ფაქტ-მეტრმა გადაწყვიტა, შეისწავლოს, რა ოდენობის თანხა იხარჯება აჭარის მუნიციპალიტეტების ადგილობრივი ბიუჯეტებიდან ა(ა)იპ-ების დაფინანსებისთვის. პირველ ეტაპზე მკითხველს გავაცნობთ კვლევას შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შექმნილი ა(ა)იპ-ების დაფინანსების შესახებ.

შუახევის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან ა(ა)იპ-ების ასიგნებების ჯამური რაოდენობა 2 791 100 ლარია, რაც შარშანდელ მაჩვენებელს 220 978 ლარით აღემატება. აღნიშნული თანხა შვიდ არასამეწარმეო (არაკომერციულ) პირზე გადანაწილდება.

ცხრილი 1: ა(ა)იპ-ების დაფინანსება (ლარი) და ადმინისტრაციული ხარჯის წილი შუახევის 2018 და 2019 წლების ბიუჯეტების მიხედვით

ა(ა)იპ

2018 წელი

2019 წელი

შრომის ანაზღაურება

საქონელი და მომსახურება

მთლიანი დაფინანსება

ადმინისტრაციული ხარჯის წილი

შრომის ანაზღაურება

საქონელი და მომსახურება

მთლიანი დაფინანსება

ადმინისტრაციული ხარჯის წილი

შუახევის ბაგა-ბაღების გაერთიანება

677 149

325 553

1 011 040

99,18%

791 400

403 000

1 194 400

100%

შუახევის სასპორტო სკოლა

144 690

33 070

178 000

99,87%

160 800

15 200

188 300

93,47%

შუახევის კულტურის ცენტრი

497 455

72 202

576 212

98,86%

557 100

25 300

585 000

99,56%

შუახევის სახელოვნებო სკოლა

70 840

7 770

78 850

99,70%

75 660

4 740

80 700

99,63%

შუახევის კომუნალური სამსახური

224 520

128 160

357 300

98,71%

231 720

132 380

364 300

99,95%

შუახევის სოციალური სერვისების ცენტრი

26 100

251 773

278 720

99,70%

30 600

259 320

290 700

99,73%

შუახევის ფეხბურთისა და რაგბის განვითარების სკოლა

79 560

10 440

90 000

100%

79 560

8 140

87 700

100%

წყარო: შუახევის მუნიციპალიტეტის მერია

ცხრილიდან ჩანს, რომ ადგილობრივი ბიუჯეტიდან ა(ა)იპ-ებისთვის განკუთვნილი თანხა, შარშანდელთან შედარებით, გაზრდილია როგორც შრომის ანაზღაურების, ისე საქონელი და მომსახურების მიმართულებით.

გრაფიკი 1: შუახევის მუნიციპალიტეტის 2018 და 2019 წლების ასიგნებები, შრომის ანაზღაურებისა და საქონელი და მომსახურების გათვალისწინებით

წყარო: შუახევის მუნიციპალიტეტის მერია

აღსანიშნავია, რომ ა(ა)იპ-ების დაფინანსების 99%-ზე მეტი ადმინისტრაციულ ხარჯზე მოდის. ინფორმაციისთვის, ადმინისტრაციული ხარჯი შრომის ანაზღაურებასა და საქონელსა და მომსახურებას მოიცავს. ეს უკანასკნელი კი გულისხმობს შტატგარეშე მომუშავეთა ხელფასებსა და სამივლინებო ხარჯებს, ასევე სატელეფონო, ინტერნეტმომსახურების, საოფისე ტექნიკისა და საკანცელარიო ნივთების შეძენის, ოფისის რემონტისა და კომუნალური გადასახადების ხარჯს.

შუახევის ა(ა)იპ-ებში შტატით გათვალისწინებული მომუშავეების რიცხოვნობა როგორც წინა, ისე მიმდინარე წელს უცვლელია და 422 ადამიანს შეადგენს. რაც შეეხება შტატგარეშე დასაქმებულების რაოდენობას, ეს ინფორმაცია მხოლოდ რამდენიმე ორგანიზაციამ მიუთითა. ირკვევა, რომ ა(ა)იპ „შუახევის ბაგა-ბაღების გაერთიანებაში“ 15 შტატგარეშე მუშაობს, რომელთა შრომის ანაზღაურებისთვის წელს 51 600 ლარია გათვალისწინებული. ეს თანხა შარშანდელ მაჩვენებელს 21 600 ლარით აღემატება. ა(ა)იპ „შუახევის ბაგა-ბაღების გაერთიანების“ მთლიანი სუბსიდია 1 194 400 ლარია. ეს თანხა უკლებლივ ადმინისტრაციულ ხარჯზე მიდის. მთლიანი სუბსიდიის 70.6% შტატიანი და შტატგარეშე დასაქმებულების ანაზღაურებას მოხმარდება. რაც შეეხება დანარჩენ თანხას, რომელიც „საქონელსა და მომსახურებას“ მიეკუთვნება, გადანაწილებულია მივლინების, საოფისე ტექნიკის, კომუნალური, საკანცელარიო, გათბობის, ტრანსპორტის მოვლა-შენახვის, კავშირგაბმულობის ხარჯებზე. მხოლოდ 3 000 ლარია გათვალისწინებული კადრების გადამზადება-სტაჟირებისა და კვალიფიკაციის ამაღლებისთვის. შარშან ამ მიზნისთვის 840 ლარი იყო განსაზღვრული.

უცნობია ა(ა)იპ „შუახევის კომუნალური სამსახურის“ შტატგარეშე მომუშავეთა რიცხოვნობა, თუმცა მათი ანაზღაურებისთვის დაგეგმილი თანხის ოდენობა არ შეცვლილა და 34 000 ლარს შეადგენს.

არ ვიცით არც ა(ა)იპ „შუახევის სოციალური სერვისების ცენტრში“ შტატგარეშე დასაქმებულთა რაოდენობა, თუმცა საინტერესო ფაქტი ფიქსირდება - მათი ანაზღაურებისთვის გათვალისწინებული თანხის მოცულობა 166 800 ლარს შეადგენს, რაც 136 200 ლარით მეტია, ვიდრე შტატით გათვალისწინებული მომუშავეების შრომის ანაზღაურებისთვის განსაზღვრული თანხის ოდენობა. ეს ნიშნავს, რომ აღნიშნული ორგანიზაციის მთლიანი სუბსიდიის 67.9% მხოლოდ შტატითა და შტატგარეშე დასაქმებულთა ხელფასებს მოხმარდება. მკითხველისთვის რომ უფრო ნათელი იყოს „საქონელი და მომსახურების“ არსი, საკითხს ა(ა)იპ „შუახევის კომუნალური სამსახურის“ მაგალითზე განვიხილავთ.

ცხრილი 2: ა(ა)იპ „შუახევის კომუნალური სამსახურის“ სუბსიდია 2018-2019 წლების მიხედვით

დასახელება

2018

2019

საქონელი და მომსახურება

128 160

132 380

შტატგარეშეთა ანაზღაურება

34 000

34 000

მივლინებები

1 500

1 500

საკანცელარიო საქონელი

1 000

1 000

საოფისე ინვენტარის შეძენა და დამონტაჟება

30 360

25 420

კატრიჯების შეძენა და დატუმბვა

300

300

სანიტარულ-ჰიგიენური საგნები და მასალები

2 000

2 500

შიდა საქალაქო და საქალაქთაშორისო კავშირები

1 000

1 000

ელექტროენერგია

2 000

2 300

გათბობა

1 500

1 200

ტრანსპორტისთვის საწვავი/საპოხი მასალების შეძენა

19 114

20 160

ტრანსპორტის მიმდინარე რემონტის ხარჯი

6 800

9 000

სათადარიგო ნაწილების შეძენა

7 500

9 000

რბილი ინვენტარის, უნიფორმის შეძენისა და პირადი ჰიგიენის ხარჯები

-

5 000

სხვა დანარჩენი საქონელი და მომსახურება

21 086

20 000

წყარო: შუახევის მუნიციპალიტეტის მერია

2018 წელს, ადმინისტრაციული ხარჯის გარდა, კიდევ 4 620 ლარი გათვალისწინებულია „სხვა ხარჯისთვის“. 2019 წელს ეს მაჩვენებელი მხოლოდ 800 ლარს შეადგენს. სამაგიეროდ, ახალი დანიშნულებისთვის - რბილი ინვენტარის, უნიფორმის შეძენისა და პირადი ჰიგიენის ხარჯები - 5 000 ლარი ემატება.

შუახევის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის შესახებ საკრებულოს დადგენილებაში აღნიშნულია, რომ მომსახურების ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას წარმოადგენს მოსახლეობის ხარისხიანი სასმელი წყლით უზრუნველყოფა, ხოლო გაუთვალისწინებელი შემთხვევების აღმოფხვრისთვის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს ა(ა)იპ „შუახევის კომუნალური სამსახური“, სადაც 58 ადამიანია დასაქმებული, ხოლო 243 კმ სიგრძის 39 სარწყავი არხის მოვლა-პატრონობას 53 დასაქმებული ახორციელებს. აღნიშნული სამსახური ასევე უზრუნველყოფს დაგვა-დასუფთავებას, გარე განათების მოვლა-პატრონობასა და დაბა შუახევისა და ხიჭაურის გამწვანებას. ამ ღონისძიებებისთვის აუცილებელი ინვენტარისა და ხელსაწყოების შეძენა, რემონტი, ასევე გამწვანების სამუშაოების შესყიდვისთვის საჭირო თანხა „საქონლისა და მომსახურების“ მუხლში გათვალისწინებული არ არის.

შუახევის 2019 წლის ბიუჯეტის ასიგნებები 11 088 124 ლარია, შარშანდელთან შედარებით, 661 876 ლარით მეტ. თუ ა(ა)იპ-ების დაფინანსებას მთლიან ასიგნებებთან მიმართებით ვიანგარიშებთ, წელს ეს პარამეტრი 25.2%-ს შეადგენს, რაც 2018 წლის მაჩვენებელს 3.3 პროცენტული პუნქტით აღემატება.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი