Isari.ge 2013 წელს შექმნილი ვებგვერდია, რომელიც მიზნად ანალიტიკური მასალების გავრცელებას ისახავს. ის გამოირჩევა პრორუსული სარედაქციო პოლიტიკითა და ანტიდასავლური მესიჯებით. isari.ge-ის მიხედვით, აღნიშნული პროექტის ხელმძღვანელი 1999-2004 წლებში საარჩევნო ბლოკ „საქართველოს აღორძინების“ პარტიული სიით საქართველოს პარლამენტის წევრი ჰამლეტ ჭიპაშვილია, ხოლო პროექტში ჩართული სხვა წევრები ობიექტივის წამყვანი და ცნობილი პრორუსი პროპაგანდისტი ვალერი კვარაცხელია, ირინა ჯორბენაძე და თამაზ ახალაძე არიან.

Isari.ge დაკავშირებულია პრორუსულ გაზეთ „საქართველო და მსოფლიოსთან“ და თავის საიტზე „საქართველო და მსოფლიოს“ სტატიებს ათავსებს. ასევე, ჰამლეტ ჭიპაშვილის კომენტარები ქვეყნდება და შუქდება „ობიექტივზე“, „ნიუსფრონტზე“, „საქინფორმზე“, „რეპორტიორზე“ და კიდევ ერთ ანტიდასავლურ გამოცემა „ივერიონზე“. გარდა აღნიშნული გამოცემებისა, damoukidebloba.com-ის ანგარიშის თანახმად, ჰამლეტ ჭიპაშვილი „სახალხო მოძრაობა ქართულ-რუსული დიალოგისა და თანამშრომლობისთვის“ (georus.org) გამგეობის წევრია. „სახალხო მოძრაობა ქართულ-რუსული დიალოგისა და თანამშრომლობისათვის“ წარმოადგენს პრორუსული „ევრაზიის ინსტიტუტის“ პროექტს, რომლის თავმჯდომარე გულბაათ რცხილაძე, ხოლო პროექტების მენეჯერი შოთა აფხაიძეა, რომლებიც „ნიუსფრონტის“ რედაქტორები იყვნენ და/ან არიან. ჰამლეტ ჭიპაშვილი აგრეთვე მონაწილეობდა პრორუსული ორგანიზაცია „ისტორიული მემკვიდრეობის“ (გამოსცემს პრორუსულ გაზეთს „საქართველო და მსოფლიო“; გამგეობის წევრი - ალექსანდრე ჭაჭია) ორგანიზებულ კონფერენციაში. Isari.ge-ის ვებგვერდზე ასევე ქვეყნდება ვიდეოები რუსული პროპაგანდისტული ტელეარხებიდან და რუსული [პროპაგანდისტული] პრესის დაიჯესტი, მაგალითად მასალები გამოცემებიდან - russian.rt.com, regnum.ru, TVC.ru, svpressa.ru, inosmi.ru, vz.ru, iran.ru, fondsk.ru, rosbalt.ru და ა.შ

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5420 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი