სოციალურ ქსელებში მანიპულაციები COVID-19-ის დიაგნოსტირებასთან დაკავშირებით მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვრცელდება. BBC-ის თანახმად, დეზინფორმაცია იმის შესახებ, რომ COVID-19-ის ტესტები ადამიანის ტვინსა და ჯანმრთელობას აზიანებს, 2020 წლის ივლისიდან დაიწყო. ის სოციალურ ქსელებში, თავდაპირველად, ამერიკული აუდიტორიისთვის გავრცელდა. მოგვიანებით, მსგავსი შინაარსის მანიპულაცია სოციალურ ქსელში გერმანულ, პორტუგალიურ, რუმინულ, ფრანგულ, ჰოლანდიური ენებზეც გაჩნდა.

წყარო: BBC

ფაქტების გადამამოწმებელმა ორგანიზაციებმა დაადგინეს, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციები, რომ COVID-19-ის ტესტმა შესაძლოა ტვინი დააზიანოს ან/და გამოიწვიოს ინფექციები, არის ყალბი ამბავი. (იხილეთ ბმული 1; ბმული 2; ბმული 3). აღსანიშნავია, რომ Facebook-მა მსგავსი შინაარსის კონტენტზე უკვე გააკეთა მითითება, რომ ის არის ტყუილი.

კორონავირუსზე ტესტირებასთან დაკავშირებით დეზინფორმაცია საქართველოშიც გავრცელდა. დეზინფორმაციის თანახმად, PCR ტესტირებისას ტვინის გარსის ხელოვნურად დაზიანება ხდება. მოსახლეობას მოუწოდებენ, რომ უარი თქვან PCR მეთოდით დიაგნოსტირებაზე. „PCR ტესტების დროს ჩხირი ტვინის კედლამდე შეჰყავთ და საშინლად მტკივნეულის გარდა ,საშინლად სახიფათოა“. „ვირუსით დაინფიცირებული წკირი მიაქვთ ტვინის გარსთან, რათა გამოიწვიონ ენცეფალიტი, რომლის გამწვავებაც გამოიწვევს მენინგიტს“... (იხილეთ ბმული1; ბმული 2; ბმული 3).

COVID-19 ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციაა. მისი დიაგნოსტირება პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (პჯრ/PCR) მეთოდით ან/და სწრაფი ტესტით, SARS-COV-2-ის ანტიგენის ან ანტისხეულების განსაზღვრით არის შესაძლებელი.

ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტით, ზემო სასუნთქი გზებიდან აღებულ ნაცხში, SARS-COV-2-ის ანტიგენის განსაზღვრა ხდება. ანტისხეულების განმსაზღვრელი სწრაფი ტესტით სისხლში SARS-COV-2-ის საწინააღმდეგო ანტისხეულების გამოვლენა ხორციელდება. ორგანიზმში ანტისხეულები სიმპტომების გამოვლენიდან დაახლოებით 5 დღის შემდეგ ჩნდება, შესაბამისად, ინფექციის საწყის ფაზაში ანტისხეულების დადგენა არ ხდება.

დღესდღეობით COVID-19-ის ლაბორატორიული დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტად, სწორედ PCR მეთოდი მიიჩნევა . PCR/პჯრ (პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის) მეთოდით ცხვირ-ხახის ნაცხში SARS-COV-2-ის რნმ-ის განსაზღვრა ხდება. ტესტირებისათვის მასალა როგორც ზემო სასუნთქი გზებიდან, ისე ქვემო სასუნთქი გზებიდან უნდა შეგროვდეს. პჯრ მეთოდით დიაგნოსტირება მხოლოდ მაღალტექნოლოგიურ ლაბორატორიებშია შესაძლებელი.

აღსანიშნავია, რომ PCR მეთოდით ტესტირებისთვის სასუნთქი გზებიდან მასალის აღება COVID-19-ის შემთხვევაშიც იმავე პრინციპით ხდება, როგორც სხვა ვირუსების დიაგნოსტირებისთვის ხდება. მედიცინაში PCR მეთოდით (პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია) გენეტიკურ მასალის (დნმ და რნმ) კვლევაზე დამყარებული მრავალრიცხოვანი ინფექციების მაღალი სიზუსტით დიაგნოსტიკა ხორციელდება. ამ სადიაგნოზო რეაქციის აღმოჩენის იდეა ამერიკელ კ. მიულისს (1983) ეკუთვნის, რომელმაც ამისთვის ნობელის პრემია მიიღო.

ჩხირი, რომელიც გამოიყენება ზედა სასუნთქი გზებიდან მასალის ასაღებად სრულიად უსაფრთხოა და ის ტვინამდე ფიზიკურად ვერ აღწევს. მტკიცება, რომ PCR მეთოდით ტესტირებისთვის სასუნთქი გზებიდან საჭირო მასალის აღებისას, ტვინის დაზიანება ხდება ან/და რამე დაავადების გამომწვევია, ყოველგვარ მეცნიერულ არგუმენტაციას მოკლებულია და სიმართლეს არ შეესაბამება.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი