოველი საკრედიტო სააგენტო საკუთარი მეთოდოლოგიის შესაბამისად მუშაობს, თუმცა ძირითადი მაჩვენებლები, რასაც ყურადღება ექცევა, საერთოა და მოიცავს როგორც ეკონომიკურ ინდიკატორებს, ასევე ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას, რეგიონში მიმდინარე პროცესებსა და გარემოს.

Standard &Poor’s და Fitch ის შეფასების სისტემები მსგავსია: უმაღლესი შეფასება მათ სისტემაში არის AAA, შემდგომ AA+, AA, AA-, საშუალოზე მაღალი A+, A, A-, საშუალოზე დაბალი BBB+.,BBB, BBB-, არასაინვესტიციო სპეკულაციური BB+, BB, BB-, სპეკულაციური B+, B, B-, მნიშვნელოვნად რისკიანი CCC, დეფოლტი გამოკეთების პერსპექტივით CC, დეფოლტი D. მსგავსია Moody’s შეფასებაც მსგავსია, მაგრამ +/--ის ნაცვლად ციფრებს იყენებს: Aaa, Aa1, Aa2, Aa3, A1,A2,A3, Baa1, Baa2, Baa4, Ba1, Ba2, Ba3, B1, B2, B3, Caa1, Caa2, Caa3, Ca, C. შეფასების საფეხურები, თავის მხრივ, იყოფა საინვესტიციო და არასაინვესტიციო ჯგუფებად. აღნიშნული შეფასებების ეკონომიკური ინტერპრეტაცია შეგიძლიათ იხილოთ ცხრილ 1-ში.

ცხრილი 1: „Moody’s, „S&P”, და „Fitch”-ის შეფასებები და შეფასებების ინტერპრეტაცია

Fitch-მა საქართველოს BB სტაბილური შეფასება 2019 წლის 22 იანვარს მიანიჭა, Standard & Poor’s-მა 2019 წლის 10 ოქტომბერს, ხოლო Moody’s Ba2 სტაბილური შეფასება 2018 წლის 11 სექტემბრით თარიღდება. საქართველოს შეფასების დონეები პრინციპულად ანალოგიურია სამივე კომპანიის შემთხვევაში, შესაბამისად, მათი შეფასებით საქართველოს ეკონომიკაში არსებობს გარკვეული სპეკულაციური რისკები. ივანე მაჭავარიანის განცხადების შესაბამისად, საქართველოს საინვესტიციო რეიტინგის დონემდე მისაღწევად სჭირდება 2 საფეხურით დაწინაურება რის შემდეგაც მოვხვდებით Moody’s შემთხვევაში „Baa3, ხოლო Fitch და S&P შემთხვევაში „BBB-“ კატეგორიებში.

ცხრილი 2: საქართველოს შეფასების დინამიკა 2005-2019 წლებში

წყარო:https://tradingeconomics.com/georgia/rating

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი