თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მერიის სამწლიანი მუშაობის შედეგები შეაჯამა. მან მისი გუნდის მიერ თბილისში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა და აქცენტი გზის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოებზეც გააკეთა. „2014 წლის აგვისტოდან 2017 წლის აგვისტომდე გზის სარეაბილიტაციო და მიმდინარე შეკეთების სამუშაოები ჩაუტარდა 4 მლნ-ზე მეტ მ2 ფართს. აქედან, კაპიტალურად შეკეთდა 2 მლნ მ2-მდე გზის საფარი, სულ 207 ქუჩა“, - განაცხადა

ქალაქის მერმა.

ფაქტ-მეტრმა ამ განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.

თბილისში გზების მშენებლობა-რეაბილიტაციას კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური და მუნიციპალიტეტის გამგეობები ახორციელებენ. აღნიშნულმა სამსახურმა და გამგეობებმა თბილისში 2014 (აგვისტოდან) - 2017 წლებში (აგვისტოს ჩათვლით) დაგებული გზების  სტატიტიკა მოგვაწოდეს.   ცხრილი 1: 2014-2017 წლებში თბილისში კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის და მუნიციპალიტეტის გამგეობების მიერ კაპიტალურად და ორმოულად შეკეთებული გზის ფართობი (მ2)
წელი კაპიტალური ორმოული გამგეობები ჯამი
2014 72 122 14 826 415 558 128 506
2015 802 365 127 538 838 792 1 768 695
2016 530 450 179 165 925 460 1 635 075
2017 166 879 100 994 529 605 797 478
სულ 1 571 816 422 523 2 709 415 4 703 754
წყარო: თბილისის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური და თბილისის მუნიციპალიტეტის გამგეობები  

აქვე გთავაზობთ 2014-2017 წლებში გზების მშენებლობა-აღდგენისთვის გამოყოფილი თანხის ოდენობას:

ცხრილი 2:

 თბილისში 2014-2017 წლებში გზების მშენებლობა-აღდგენისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი (ლარი)

წელი 2014 2015 2016 2017 (6 თვე)
გეგმა 34 367 000 45 360 000 43 539 600 18 202 200
ფაქტი 26 921 700 39 482 200 42 674 400 18 202 200
შესრულება 78.3% 87% 98% 100%
წყარო: თბილისის 2014-2017 წლის ბიუჯეტი

თბილისში გზების მშენებლობა-აღდგენის პროცესის სრული სურათის შესაქმნელად, ფაქტ-მეტრმა წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდის ოთხი წლის სტატისტიკაც გააანალიზა (კეთიმოწყობის საქალაქო სამსახურის და გამგეობების მონაცემებზე დაყრდნობით).

ცხრილი 3: თბილისში 2010-2013 წლებში რეაბილიტირებული გზის ფართობი (მ2)
წელი 2010 2011 2012 2013 ჯამი
კაპიტალური 429 815 598 358 846 178 966 147 2 840 498
ორმოული 240 400 278 233 121 599 101 133 741 365
სულ 661 215 876 591 967 777 1 067 280 3 581 863
წყარო: თბილისის 2010-2013 წლების ბიუჯეტები

ამავე წლებში გზების მშნებლობა-რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხები შემდეგია:

  ცხრილი 4:

 2010-2013 წლებში გზის მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხა (ლარებში)

წელი 2010 2011 2012 2013
გეგმა 94 441 800 38 311 500 67 173 000 42 480 700
ფაქტი 94 280 800 38 311 500 67 173 000 38 212 400
შესრულება 99.8% 100% 100% 89.9%

აქვე აღსანიშნავია, რომ 2010 წელს ვარაზის ხევიდან თამარაშვილის ქუჩამდე ჩქაროსნული ავტომაგისტრალი აშენდა.

დასკვნა თბილისში 2014-2017 (8 თვე) წლებში გზის კაპიტალური და ორმოული შეკეთება 4 703 754 მ2 ფართობის გზას ჩაუტარდა. აქედან, კაპიტალურად 1 571 816 მ2

ფართობის გზა შეკეთდა (კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით, გამგეობების მონაცემებში კაპიტალური და ორმოული შეკეთება ცალ-ცალკე გამოყოფილი არ არის), რაც 272 ქუჩას შეადგენს. ასევე აღსანიშნავია, რომ გზების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხა მზარდია, ასევე მზარდია გამოყოფილი თანხის ათვისებაც (78%-100%).

რაც შეეხება წინა წლების სტატისტიკას, როგორც აღმოჩდა, 2010-2013 წლებში სულ 3 581 863 მ2

ფართობის გზის მშენებლობა-რეაბილიტაცია განხორციელდა, რაც 1.3-ჯერ ნაკლებია ბოლო ოთხ წელიწადში დაგებულ გზასთან შედარებით.

ამდენად, დავით ნარმანიას განცხადება არის სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი