სოციალური ქსელის სხვადასხვა მომხმარებლის Facebook პოსტის მიხედვით, პანდემიის პერიოდში, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობის გაზვიადებისა და მოსახლეობაში პანიკის დათესვის მიზნით, მედია COVID - 19-ის არარსებულ ფატალურ შედეგებს თხზავდა. ამის დასამტკიცებლად, აღნიშნულ Facebook პოსტებში, ერთ-ერთი სურათია მოყვანილი, რომელიც, თითქოს, ამ

ვერაგსქემას ასახავს:

ფოტოზე პიროვნებაა გამოსახული, რომელიც ადამიანის ფორმის დიდი ზომის პოლიეთილენის ჩანთას ცალი ხელით გადააადგილებს. ყალბი ამბის მიხედვით, სწორედ ეს სურათია იმის მტკიცებულება, რომ COVID - 19-ის გამო ბევრი ადამიანი სულაც არ დაღუპულა და რეალურად, მოსახლეობა შეცდომაში შეყავთ.

აღსანიშნავია, რომ სოციალურ ქსელში მსგავსი დეზინფორმაცია ქართულის გარდა, სხვა ენებზეც გავრცელდა. მათ მიზანს საზოგადოების იმაში დარწმუნება წარმოადგენს, რომ პანდემია არ არსებობს (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3).

სურათის გადამოწმების შემდეგ ირკვევა, რომ, სინამდვილეში, Facebook პოსტების მიერ გამოყენებული ეს ფოტო ფლორიდაში გამართულ აქციაზე, ფოტოგრაფმა კრისტობალ ერერამ გადაიღო.

კრისტობალ ერერას ორიგინალი ფოტოს აღწერის მიხედვით, აქციის მონაწილეს, COVID - 19-ით გარდაცვლილთა სიმბოლურ დაკრძალვაზე, ხელში პოლიეთილენის ჩანთა უჭირავს. აღნიშნული საპროტესტო აქცია კი პანდემიის დროს გარდაცვლილების ხსოვნის საპატივსაცემოდ გაიმართა. პანდემის გამო შექმნილი კრიზისის კონტექსტში, აქციის მონაწილეებმა ფლორიდის გუბერნატორისა და აშშ-ის პრეზიდენტის პოლიტიკური გადაწყვეტილებები გააპროტესტეს.

ფრანს-პრესის მიხედვით, COVID – 19-ით გარდაცვლილთა სიმბოლური დაკრძალვები აშშ-ში არაერთ ადგილას, მათ შორის, ჯორჯიის შტატსა და ქვეყნის დედაქალაქშიც გაიმართა.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი