• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
რამდენი ადამიანია დასაქმებული საჯარო სექტორში და როგორ იცვლება მათი რიცხვი ბოლო წლებში

რამდენი ადამიანია დასაქმებული საჯარო სექტორში და როგორ იცვლება მათი რიცხვი ბოლო წლებში

ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, თუ რა ვითარებაა საჯარო სექტორში დასაქმების მიმართულებით ბოლო ათწლეულის განმავლობაში

21/12/2018
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

2017 წლის მონაცემებით, საქართველოში სულ დასაქმებულია 1 706.6 ათასი პირი. აქედან, დაქირავებით დასაქმებული 824.2 ათასი პირია, რაც დასაქმებულთა 48.3%-ია, ხოლო დანარჩენი 51.7% თვითდასაქმებულია. რაც შეეხება დასაქმებულთა წილს საჯარო (სახელმწიფოს მიერ დაქირავებული მუშახელი)[1]და კერძო სექტორებში (კერძო კომპანიების მიერ დაქირავებული მუშახელი)[2], 2017 წლის მონაცემებით, საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 283.8 ათას ადამიანს შეადგენს, რაც მთლიანი დასაქმების 16.6%-ია. აღსანიშნავია, რომ საბაზრო ეკონომიკის პირობებში, სამუშაო ადგილები კერძო სექტორში უნდა იქმნებოდეს და არა საჯარო სექტორში. შესაბამისად, მთლიან დასაქმებაში რაც უფრო მაღალია კერძო სექტორის წილი და ნაკლებია საჯარო სექტორის, უკეთესია.

ფაქტ-მეტრი ასევე დაინტერესდა, თუ რა ვითარებაა დასაქმების მიმართულებით ბოლო ათწლეულის განმავლობაში. თავდაპირველად, განვიხილოთ საჯარო სექტორში დასაქმებულთა წილი დაქირავებით დასაქმებულებში – 2007 წელს საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა დაქირავებით დასაქმებულების ნახევარზე მეტი იყო, მაგრამ 2017 წლის მდგომარეობით, ეს მაჩვენებელი 34.4% -მდეა შემცირებული[3]. მიუხედავდ იმისა, რომ გასული ათი წლის მანძილზე საჯარო სექტორის წილი დაქირავებით დასაქმებაში არსებითად შემცირდა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მთავრობის ზომიდან გამომდინარე, ეს მაჩვენებელი მაინც საკმაოდ მაღალია.

გრაფიკი 1: დაქირავებით დასაქმებაში საჯარო სექტორის წილი (%)

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

ბოლო 10 წლის მანძილზე საჯარო სექტორში ყველაზე ნაკლები დასაქმებული 2013 წელს იყო. ამ წელს, წინა წელთან შედარებით, დასაქმებულთა რაოდენობა 12.2%-ით შემცირდა და 252.1 ათასი ადამიანი შეადგინა. თუმცა, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ 2013 წლის შემცირების შემდეგ, საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა ისევ იზრდება და უკვე 2017 წელს ამ სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 2012 წელს არსებულ მაჩვენებელს მხოლოდ 3.2 ათასით ჩამორჩება.

გრაფიკი 2: საჯარო სექტორის დასაქმების მაჩვენებლები (%, ათასი კაცი)

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

გრაფიკი 3: საჯარო სექტორის დასაქმების წილი სხვადასხვა მაჩვენებლებში (%)

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

საინტერესოა საქართველოს საჯარო სექტორის დასაქმების მაჩვენებლებსა სხვა ქვეყნების მონაცემებს შორის შედარება, რათა დავინახოთ სხვა ქვეყნებთან შედარებით, რა რაოდენობის ადამიანური რესურსია გამოყენებული საჯარო საქონელის და მომსახურების მისაწოდებლად. მთლიან დასაქმებაში საჯარო სექტორის წილით სკანდინავიის ქვეყნები გამოირჩევიან, სადაც ეს მაჩვენებელი 30%-ს აღწევს, ხოლო ყველაზე დაბალი კი იაპონიაშია, სადაც 2015 წელს საჯარო სექტორის წილი5.9%. OECD-ის წევრ ქვეყნებში მთლიან დასაქმებაში საჯარო სექტორი წილი საშუალოდ 18.1%-ია[4].

გრაფიკი 4: OECD-ს წევრ ქვეყნებში საჯარო სექტორის დასაქმების წილი მთლიან დასაქმებაში (2015 წელი, %)


წყარო: The Organisation for Economic Co-operation and Development

საქართველოში საჯარო სექტორში დასაქმების მაჩვენებელი, საჯარო სერვისებისა და მთავრობის მასშტაბებიდან გამომდინარე, საკმაოდ მაღალია. მთავრობის მთლიანი ხარჯები მშპ-ს 29.6%-ია, ამ ხარჯების გაწევისთვის დასაქმებულთა რაოდენობა კი, მთლიანი დასაქმების 16.6%-ია. მაგალითად, იაპონიასა და კორეაში მთავრობის მთლიანი ხარჯები საშუალოდ 35%-ია, ხოლო საჯარო სექტორის დასაქმების წილი მთლიან დასაქმებაში – 5.9% და 7.6%. ასევე, პორტუგალიაში საჯარო სერვისის წარმოება/მიწოდებისთვის მთავრობის მთლიანი ხარჯები მშპ-ს 45.8%-ია, რომლის წარმოება/მიწოდებაში დასაქმებულთა რაოდენობა მთლიანი დასაქმების 15.2%-ს შეადგენს. OECD-ის ქვეყნებში საჯარო სექტორში დასაქმებულთა საშუალო მაჩვენებელს ქვემოთ არსებულ 17 ქვეყნის მთლიანი მთავრობის ხარჯები მშპ-სთან მიმართებაში საშუალოდ 40-45% მერყეობს, ხოლო ამ ხარჯების გაწევისთვის დასაქმებულთა რაოდენობა მთლიანი დასაქმების საშუალოდ 13.5%-ია. ამრიგად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში მთლიანი მთავრობის ფუნქციების განხორციელებაში უფრო მეტი ადამიანური რესურსია გამოყენებული, ვიდრე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. უნდა ითქვას, რომ არსებული მდგომარეობის გამოსწორება ელექტრონული მმართველობის (E-government) გაუმჯობესებითაა შესაძლებელი, როდესაც სახელმწიფო სერვისებით მიწოდება ციფრული ტექნოლოგიების მეშვეობით ხდება. ეს ერთი მხრივ, ზრდის სერვისებზე ხელმისაწვდომობას და მის ხარისხს, ხოლო მეორე მხრივ, ამცირებს საჯარო სერვისების წარმოება/მიწოდებისთვის საჭირო ადამიანურ და ფინანსურ რესურსებს.

[1]  სახელმწიფო, ა/რ და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, მათ მიერ დაფინანსებულ ან/და დაფუძნებულ/კონტროლს დაქვემდებარებულ ორგანიზაციებში და სახელმწიფო/მუნიციპალურ საწარმოებში დასაქმებული პირები

[2]  ის დასაქმებული პირები, რომლებიც საჯარო სექტორში არ მუშაობენ (თვითდასაქმებულების ჩათვლით)

[3]  საქსტატის მიერ ინსტიტუციური სექტორების მიხედვით დასაქმებულთა სტატისტიკის წარმოება დაიწყო 2007 წლიდან

[4]  მსოფლიოს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია, რომლის წევრი 36 სახელმწიფოა (საქართველო არ არის წევრი)

ეგნატე შამუგია
ეგნატე შამუგია

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა