რეზიუმე: მთავრობის ზომის საზომად მიღებული მაჩვენებელია ნაერთი ბიუჯეტის მიმდინარე და წმინდა კაპიტალური ხარჯების ჯამი. თავის მხრივ, მიმდინარე ხარჯები მთავრობის მიმდინარე ოპერაციებისთვის განკუთვნილი ხარჯებია, რომელის ძირითადად ადმინისტრაციულ ხარჯებსა და სოციალურ ტრანსფერებს მოიცავს. კაპიტალური ხარჯები კი კაპიტალური აქტივების ზრდისკენ მიმართული ხარჯებია, ხოლო წმინდა კაპიტალური ხარჯები ასეთი აქტივების შეძენასა და გაყიდვას (პრივატიზაცია) შორის სხვაობაა.

მონაცემებს სხვადასხვა ქვეყნების მთავრობის ზომებზე საერთაშორისო სავალუტო ფონდი აქვეყნებს. საქართველოს შემთხვევაში, მიმდინარე მონაცემები საპროგნოზოა და დაზუსტებით 2017 წლამდე მაჩვენებლებია წარმოდგენილი. 2017 წელს მთავრობა 11.2 მლრდ ლარს ხარჯავდა, რაც მშპ-ს 29.7 %-ს შეადგენდა, ხოლო 2020 წლის საპროგნოზო მაჩვენებლით 14.5 მლრდ ლარის დახარჯვა იყო დაგეგმილი, რაც მშპ-ს 30%-ს შეადგენდა, თუმცა აღნიშნული მაჩვენებელი მიმდინარე კრიზისის გამო ბუნებრივია, შეიცვლება. აღნიშნული მონაცემებით, 2019-2020 წლებში, მთავრობის ზომის მშპ-სთან ფარდობის სიმცირით საქართველო 98-ე, ხოლო სიდიდით 94-ე ადგილს იკავებდა.

ანალიზი

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა გიგლა მიქაუტაძემ განაცხადა: „მთლიანი სახელმწიფო ხარჯების შიდა პროდუქტთან შედარებით, საქართველო 88-ე ადგილზეა მსოფლიოში“. აღნიშნული განცხადებით მან საქართველოს პრემიერ-მინისტრ, გიორგი გახარიას უპასუხა, რომელმაც პარლამენტში განაცხადა, რომ ბიუროკრატიული ხარჯების სიმცირით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიხედვით, საქართველო, სინგაპურის შემდეგ, მეორე ადგილზე იმყოფება.

მთავრობის ზომის საზომად მიღებული მაჩვენებელია ნაერთი ბიუჯეტის მიმდინარე და წმინდა კაპიტალური ხარჯების ჯამი. თავის მხრივ, მიმდინარე ხარჯები მთავრობის მიმდინარე ოპერაციებისთვის განკუთვნილი ხარჯებია, რომელის ძირითადად ადმინისტრაციულ ხარჯებსა და სოციალურ ტრანსფერებს მოიცავს. კაპიტალური ხარჯები კი კაპიტალური აქტივების ზრდისკენ მიმართული ხარჯებია, ხოლო წმინდა კაპიტალური ხარჯები ასეთი აქტივების შეძენასა და გაყიდვას (პრივატიზაცია) შორის სხვაობაა. მიმდინარე ხარჯებში შედის შრომის ანაზღაურება და საქონლისა და მომსახურების მუხლები, რომლებიც ადმინისტრაციულ, ანუ ბიუროკრატიულ ხარჯებს წარმოადგენს. ასევე, გადასახდელი შიდა და საგარეო პროცენტები, სუბსიდიები, გრანტები, სოციალური უზრუნველყოფისა და სხვა ხარჯები.

მონაცემებს სხვადასხვა ქვეყნების მთავრობის ზომებზე საერთაშორისო სავალუტო ფონდი აქვეყნებს. საქართველოს შემთხვევაში, მიმდინარე მონაცემები საპროგნოზოა და დაზუსტებით 2017 წლამდე მაჩვენებლებია წარმოდგენილი. 2017 წელს მთავრობა 11.2 მლრდ ლარს ხარჯავდა, რაც მშპ-ის 29.7 %-ს შეადგენდა, ხოლო 2020 წლის საპროგნოზო მაჩვენებლით მთავრობა 14.5 მლრდ ლარს დახარჯავდა, რაც მშპ-ის 30%-ს შეადგენდა, თუმცა აღნიშნული მაჩვენებელი მიმდინარე კრიზისის გამო ბუნებრივია, შეიცვლება.

გრაფიკი 1: მთავრობის ზომის მაჩვენებლები

წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი

აღნიშნული მონაცემებით, 2019 და 2020 წლებში, მთავრობის ზომის მშპ-სთან ფარდობის სიმცირით საქართველო 98-ე, ხოლო სიდიდით 94-ე ადგილს იკავებდა.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი