დეზინფორმაცია: გუბაზ სანიკიძე დავით გარეჯს საქართველოს ტერიტორიად არ მიიჩნევს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

ანალიზი:

Facebook- გვერდი “ამხილე” გუბაზ სანიკიძის ფოტოს შემდეგი წარწერით ავრცელებს: “დავით გარეჯი არაა საქართველო გავუფრთხილდეთ მეზობლობას აზერბაიჯანთან!!!”. ფოტოს თან ერთვის აღწერა: “გუბოზას მორიგი მხილება”




„ამხილეს“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. გუბაზ სანიკიძის მიერ გაკეთებული, მსგავსი შინაარსის შემცველი, განცხადება მედიისთვის მიცემულ არცერთ ინტერვიუში არ იძებნება.

აღსანიშნავია, რომ გვერდი “ამხილე”, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED-ის) სოციალური მედიის მონიტორინგის I შუალედურ ანგარიშის მიხედვით, ანონიმური დისკრედიტაციული გვერდების სიაშია შეყვანილი. ISFED-ის თანახმად, გვერდის „ამხილე“ სახელი, ოპოზიციის წინააღმდეგ წარმოებული ანონიმური დისკრედიტაციის მიზნით მოქმედი გვერდების სიაში ფიგურირებს. ამასთან ერთად, გვერდი „ფაქტ-მეტრის“ მიერ ანტისაოკუპაციო აქციებზე დეზინფორმაციის გავრცელებაშიც იყო შემჩნეული. 2019 წელს Facebook-მა თავისი პლატფორმიდან იგივე სახელწოდების, 2013 წელს შექმნილი გვერდი „ამხილე“ კოორდინირებული და არაავთენტური ქცევის გამო წაშალა. გვერდი სახელწოდებით „ამხილე“ კვლავ გამოჩნდა Facebook პლატფორმაზე. ის აქტიურად იყენებს Facebook-ზე პოსტების რეკლამირების ფუნქციას, რაშიც 4 აგვისტოდან 17 ოქტომბრის ჩათვლით 100$-მდე გადაიხადა.



აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის დეზინფორმაცია აქამდეც გავრცელდა. Facebook გვერდმა „ნაცია-ადამიანი“ გრიგოლ ვაშაძის შესახებ გაავრცელა ყალბი ამბავი, თითქოს ის დავით გარეჯს აზერბაიჯანის ტერიტორიად მიიჩნევს.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი