Facebook-მომხმარებელმა მერაბ ლომიძემ, 23 ნოემბერს, საჯარო ჯგუფში „ლიდერები მიხეილ სააკაშვილთან ალიანსში / Leaders with Mikheil Saakashvili in“ ფოტო გააზიარა, სადაც, მომხმარებლის თანახმად, Imedinews-ის მიერ გამოქვეყნებული სტატიაა ასახული. გაზიარებული ფოტოს მიხედვით, ირაკლი კობახიძემ შემდეგი განცხადება გააკეთა: „პატრიარქს ერთი-ორი დღე დარჩა ამიტომ მისი აზრი არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენთვის პრიორიტეტული არ არის“.

Facebook-პოსტს ერთი დღის მანძილზე 126 გაზიარება და 280 კომენტარი აქვს.

პოსტში არსებული ინფორმაცია, თითქოს აღნიშნული ფრაზა ირაკლი კობახიძეს ეკუთვნის, ყალბია, აღნიშნული ფოტო კი წარმოადგენს ფოტო-მონტაჟს. როგორც Imedinews-ის საიტზე, ისე სხვა მედიაში, ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული, მსგავსი ინფორმაციის შემცველი განცხადება, არ იძებნება.

აქვე აღსანიშნავია, რომ წინა დღეების განმავლობაში Imedinews-ის საიტზე ირაკლი კობახიძის შესახებ რამდენიმე სტატია გამოქვეყნდა, თუმცა მათგან არცერთში ილია II ნახსენები არ იყო და არც რაიმე ინფორმაცია ირაკლი კობახიძის პატრიარქისადმი დამოკიდებულების შესახებ.

სავარაუდოა, რომ ყალბი ინფორმაციის გამავრცელებელმა, Imedinews-ის ის სტატია ფოტო-მონტაჟისთვის გამოიყენა, სადაც კობახიძე აქციების დაშლის დროს წყლის ჭავლის გამოყენებაზე საუბრობს, რადგან Imedinews-ის ამ კონკრეტულ სტატიაში და დეზინფორმაციის ავტორის პოსტში, ირაკლი კობახიძის იდენტური ფოტოებია მოცემული.

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5402 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი