დეზინფორმაცია: გიორგი რურუა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განახლებულ სიაში პირველ ნომერს დაიკავებს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

Facebook-გვერდი „პოლიტ ამბები - Polit news” გიორგი რურუას შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებს. 13 მაისს, Facebook-გვერდის მიერ გამოქვეყნებული პოსტის თანახმად, გიორგი რურუამ, რომელმაც #8 პენიტენციური დაწესებულება რამდენიმე კვირის წინ დატოვა, ჟურნალისტებთან სატელეფონო საუბრისას დაადასტურა, რომ „ნაცმოძრაობის“ განახლებულ სიაში პირველ ნომერს დაიკავებს. 13 მაისს გამოქვეყნებულ პოსტს დღემდე 1000 რეაქცია, 348 კომენტარი და 34 გაზიარება აქვს. აღსანიშნავია, რომ პოსტი გვერდის მიერ დარეკლამებულია.

სინამდვილეში, გიორგი რურუას მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია. მისი აღნიშნული განცხადება ან პოზიცია არ გაჟღერებულა არც ერთი ჟურნალისტის მიერ და ამასთან ერთად, არ იძებნება არც ერთ მედიამაუწყებლობაში მიცემულ ინტერვიუში. აღნიშნული პოზიცია მას არ დაუფიქსირებია მის ოფიციალურ Facebook გვერდზეც. აქედან გამომდინარე, „პოლიტ ამბები - Polit news“ - ის მიერ გავრცელებული პოსტი, თითქოს რურუას განცხადებით, ის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განახლებულ სიაში პირველ ნომერს დაიკავებს, ყალბია.

რაც შეეხება დეზინფორმაციის გამავრცელებელ გვერდს, ის 2020 წლის 25 ოქტომბერს შეიქმნა და ზემოთ აღნიშნული, გვერდის მიერ დღემდე ატვირთული ერთადერთი პოსტია. გვერდი ასევე იყენებს დარეკლამების ფუნქციას, რომელშიც დღემდე 100$-მდე აქვს გადახდილი.

--------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი