რეზიუმე: 2012-20 წლების პერიოდში ჩატარებულ საყოველთაო არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ 60 %-იან ნიშნულს, მხოლოდ ერთხელ, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს გადააბიჯა.

ანალიზი:

2020 წლის 30 ოქტომბერს პოლიტიკური ორგანიზაცია „ლელო საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა, მამუკა კაციტაძემ განაცხადა: „2012 წლის შემდეგ, ქართულ ოცნებას არცერთ არჩევნებზე 60%-იანი მხარდაჭერა არ დაფიქსირებია - 60%-იანი მხარდაჭერაზე საუბარი ძალიან მარტივი და პრიმიტიული წინასაარჩევნო ფანდია“.

„ფაქტ-მეტრი“ მამუკა კაციტაძის განცხადებით დაინტერესდა და 2012-20 წლებში ჩატარებული არჩევნების შედეგების მოკლე მიმოხილვას გთავაზობთ.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ 54.97 % მიიღო. 2013 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, გიორგი მარგველაშვილმა ხმების 62.12 % მიიღო.

2014 წლის თბილისის მერის არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, დავით ნარმანიამ პირველ ტურში ხმათა 46.09 %, ხოლო მეორე ტურში 72.47 %. ამავე წელს, საქართველოს 11 თვითმმართველ ქალაქში ქალაქის მერის არჩევნები ჩატარდა. „ქართულმა ოცნებამ“ 60 %-ზე მაღალი მაჩვენებელი, მხოლოდ ახალციხესა და ამბროლაურში მიიღო (იხ. ცხრილი 1).

ცხრილი 1: „ქართული ოცნების“ შედეგები 2014 წლის თვითმმართველი ქალაქების მერობის არჩევნების პირველ ტურში.

წყარო: ცენტრალური საარჩევნო კომისია

2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პროპორციული სისტემით „ქართულმა ოცნებამ“ 50.82 % მიიღო.

2016 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ ხმათა 48.68 % მოაგროვა. ამასთან, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში, 73 მაჟორიტარული ოლქიდან 50 ოლქში მეორე ტური გაიმართა, რაც გულისხმობს, რომ ამ ოლქებში, პირველ ტურში, მაჟორიტარობის ვერცერთმა კანდიდატმა 50% +1 ხმა ვერ აიღო.

2017 წელს თბილისის მერის არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, კახი კალაძემ, პირველ ტურში ხმების 51.09 %-ის მოგროვება შეძლო. თბილისის თვითმმართველობის არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ პროპორციული წესით ხმების 53.15 % მიიღო. საქართველოს მასშტაბით, თვითმმართველობის არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ პროპორციული წესით ხმათა 55.81 % მოაგროვა.

2018 წელის სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც „ქართული ოცნება“ მხარს უჭერდა, საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში 38.64 % მიიღო.

2019 წლის პარლამენტის შუალედურ არჩევნების პირველ ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, ვლადიმერ კახაძემ ხმების 41.01 % მოიპოვა.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მამუკა კაციტაძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე. აღსანიშნავია, რომ 2012-20 წლების პერიოდში, ჩატარებულ საყოველთაო არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ 60 %-იან ნიშნულს, მხოლოდ ერთხელ, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს გადააბიჯა.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი