2013

წლის 17 ოქტომბრის საპრეზიდენტო დებატებისას, პრეზიდენტობის კანდიდატმა, ზურაბ ხარატიშვილმა, განაცხადა: „მე და ჩემი გუნდი ამომრჩეველს ვთავაზობთ წარმოებაზე ორიენტირებულ ეკონომიკურ პოლიტიკას, რაც ნიშნავს, რომ სახელმწიფოს ძირითადი რესურსები მიმართულ იქნას წარმოების განვითარებასა და საგარეო ვაჭრობის დეფიციტის შემცირებაზე, რომელმაც ბოლო სამ წელიწადში ჯამურად 15 მლრდ. დოლარი შეადგინა“.

ფაქტ-მეტრი დაინტერესდა პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადებით და ის „საქსტატის“ მონაცემებზე დაყრდნობით გადაამოწმა.

იმპორტჩამნაცვლებელი პროდუქციის წარმოება და საექსპორტო დარგების წახალისება ქვეყანაში ნამდვილად მისასალმებელია, თუკი მისი წარმოებით მოგებული დარჩება როგორც მწარმოებელი, ასევე მომხმარებელი და მთლიანად ქვეყანა. ყოველ შემთხვევაში, ეკონომიკური თვალსაზრისით, იმპორტჩამნაცვლებელი პროდუქციის ფასი და ხარისხი მინიმუმ იმპორტირებული პროდუქციის ფასის და ხარისხის შესაბამისი უნდა იყოს, თუ უკეთესი არა.

უკანასკნელი სამი წლის იმპორტის, ექსპორტისა და წმინდა ექსპორტის [ = ექსპორტს - იმპორტი] რაოდენობები ქვემოთ მოყვანილ ცხრილშია ნაჩვენები. როდესაც წმინდა ექსპორტის მაჩვენებელი ნეგატიურია, მას

საგარეო ვაჭრობის დეფიციტს უწოდებენ, ხოლო პოზიტიურის შემთხვევაში კი - საგარეო ვაჭრობის პროფიციტს (Trade surplus).

xarat

ჯამურად, ბოლო სამი წლის საგარეო ვაჭრობის დეფიციტმა 15 მილიარდ აშშ დოლარამდე შეადგინა. თუმცა, ეს მხოლოდ მშრალი რიცხვებია. სავაჭრო დეფიციტი არის ნაკადური მაჩვენებელი [flow variable] (ისევე როგორც მშპ, ბიუჯეტის დეფიციტი და პროფიციტი, საქონლისა და მომსახურების ექსპორტი და იმპორტი) და არა კუმულატიური მაჩვენებელი [stock variable] (როგორიცაა, მაგალითად, სახელმწიფო ვალი). მართებულია, მისი განხილვა მოხდეს დროის დინამიკაში და არა წლების მიხედვით დაჯამდეს, ვინაიდან, ნაკადური მაჩვენებლის კუმულატიური დაჯამება, გარდა მშრალი რიცხვისა, არაფრის მომცემია. მაგალითად, მშპ რომ დავაჯამოთ უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში, მივიღებთ მშრალ რიცხვს, რომელიც არაფერს გვეუბნება მის ზრდასა და ზრდის ტემპებზე წლების განმავლობაში. ხოლო, დროთა დინამიკაში სავაჭრო დეფიციტის განხილვა კი დაგვეხმარება გამოვიკვლიოთ, რამდენად გაუმჯობესდა (შემცირდა) აღნიშნული მაჩვენებელი უკანასკნელი წლების განმავლობაში.

xarat1

რა თქმა უნდა, მისასალმებელია იმპორტირებული პროდუქციის ადგილობრივი პროდუქციით ჩანაცვლება და სავაჭრო დეფიციტის მინიმუმამდე დაყვანა. თუმცა, სახელმწიფოს როლი, თუ ის საბაზრო ეკონომიკაზეა ორიენტირებული, ამ პროცესში მინიმალურია. შესაბამისად, სწორედ ბაზარმა [მეწარმეებმა] უნდა შეძლოს ადგილობრივი წარმოების შექმნა და გაძლიერება.

 დასკვნა უკანასკნელი სამი წლის საგარეო სავაჭრო დეფიციტი ჯამურად მართლაც 15 მილიარდამდეა, მაგრამ ნაკადური მაჩვენებლის წლების მიხედვით დაჯამება, ეკონომიკური თვალსაზრისით, არ არის მართებული და გარდა მშრალი რიცხვისა, ეკონომიკური ანალიზისთვის, არაფრის მომცემია. შესაბამისად, ჩვენ ვასკვნით, რომ ზურაბ ხარატიშვილის განცხადება: „მე და ჩემი გუნდი ამომრჩეველს ვთავაზობთ წარმოებაზე ორიენტირებულ ეკონომიკურ პოლიტიკას, რაც ნიშნავს, რომ სახელმწიფოს ძირითადი რესურსები მიმართულ იქნას წარმოების განვითარებასა და საგარეო ვაჭრობის დეფიციტის შემცირებაზე, რომელმაც ბოლო სამ წელიწადში ჯამურად 15 მლრდ. დოლარი შეადგინა“, არის სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5402 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი