იტვირთება

მიმდინარე წლის 21 მარტს, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ვიქტორ დოლიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „წინა ხელისუფლებას მილიონ ნახევარი ადამიანი ჰყავდა დღეში 72 თეთრზე... 28 ლარს უხდიდნენ სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ ხალხს. არითმეტიკულად რომ გადავთვალოთ, ასე გამოდის“.

ფატ-მეტრი დაინტერესდა თუ რამდენი ადამიანი იმყოფებოდა სიღარიბის ზღვარს მიღმა და რა თანხას იღებდნენ ისინი. ჩვენ დეპუტატის განცხადება გადავამოწმეთ.

სოციალური დახმარების სახელმწიფო პროგრამა-საარსებო შემწეობა, საქართველოში 2005 წელს ამოქმედდა. ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება შემდეგი კრიტერიუმებით ხდება: ოჯახის შემოსავალი, ოჯახის ქონება და ოჯახის საჭიროებები. სოციალური დახმარების მისაღებად სოციალური მომსახურეობის სააგენტოში ოჯახმა შესაბამისი განცხადი უნდა გააკეთოს. ამის შემდეგ სოციალური აგენტი მიდის ოჯახში და აფასებს მის შემოსავალს და ქონებას, რომელსაც გარკვეულ სარეიტინგო ქულას ანიჭებს. ის ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა 57 000-ს არ აღემატება, სოციალური დახმარების პროგრამაში ერთვებიან და შესაბამის ფულად დახმარებას [საარსებო შემწეობას] იღებენ. 2013

წლის 1 ივლისამდე  სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის ყოველთვიური ფულადი შემწეობა ოჯახის პირველ წევრზე 30 ლარს (დღიურად 1 ლარი), ხოლო ყოველ მომდევნო წევრზე - 24 ლარს (დღიურად 80 თეთრი) შეადგენდა. 2013 წლის 1 ივლისიდან საარსებო შემწეობა გაორმაგდა, კერძოდ, ოჯახის პირველი წევრი დღეში 2 ლარს (თვეში 60 ლარი), ხოლო ყოველი მომდევნო 1 ლარს და 60 თეთრს (თვეში 48 ლარი) იღებს. როგორც ვხედავთ, დღეს სოციალურად დაუცველთა ფულადი დახმარება გაზრდილია, თუმცა მისი მოცულობა კვლავ მინიმალურია.

სოციალური მომსახურეობის სააგენტოს 2012 წლის ბოლო სტატისტიკური მონაცემებით

საარსებო შემწეობას 501,445 მოქალაქე (163,183 ოჯახი) იღებდა. ჩვენ ასევე წინა წლების სტატისტიკური მონაცემებიც მოვიძიეთ (იხ. ცხრილი). როგორც  ცხრილიდან ჩანს, ფულადი სოციალური დახმარების მიმღები მოქალაქეების  ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2012 წელს ფიქსირდება (501,445).

doll აქვე აღსანიშნავია, რომ 2013 წელს საარსებო შემწეობა, ფულადი სოციალური დახმარება  47,588 მოქალაქეს (12,576 ოჯახს) შეუწყდა. სოციალური მომსახურეობის სააგენტოს განმარტების  თანახმად, შემოსავლების სამსახურიდან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირების შესახებ მიღებული შესაბამისი ინფორმაციის საფუძველზე, სააგენტომ საარსებო შემწეობა შეუწყვიტა ან შეუჩერა მათ, ვისაც შემოსავალი დეკლარაციაში მითითებულზე მეტი ჰქონდათ. ამ საკითხის შესახებ ფაქტ-მეტრი ადრეც წერდა (იხ. სტატია).   დასკვნა 2013

წლის 1 ივლისამდე  სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლების ყოველთვიური ფულადი შემწეობა ოჯახის პირველ წევრზე 30 ლარს ანუ დღეში 1 ლარს, ხოლო ყოველ მომდევნო წევრზე 24 ლარს ანუ დღეში 80 თეთრს შეადგენდა. აღნიშნული რიცხვები მეტ-ნაკლებად თანხვედრაშია დეპუტატის განცხადებაში მითითებულ რიცხვთან (72 თეთრი). თუმცა ვიქტორ დოლიძე სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ მილიონ ნახევარ ადამიანზე საუბრობდა, რეალურად კი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ფულადი სოციალური დახმარების მიმღებთა მაქსიმალური რაოდენობა 501,445 იყო. როგორც ვხედავთ, დეპუტატის განცხადებაში მოყვანილი მოქალაქეების რაოდენობა 3-ჯერ აღემატება რეალურს.

ფაქტ-მეტრი ასკვნის, რომ ვიქტორ დოლიძის განცხადება: „წინა ხელისუფლებას მილიონ ნახევარი ადამიანი ჰყავდა დღეში 72 თეთრზე...“, არის მეტწილად მცდარი.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

3481 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
22%
ყალბი ამბავი
19%
მეტწილად სიმართლე
12%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი