13

დეკემბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა გიგი წერეთელმა განაცხადა: „ბოლო წლის განმავლობაში, სხვადასხვა მონაცემებით რომ გავასაშუალოოთ, სადღაც 10%-მდე, ცოტა მეტით გაიზარდა ოჯახის საარსებო მინიმუმი“.

ფაქტ-მეტრმა გიგი წერეთელის განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.

საარსებო მინიმუმი არის შემოსავლების ის მინიმალური ოდენობა, რომელიც აუცილებელია არსებობისთვის. საარსებო მინიმუმის გაანგარიშება

მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით ხდება. სასურსათო კალათით განსაზღვრულია სიცოცხლისთვის აუცილებელი საკვებისა და კალორიების რაოდენობა.

საარსებო მინიმუმში სასურსათო ხარჯების წილი 70%-ია, არასასურსათო ხარჯების (ჯანდაცვა, განათლება, ტრანსპორტი, ტანსაცმელი, კომუნალური გადასახადების და სხვა) წილი კი 30%-ს შეადგენს. ექსპერტების ნაწილი დიდი ხანია საუბრობს, რომ საარსებო მინიმუმის გაანგარიშების მეთოდოლოგია გადასახედია და რეალურად საარსებო მინიმუმი გაცილებით მაღალია.

საარსებო მინიმუმის ზრდა მოსახლეობის დანახარჯების ზრდაზე მიუთითებს.

საარსებო მინიმუმის ყოველთვიურ მაჩვენებელს საქსტატი აქვეყნებს. ბოლო მონაცემებით, 2017

წლის ნოემბერში შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 175.7 ლარს, საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 155.7 ლარს, საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი 294.8 ლარს შეადგენს. 2016 წლის ნოემბერთან შედარებით, შრომისუნარიანი მამაკაცის, საშუალო მომხმარებლის და ოჯახის საარსებო მინიმუმი დაახლოებით 9%-ით არის გაზრდილი.

საარსებო მინიმუმი ყოველთვიურად იზრდება, გამონაკლისი იყო 2017 წლის ივლისი, როდესაც საარსებო მინიმუმის ოდენობა შემცირდა (იხ. ცხრილი 1).

ცხრილი 1:

საარსებო მინიმუმი (ლარი)

XI 2016 XII 2016 I  2017 II 2017 III 2017 IV 2017 V 2017 VI 2017 VII 2017 VIII 2017 IX 2017 X 2017 XI 2017
შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 161 162 166 168 170 171 173 174 167 167 169 174 176
საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 143 143 147 149 150 151 153 154 148 148 149 154 156
საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი 271 271 279 282 285 286 291 292 280 281 283 292 295

2017

წლის ნოემბრის მონაცემებით, ერთ წელიწადში ორსულიანი, სამსულიანი და ოთხსულიანი ოჯახების საარსებო მინიმუმი ასევე 9%-ით არის გაზრდილი, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ დაახლოებით 20-25 ლარით მეტი სჭირდებათ არსებობისთვის.

საარსებო მინიმუმის ზრდას ძირითადად ინფლაციის გაზრდილი დონე განაპირობებს. საქსტატის მონაცემებით, 2017 წელს სამომხმარებლო საქონელი და მომსახურება 6.7%-ით გაძვირდა, ხოლო 2016 წლის ნოემბერის შემდეგ 7.7%-ით არის გაძვირებული.

დასკვნა 2017

წლის ნოემბრის მონაცემებით, 2016 წლის ნოემბერთან შედარებით შრომისუნარიანი მამაკაცის, საშუალო მომხმარებლის და ოჯახის საარსებო მინიმუმი დაახლოებით 9%-ით არის გაზრდილი.

ერთი წლის განმავლობაში არსებობისთვის აუცილებელი მინიმალური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, ერთ ადამიანს ხარჯები დაახლოებით 13-15 ლარით, ხოლო ოჯახს საშუალოდ 20-25 ლარით გაეზარდა.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, გიგი წერეთელის განცხადება არის სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5398 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი