სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც აცრის გაკეთებიდან რამდენიმე წუთში თელავის რეფერალურ კლინიკაში სტომატოლოგი ლელა ფილაშვილი გარდაიცვალა. „გუშინ აცრის შეყვანიდან რამდენიმე წუთში თელავის რეფერალურ კლინიკაში გარდაიცვალა სტომატოლოგი გოგონა ლელა ფილაშვილი“. რეალურად, აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ყალბი ამბავია. დეზინფორმაცია სხვადასხვა Facebook- ანგარიშისა და ჯგუფის მიერ გავრცელდა.

აღნიშნული ინფორმაციის გადასამოწმებლად,„ფაქტ-მეტრი“ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს (NCDC) დაუკავშირდა. მათი ინფორმაციით, 16 აგვისტოს მდგომარეობით, ლელა ფილაშვილი, არც გარდაცვალებულთა და არც აცრილთა ბაზაში, არ ფიქსირდება.

ამრიგად, ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ თელავის რეფერალურ კლინიკაში აცრიდან რამდენიმე წუთში სტომატოლოგი ლელა ფილაშვილი გარდაიცვალა, ყალბი ამბავია.

---------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5366 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი