რეზიუმე: 2018 წელს, საერთო საატესტატო გამოცდებზე გასული 47 669 აპლიკანტიდან, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა (ერთ საგანში მაინც ჩაიჭრა) 11 674 მათგანმა, რაც საერთო რაოდენობის 24.5%-ია. 2017 წელს, ერთ საგანში მაინც ზღვარი ვერ გადალახა აპლიკანტთა დაახლოებით 27%-მა, განმეორებით გამოცდაზე კი, ხელმეორედ გასული აპლიკანტების 40%-მა ვერ შეძლო მინიმალური ზღვარის დაძლევა, რაც საერთო პოპულაციის 18 %-ია. 2016 წლის მონაცემებით კი, ერთ საგანში მაინც ჩაიჭრა მოსწავლეთა 25.3%. 2012 წლიდან მოყოლებული, თითქმის ყოველ წელს, საატესტატო გამოცდების შედეგები უარესდება - იზრდება მინიმალური კომპეტენციის ზღვარს მიღმა დარჩენილი აპლიკანტების რაოდენობა. 2014-2015 წლებში, 2013 წელთან შედარებით, მდგომარეობა გამოსწორდა, თუმცა ეს ტენდენცია, აშკარად, დროებითი იყო, რადგან 2016 წლიდან დღემდე, აღნიშნული მაჩვენებლები ისევ უარესდება. სულ უფრო მეტ მოსწავლეს უწევს ერთ საგანში მაინც განმეორებით გამოცდაზე გასვლა, რაც საქართველოს განათლების სისტემაში არსებული ხარვეზების აშკარა გამოვლინებაა.

ანალიზი

პარლამენტის წევრმა „ევროპული საქართველოდან“, სერგო რატიანმა, საერთო საატესტატო გამოცდებზე ისაუბრა და განაცხადა: „სკოლაში, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, მოსწავლეების დაახლოებით 25% ვერ იღებს ატესტატს“.

ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

2010 წელს საქართველოს მთავრობამ სკოლებში საერთო საატესტატო გამოცდების შემოღების გადაწყვეტილება მიიღო. ტესტირების შინაარსობრივი, ადმინისტრაციული თუ ტექნიკური (პროგრამული) მხარის მომზადება, შემდეგ კი განხორციელება, გამოცდების ეროვნულ ცენტრს დაევალა.გამოცდების ნაწილს სკოლის მოსწავლეები მეთერთმეტე კლასის ბოლოს, ნაწილს კი, მეთორმეტე კლასის დასრულების შემდეგ აბარებენ. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2018 წელს სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე რეგისტრაცია გაიარა 49 248 აპლიკანტმა, აქედან, გამოცდაზე გავიდა 47 669 აპლიკანტი, რომელთაგან 11 674-მა ვერ დაძლია მინიმალური ზღვარი და დარჩა მის მიღმა. პროცენტული მაჩვენებლით, 2018 წელს, საერთო საატესტატო გამოცდები ვერ ჩააბარა აპლიკანტთა 24.5%-მა.

ცხრილი 1: 2018 წლის საერთო საატესტატო გამოცდის შედეგები

2018 წელი

რეგისტრაცია გავლილი აპლიკანტების რაოდენობა

გამოცდებზე გასული აპლიკანტების რაოდენობა

წარმატებით დაძლია გამოცდები

ვერ დაძლია გამოცდები

ვერ დაძლია გამოცდები

%

მაჩვენებელი

49 248

47 619

35 995

11 674

24.5%

წყარო: შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრი

რაც შეეხება გასულ წლებს, 2017 წელს რეგისტრირებული 48 434 აპლიკანტიდან, გამოცდაზე გავიდა 47 063 აპლიკანტი, გამოსაშვები გამოცდები ვერ დაძლია 12 803-მა მათგანმა, რაც საერთო რაოდენობის დაახლოებით 27%-ია. ერთ საგანში მაინც, განმეორებით გამოცდაზე გავიდა 13 941 აპლიკანტი, მათგან განმეორებითი გამოცდა გადალახა 5 562 აპლიკანტმა. განმეორებითი გამოცდის შემდეგ, ზღვარს მიღმა დარჩა ხელმეორედ გამოცდაზე გასული აპლიკანტების 40 %, რაც მთლიანი პოპულაციის დაახლოებით 18 %-ია. 2016 წელს საგამოცდო ზღვარს მიღმა დარჩა აპლიკანტთა 25.3%, ხოლო 2015 წლის იგივე მაჩვენებელი 14.8%-ია.

ცხრილი 2: 2011-2017 წლებში, რეგისტრირებული, გამოცდებზე გასული და საგამოცდო ზღვარს მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

წელი

2011

2012

2013

2014

2015

2016

2017

რეგისტრირებული მოსწავლეები

46 490

41 483

41 947

38 140

44 482

47 084

48 434

გამოცდაში მონაწილეობდა

41 482

40 545

37 945

37 189

43 525

45 688

47 063

ზღვარი ვერ გადალახა

5 978

4 727

7 941

5 235

6 446

11 577

12 803

%

14.4%

11.7%

20.9%

14%

14.8%

25. 3%

27%

წყარო: შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრი

გრაფიკი 1: 2011-2018 წლებში, საატესტატო გამოცდებში, მინიმალური კომპეტენციის ზღვარს მიღმა დარჩენილი აპლიკანტების პროცენტული მაჩვენებელი38301031_2416705911702720_8118372312752848896_n

წყარო: შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრი

როგორც მოცემული ცხრილიდან და შესაბამისი გრაფიკიდან ჩანს, 2012 წლიდან მოყოლებული, თითქმის ყოველ წელს, საატესტატო გამოცდების შედეგები უარესდება - იზრდება მინიმალური კომპეტენციის ზღვარს მიღმა დარჩენილი აპლიკანტების რაოდენობა. 2014-2015 წლებში, 2013 წელთან შედარებით, მდგომარეობა გამოსწორდა, თუმცა ეს ტენდენცია, აშკარად, დროებითი იყო, რადგან 2016 წლიდან-დღემდე, აღნიშნული მაჩვენებლები ისევ უარესდება. სულ უფრო მეტ მოსწავლეს უწევს ერთ საგანში მაინც განმეორებით გამოცდაზე გასვლა, რაც საქართველოს განათლების სისტემაში არსებული ხარვეზების აშკარა გამოვლინებაა.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი