ვიდეოში მოცემული ფაქტი 2: „დეზინფორმაციაა, რომ თითქოს ბათილი ბიულეტენების რაოდენობა ბევრია. სინამდვილეში, 2008 წლის შემდეგ, ბათილი ბიულეტენების რაოდენობა 3-დან 4 %-მდე მერყეობს“.

ვერდიქტი: მეტწილად მცდარი

ანალიზი

„ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ ვიდეოში აღნიშნულია: „დეზინფორმაციაა, რომ თითქოს ბათილი ბიულეტენების რაოდენობა ბევრია. სინამდვილეში, 2008 წლის შემდეგ, ბათილი ბიულეტენების რაოდენობა 3-დან 4 %-მდე მერყეობს“.

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით, პროპორციული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში 65 295 ბიულეტენი გაბათილდა, ხოლო მაჟორიტარული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში 81 963 ბიულეტენი. პროპორციულ ნაწილში ბათილი ბიულეტენების რაოდენობა, წინა წლებში ჩატარებული არჩევნების დროს არსებული ბათილი ბიულეტენების რაოდენობისგან, მნიშვნელოვნად არ განსხვავდება.

2020 წლის არჩევნების მაჟორიტარულ ნაწილში გაბათილებული ბიულეტენების რაოდენობა (81 963), 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს, 7 000-ით, ხოლო 2012 წლის მაჩვენებელს 14 000-ით აღემატება (იხ. ცხრილი 2). საყურადღებოა, რომ ვიდეორგოლში მაჟორიტარულ ნაწილში ბათილი ბიულეტენების, ყველაზე მაღალ მაჩვენებელთან დაკავშირებით, არანაირი ინფორმაცია არ მოხვედრილა. შესაბამისად, აღნიშული მტკიცება არის მეტწილად მცდარი, რადგან ვიდეორგოლში, მხოლოდ ის მონაცემებია წარმოდგენილი, რომელიც მათივე მტკიცებას ამყარებს.

ცხრილი 2: ბათილი ბიულეტენების რაოდენობა 2008-2020 წლებში ჩატარებული არჩევნების მიხედვით. [1]

წყარო: ცენტრალური საარჩევნო კომისია

აქ კიდევ ერთხელ შეიძლება იმ ფაქტის გამეორება, რომ მართებულია ერთი ტიპის - ამ შემთხვევაში - საპარლამენტო არჩევნებს შორის სხვადასხვა მონაცემის შედარება. ცხრილიდან ჩანს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირებული ბათილი ბიულეტენების რაოდენობა, რეალურ რიცხვებშიც და პროცენტული მაჩვენებლითაც, მანამდე ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების ანალოგიურ მაჩვენებლებს მკვეთრად აღემატება. მათ შორის 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებს - რომელსაც ხელისუფლების ცვლილება მოჰყვა და 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებს - რომელსაც მაშინდელი ოპოზიცია აპროტესტებდა და პარლამენტს ბოიკოტს უცხადებდა.

[1] ცხრილში ასახულია, მხოლოდ არჩევნების პირველი ტურების მონაცემები.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი