Facebook-ში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ „ვეფხისტყაოსანი“ რასისტულია და ის უნდა აიკრძალოს. სურათს 219 რეაქცია, 125 კომენტარი და 87 გაზიარება აქვს. Facebook-პოსტის სურათი (ე.წ. screenshot) timenews.ge-მ სიახლის სახით გამოაქვეყნა და ის Facebook-ზე აქტიურად გავრცელდა. Crowdtangle-ის მონაცემების მიხედვით, საჯარო ჯგუფებში აღნიშნულ სიახლეს ჯამში 2371 ინტერაქცია (რეაქციები, გაზიარებები და კომენტარები) აქვს. timenews.ge-ის სიახლეში ვკითხულობთ, რომ „დღეს სოციალურ ქსელში ვრცელდება შემდეგი სახის ინფორმაცია, სადაც სახალხო დამცველი ამბობს – “პოემა ვეფხისტყაოსანი რასისტულია და უნდა აიკრძალოს, რადგან იხ ხშირადაა ნახსენები მონა ზანგი”.

წყარო: timenews.ge

სურათზე ჩანს, რომ სიახლე ონლაინ-მედია - on.ge-ზე - არის გამოქვეყნებული. თუმცა on.ge-ზე სიახლე მოცემული სათაურით არ გამოქვეყნებულა (იხილეთ on.ge-ის ყველა სიახლეა ნინო ლომჯარიასთან დაკავშირებით ბმულზე). on.ge სათაურისთვის განსხვავებულ შრიფტს იყენებს და სურათში არსებული სათაური, რომელიც გამუქებული შრიფტით არის, ფოტოს დამუშავებაზე მიუთითებს. შედარებისთვის იხილეთ რეალური on.ge-ის რეალური სიახლე ნინო ლომჯარიასთან დაკავშირებით. აღნიშნული სიახლე ერთადერთია on.ge-ზე ნინო ლომჯარიასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ სიახლეებს შორის, რომელსაც ნინო ლომჯარიას იგივე სურათი აქვს და ასევე იმავე ფრაზით იწყება, რომლითაც ყალბ სურათში: „სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით“. აქედან გამომდინარე, სავარაუდოა, რომ სწორედ აღნიშნული სიახლის სურათი გააყალბეს.

გავრცელებულ სურათს თავად სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარიაც, გამოეხმაურა. მან განმარტა, რომ „ეს ინფორმაცია არის მოგონილი, ტყუილი, მორიგი ე.წ. „ფეიკ ნიუსი“.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი