რეზიუმე: 2019 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 42%-ით არის შემცირებული. აღნიშნული კლების მიზეზად გარკვეულწილად პანდემიით გამოწვეული კრიზისი გვევლინება, თუმცა პანდემიამდეც პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მკვეთრი კლების ტენდენციით ხასიათდებოდა, რაც მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს.

2020 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, საქართველოში165 მლნ აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, მათ შორის, აშშ-დან 28.1 მლნ აშშ დოლარის პუი, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 34% ზრდას შეადგენს და მთლიანი ინვესტიციების 17%-ს წარმოადგენს. აღსანიშნავია რომ ერთჯერადად, კვარტალური მონაცემების აღება გარკვეული დინამიკის ზოგადი ანალიზისთვის ნაკლებად რელევანტურია, რადგან გარკვეული მაჩვენებელი კონკრეტულ პერიოდში შესაძლოა ერთჯერადი ფაქტორების გამო მწკრივის საერთო დინამიკიდან ამოვარდნილი იყოს, თუმცა მეორე მხრივ, გასათვალისწინებელი ფაქტორია ეპიდსიტუაცია მსოფლიოში და ამ მხრივ, კვარტლური დინამიკა საინტერესოა. ახლო წარსულში, პუი-ის დინამიკა აშშ-დან მზარდი ტენდენციით ხასიათდება როგორც კვარტალურ, ისე წლიურ დონეზე. განსაკუთრებით მაღალი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი 2014 წელს იყო, 184 მლნ აშშ დოლარი, რამაც მთლიანი წლიური პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 10% შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის პირველ კვარტალში, რიგითობის მიხედვით: გაერთიანებული სამეფო (73 მლნ), აშშ (28.1 მლნ), პანამა (19.6მლნ), დანიის სამეფო (11.5 მლნ), ნიდერლანდები (11.15 მლნ) და თურქეთი (11.13 მლნ) უმსხვილეს ინვესტორ ქვეყნებს წარმოადგენდნენ.

ანალიზი

აშშ-ის ელჩთან შეხვედრაზე საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა: „პანდემიის მიუხედავად, აშშ-დან პირდაპირი ინვესტიციები 2020 წლის I კვარტლის მონაცემით 34%-ით გაიზარდა და 17%-იანი წილით მეორე ადგილი დაიკავა უმსხვილეს ინვესტორ ქვეყნებს შორის“.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ერთი ქვეყნის რეზიდენტის მიერ სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ საწარმოში წილის ფლობასა და საწარმოსთან დაკავშირებულ სხვადასხვა ეკონომიკური ხასიათის ოპერაციების წარმოებას გულისხმობს. პირდაპირია ინვესტორი, რომელიც საწარმოს აქციების არანაკლებ 10 პროცენტს ან ასეთი მონაწილეობის ეკვივალენტს ფლობს.

ამჟამად, გამოქვეყნებულია 2020 წლის პირველი კვარტლის პუი-ს მონაცემები. 2019 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 42%-ით არის შემცირებული. აღნიშნული კლების მიზეზად გარკვეულწილად პანდემიიდან გამოწვეული კრიზისი გვევლინება, თუმცა პანდემიამდე პერიოდშიც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მკვეთრი კლების ტენდენცია გამოკვეთილია და მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს.

გრაფიკი 1: პუი-ს დინამიკა კვარტალურად (მლნ აშშ დოლარი)

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

2020 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, საქართველოში165 მლნ აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, მათ შორის, აშშ-დან 28.1 მლნ აშშ დოლარის პუი, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 34% ზრდას შეადგენს და მთლიანი ინვესტიციების 17%-ს წარმოადგენს. აღსანიშნავია რომ ერთჯერადად, კვარტალური მონაცემების აღება გარკვეული დინამიკის ზოგადი ანალიზისთვის ნაკლებად რელევანტურია, რადგან გარკვეული მაჩვენებელი კონკრეტულ პერიოდში შესაძლოა ერთჯერადი ფაქტორების გამო მწკრივის საერთო დინამიკიდან ამოვარდნილი იყოს, თუმცა მეორე მხრივ, გასათვალისწინებელი ფაქტორია ეპიდსიტუაცია მსოფლიოში და ამ მხრივ, კვარტალური დინამიკა საინტერესოა. როგორც გრაფიკ 2-ზე ჩანს, ახლო წარსულში, პუი-ს დინამიკა აშშ-დან მზარდი ტენდენციით ხასიათდება როგორც კვარტალურ, ისე წლიურ დონეზე. განსაკუთრებით მაღალი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი 2014 წელს იყო, 184 მლნ აშშ დოლარი, რამაც მთლიანი წლიური პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 10% შეადგინა.

გრაფიკი 2: პუი-ს დინამიკა აშშ-დან, წლიური და პირველი კვარტლის მონაცემები (მლნ აშშ დოლარი)

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის პირველ კვარტალში უმსხვილესი ინვესტორი გაერთიანებული სამეფო იყო. 2019-2020 წლის I კვარტალში უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების სტატისტიკა ცხრილში 1 არის მოცემული.

ცხრილი 1: უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები 2020 წლის პირველ კვარტალში (მლნ აშშ დოლარი)

გაერთიანებული სამეფო

აშშ

პანამა

დანია

ნიდერლანდი

თურქეთი

2019 I კვ

61,521.1

20,952.3

45,402.3

10,969.6

-91,777.5

68,149.7

2020 I კვ

73,062.7

28,109.6

19,606.6

11,595.1

11,156.9

11,133.5

% ცვლილება

18.8

34.2

-56.8

5.7

N/A

-83.7

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5402 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი