CNFA-ს საქართველოში საქმიანობის 10 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ორგანიზაციის საქმიანობის ფარგლებში განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, 2008 წელს, რუსეთთან კონფლიქტის დაწყების შემდეგ, USAID-ის პროგრამის საშუალებით CNFA-მ საქართველოს მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია. "გარდა ამისა, ბაღების მოვლის ხელშეწყობის მიზნით, CNFA-მ, "ქართუ ბანკთან" ერთად, ელექტრონული ვაუჩერების საბარათე სისტემა დანერგა. აღნიშნული ბარათები გადაეცა 17 000-ზე მეტ ფერმერს, რომლებმაც მცენარეების მოვლის 5.8 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქტები შეიძინეს. საერთო ჯამში, CNFA-მ საქართველოში 8 პროექტის რეალიზაციას შეუწყო ხელი, USAID-ისა და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეშვეობით, ამერიკის მთავრობამ დახმარება 430-ზე მეტ სოფლის მეურნეობის საწარმოს გაუწია, შექმნა 3 500-ზე მეტი სამუშაო ადგილი და აამაღლა 140 000-ზე მეტი პირის კვალიფიკაცია. შედეგად, CNFA-ს მიერ დაფინანსებული სასოფლო-სამეურნეო საწარმოების გაყიდვებმა 51 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა".

ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადებით დაინტერესდა.

საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგის განვითარება მრავალი გამოწვევის წინაშე დგას. დარგში მთავარ გამოწვევას ახალი ტექნოლოგიების და პროფესიონალების სიმცირე წარმოადგენს, რის გამოც სოფლის მეურნეობის დარგში წარმოების პროდუქტიულობა დაბალია და ადგილობრივი წარმოების პროდუქცია ვერ ახერხებს კონკურენცია გაუწიოს იმპორტირებულს.

საქართველოს სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერა და მსოფლიო გამოცდილების გაზიარება. საერთაშორისო ორგანიზაცია Cultivating New Frontiers in Agriculture  (CNFA) 1985 წელს დაარსდა. თავისი მოღვაწეობის განმავლობაში ორგანიზაციას მსოფლიოს მასშტაბით 43 ქვეყანაში აქვს განხორციელებული პროექტები, რომელთა მიზანსაც აგროსექტორის განვითარება, პროდუქტიულობისა და კონკურენტუნარიანობის ზრდა წარმოადგენს. საქართველოში CNFA 2006 წლიდან მოღვაწეობს და სოფლის მეურნეობის დარგში 8 პროექტი აქვს განხორციელებული.

  • სოფლის მეურნეობის დარგში მექანიზაციასთან წვდომის ხელშეწყობის (Access to mechanization project -AMP) პროგრამა 2009-2012 წლებში განხორციელდა და მის მიზანს მცირე და საშუალო ფერმერებისთვის საჭირო ტექნიკასთან წვდომის გაუჯობესება წარმოადგენდა. პროგრამის ფარგლებში მოხდა რეგიონებში მექანიზაციის ცენტრების გახსნა და ტრენინგების ჩატარება. პროგრამის შედეგად 2 245-მა ფერმერმა ისარგებლა, გაიხსნა 21 მექანიზაციის სერვის  ცენტრი, რომელიც 29 412 ჰა სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწას გაუწია მომსახურება. პროექტის ფარგლებში შეიქმა 194 ახალი სამუშაო ადგილი.
  • აგრობიზნესის განვითარების ხელშეწყობა (Agrobusiness Development Activity - ADA): 4 წლიანი პროექტი, რომლის მიზანსაც სოფლის მეურნეობაში ინვესტიციების მოზიდვა, ადგილობრივი ფერმერებისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების გაცნობა და პროდუქციის ხარისხისა და კონკურენტუნარიანობის ამაღლება წარმოადგენდა. 20 მილიონი დოლარის ღირებულების პროექტი დაფინანსებული იყო ათასწლეულების გამოწვევის ფონდის მიერ. პროგრამის ფარგლებში გაიცა 283 გრანტი, ხოლო დაფინანსების მოცულობამ 16.25 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ამასთან, დამატებით კერძო სექტორიდან 22 მილიონი აშშ დოლარის დაფინანსება იქნა მობილიზებული. პროექტის ფარგლებში შექმნილი ახალი სამუშაო ადგილების რაოდენობამ 2613 ერთეული შეადგინა.
  • ეკონომიკური კეთილდღეობის ინიციატივა (Economic Prosperity Initiative - EPI): პროგრამის მიზანს აგროსექტორის დარგების (განსაკუთრებით თხილის, მანდარინის წარმოების, სასათბურე მეურნეობების) კონკურეტუნარიანობის ამაღლება და ძლიერი ღირებულებითი ჯაჭვის ჩამოყალიბება წარმოადგენდა. პროგრამის შედეგად მოხდა 46 ფერმერთა გაერთიანების ჩამოყალიბება, ტრენინგების მეშვეობით მოხდა 8 594 ფერმერის კვალიფიკაციის ამაღლება, ხოლო დარგში პროდუქტიულობა გაიზარდა 25-30%-ით. ამასთანავე, დარგში გაყიდვების მოცულობის ზრდის შედეგად მოხდა 17 მილიონი დოლარის მოცულობის შემოსავლის მიღება.
  • ფერმერი ფერმერისთვის (Farmer to Farmer-F2F): 5 წლიანი პროექტი, რომელიც განხორციელდა 2008-2013 წლებში. პროგრამის შედეგად ბენეფიციართა გაყიდვების მოცულობა 13.4 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა, ხოლო პროგრამის განმავლობაში 3 720 დამატებითი სამუშაო ადგილი შეიქმნა.
  • სოფლის მეურნეობის სექტორში რისკის შემცირების პროექტი (Georgia Agricultural Risk Reduction program - GARRP), რომლითაც დახმარება გაუწიეს ადგილობრივ ფერმერებს, მათ შორის კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ პირებს, საგაზაფხულო სამუშაოების და ასევე მებაღეობის განვითარების მიზნით. პროგრამის ფარგლებში დარიგდა ვაუჩერები სასუქის, თესლის და საჭირო იარაღების შესასყიდად. ვაუჩერები დაურიგდა დაახლოებით 10 000 ფერმერს, მათ შორის 2300 იძულებით გადაადგილებულ პირს. 17 100 მა ფერმერმა მიიღო ელექტრონული ვაუჩერი რომლითაც 5.8 მილიონი დოლარის ღირებულების პროდუქცია შეიძინა მიწის დასამუშავებელი სამუშაოების განსახორციელებლად. ამასთანავე 32 000 ფერმერს დაურიგდა ვაუჩერი 2350 ჰა ფართობზე მარცვლეულის მოსაყვანად. საბოლოო ჯამში პროგრამის ფარგლებშ 95 000ზე მეტმა ფერმერმა ისარგებლა.
  • თხილის წარმოების გაუმჯობესების პროგრამა (G-HIP): 5 წლიანი პროგრამა, რომელიც თხილის წარმოების ტექნოლოგიის დახვეწას, საექსპორტო ბაზრებზე კონკურენტუნარიანობის ზრდას ისახავს მიზნად.
  • სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის ზრდა (REAP): პროგრამის მიზანს საქართველოს რეგიონებში შემოსავლების და დასაქმების ზრდა წარმოადგენს, ინვესტიციების მოზიდვისა და ფერმერთათვის ტექნიკური დახმარების აღმოჩენით.
  • საქართველოს სამხრეთ რეგიონებში სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტი (RED): პროგრამა მოიცავს სამცხე ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებს და მის მიზანს რეგიონებში სოფლის მეურნეობის დარგში პროდუქტიულობისა და დასაქმების ზრდა წარმოადგენს, პროგრამის ბიუჯეტი 11.5 მილიონი აშშ დოლარით არის განსაზღვრული.

დასკვნა

სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით, საერთაშორისო ორგანიზაცია CNFA-მ საქართველოში 10 წლიანი საქმიანობის განმავლობაში სოფლის მეურნეობის დარგში 8 პროექტი განახორციელა, ამ ეტაპზე 4 პროექტი პროცესშია. აღნიშნული პროექტების შედეგად სოფლის მეურნეობის ცალკეულ დარგებში, ახალი ტექნოლოგიებისა და გამოცდილების დანერგვის შედეგად, მოხდა პროდუქტიულობის ზრდა, შეიქმნა 6 528 ახალი სამუშაო ადგილი, ხოლო პროექტის ბენეფიციარების გაყიდვების მოცულობა დამატებით 51.8 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა.

ამდენად, გიორგი კვირიკაშვილის განცხადება არის სიმართლე.
თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5366 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი