• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ხანძრის ირგვლივ გავრცელებული დეზინფორმაციის ტალღა და ყალბი ამბები

პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ხანძრის ირგვლივ გავრცელებული დეზინფორმაციის ტალღა და ყალბი ამბები

სტატიაში მოყვანილი ფაქტები მოძიებული და გადამოწმებულია “FactcheckEU Initiative”-ისა და მისი პარტნიორების მიერ.

17/04/2019
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

ისევე, როგორც ყველა გახმაურებულ სიახლეს, ნოტრ-დამის ტრაგიკულ ხანძარსაც, რომელმაც პარიზის კათედრალის სახურავი გაანადგურა, დეზინფორმაციის დიდი ტალღა მოჰყვა. მათ შორის, ყალბი ამბები იმასთან დაკავშირებით, რომ ხანძარი განზრახ იყო გაჩენილი, კავშირი ჰქონდა ტერორისტულ აქტთან ან ვანდალურ ქმედებასთან. ქვემოთ მოყვანილია ის ფაქტები, რომელთა შესახებაც უნდა იცოდეთ.

1. არ არსებობს იმის დამამტკიცებელი საბუთი, რომ ხანძარი „განზრახ“ გაჩნდა ან „ტერორისტული აქტი“ იყო

ესპანური ფაქტების გადამამოწმებელი ორგანიზაციის, “Maldito Bulo”-ს გადამოწმებული ინფორმაციის თანახმად, „ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით დადგენილი არ არის“. ვინაიდან კათედრალს სარესტავრაციო სამუშაოები უტარდებოდა, პარიზის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო „ხანძრით გამოწვეული უნებლიე განადგურების“ მიმართულებით. დღეს, გამომძიებლები ყველაზე მაღალ ალბათურად, შემთხვევით გაჩენილ ხანძარს მიიჩნევენ.

"Time”-ის მიმომხილველ კრისტოფერ ჰეილის ტვიტმა, „ცეცხლის წაკიდების“ თეორიას კიდევ უფრო ფართოდ გავრცელების საშუალება მისცა. მან „ტვიტერში“ შემდეგი ცნობა გაავრცელა: „ჩემმა იეზუიტმა მეგობარმა, რომელიც ნოტრ-დამში მუშაობს, მითხრა, რომ როგორც კათედრალის თანამშრომლებმა უთხრეს, ცეცხლი განზრახაა გაჩენილი“. თუმცა, ამის შემდეგ გავრცელებულ ტვიტშიაღნიშნა, „რომ თანამშრომლის ნათქვამის დამადასტურებელ რაიმე მტკიცებულებას ის არ ფლობს. შესაბამისად, ეს დაუმტკიცებელ ჭორად უნდა მოვიაზროთ“.

ზემოთ აღნიშნული უარყოფა დაბრკოლება არ ყოფილა კონსპირაციულ ვებგვერდ “InfoWars”-ისათვის. მედიასაშუალებამ მხოლოდ ჰეილის პირველ ტვიტზე (რომელიც ამჟამად წაშლილია) დაყრდნობით გამოაქვეყნა სტატია.

გარდა ამისა, მრავლად ვრცელდება დეზინფორმაცია იმის შესახებაც, რომ ხანძარი ტერორისტული თავდასხმის შედეგია. ესპანეთში ასეთი უსაფუძვლო მტკიცება გაავრცელა ვებგვერდმა “Alerta Digital”.

2. ხანძრის გაჩენის დღეს ნოტრ-დამის სიახლოვეს გაზის ბალონები არ აღმოუჩენიათ

Maldito Bulo-ს გადამოწმებული ინფორმაცია: სოციალური მედიის ბევრი მომხმარებელი ავრცელებს “Telegraph”-ის სტატიას, სათაურით - „პარიზის ნოტრ-დამის კათედრალთან ამოუცნობ მანქანაში აღმოჩენილი გაზის ბალონები და არაბული დოკუმენტები ტერორიზმის შიშს აღვივებს“. აღნიშნული სტატია 2016 წელსაა დაწერილი და მომხდართან არანაირი კავშირი არ აქვს. “Telegraph”-მა სტატიას წინ შენიშვნა წაუმძღვარა, სადაც გარკვევით არის ნათქვამი, რომ ამბავი 2016 წელსაა დაწერილი და 2019 წლის 15 აპრილს ნოტრ-დამში გაჩენილ ხანძართან საერთო არაფერი აქვს.

3. ხანძრის გაჩენის ადგილზე არავინ არ მდგარა. იქ ღვთისმშობლის ქანდაკება იყო

“AFP Factuel”-ის გადამოწმებული ინფორმაცია - ფრანგულ სოციალურ მედიაში გავრცელდა კონსპირაციული თეორია, თითქოს იქ ვიღაც იდგა, რომელსაც თან ერთვის სურათი. ფოტოზე ცეცხლთან ახლოს მდგომი სილუეტი ჩანს. როგორც მოცემულ ბმულზე ჩანს, აღნიშნული სილუეტი ღვთისმშობლის ქანდაკებაა (“la Vierge du trumeau du portail du Cloitre”) და არა ადამიანი.

4. ფოტოსურათი, რომელიც ეიფელის კოშკს ცეცხლის ალში გახვეული ნოტრ-დამის ფონზე ასახავს, ნამდვილია

“Checknews“-ის გადამოწმებული ამბავი - „ფეისბუკ“ გვერდმა „A.G. Photographie” გაავრცელა სურათი, სადაც ერთ სიბრტყეზე ჩანს ეიფელის კოშკი და ცეცხლის ალში გახვეული ნოტრ-დამის კათედრალი. ფოტო ათასობით ადამიანმა გააზიარა იმ მტკიცებით, რომ აღნიშნული ფაბრიკაციას წარმოადგენდა. “Checknews”-ის თანახმად, რომელმაც ფოტოს ავტორთან ინტერვიუც გამოაქვეყნა, ეს ყოველივე სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან განსხვავება ხედვასა და პერსპექტივაშია. სურათი შორიდან, ტელე ფოტო ლინზით არის გადაღებული.

5. ეს ნოტრ-დამის დაწვის მეორე შემთხვევა არ არის

“20 Minutes“-ის გადამოწმებული ამბავი - სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გავრცელდა ფოტო, რომელიც ირწმუნება, რომ კათედრალი 1914 წელს, პირველი მსოფლიო ომის დროს დაიბომბა. სინამდვილეში, გავრცელებულ სურათებზე რეიმსის კათედრალის ხანძარია ასახული.

6. არ არსებობს რაიმე მტკიცებულება იმის შესახებ, რომელიც ადგენს, რომ ნოტრ-დამის კათედრალში გაჩენილ ხანძარს რაიმე საერთო აქვს ვანდალიზმთან დაკავშირებულ ადრინდელ ფაქტებთან

სოციალურ მედიასა და სხვადასხვა მედიასაშუალებებთან მიცემულ ინტერვიუებში, ბევრი, ნოტრ-დამის ხანძარს ეკლესიების წინააღმდეგ ჩადენილ ვანდალურ ქმედებებთან აკავშირებდა. 17 მარტს Saint-Sulpice-ის ეკლესიას ცეცხლი მართლაც წაუკიდეს, თუმცა მოტივი და დამნაშავე ჯერ კიდევ უცნობია. გარდა ამისა, იანვარში ხანძარი გაუჩნდა გრენობლის ეკლესიასაც. აღნიშნულ საქმესთან მიმართებით გამოძიება კვლავ მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ ანარქისტული დაჯგუფება მომხდარზე პასუხისმგებლობას იღებდა, გრენობლის პროკურორის თქმით, 95%-ია იმის შანსი, რომ ხანძარი შემთხვევით გაჩენილიყო. საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, ქვეყნაში, ეკლესიების წინააღმდეგ დღეში საშუალოდ ვანდალიზმის ორი ფაქტი ფიქსირდება, რომელიც სატანურ, ნეო-ნაცისტურ, ანარქისტულ და ისლამურ გრაფიტისაც მოიცავს.

გაკეთდა რიგი უსაფუძვლო განცხადებები, რომლებიც ზემოთ მოყვანილ ვანდლაურ ქმედებებსა და ნოტრ-დამის ხანძარს ერთმანეთს უკავშირებენ. მაგალითად, მსგავსი განცხადება Fox News-თან გააკეთა ქ. ნუი-სოღ-სენის (Neuilly-sur-Seine) საბჭოს წევრმა, კონტროვერსიალისტმა ადგილობრივმა პოლიტიკოსმა, ფილიპ კერსენმა.

7. ნოტრ-დამის კოშკზე ყვითელჟილეტიანი პიროვნება არ მდგარა

“Checknews”-ის გადამოწმებული ამბავი - ვრცელდება ვიდეოკადრები, სადაც ჩანს ნოტრ-დამის კათედრალის ერთ-ერთ კოშკურაზე მოსიარულე მამაკაცი, რომელიც ზოგი ცნობის თანახმად „ყვითელ ჟილეტიანია“, ზოგის მიხედვით კი - მუსლიმი. სინამდვილეში, აღნიშნული პიროვნება მეხანძრე აღმოჩნდა (კადრში 42-ე წუთიდან ჩანს), რომელიც თავის მოვალეობას ასრულებდა.

გარდა ზემოთ მოყვანილი უცხოური მაგალითებისა, მსგავსი შინაარსის დეზინფორმაცია სოციალურ ქსელში ქართული ანგარიშებიდანაც ვრცელდება. მაგალითად, „ფეისბუკის“ მრავალმა ქართველმა მომხმარებელმა გააზიარა “Telegraph“-ის 2016 წლის სტატია ნოტრ-დამის სიახლოვეს გაზის ბალონებითა და არაბული დოკუმენტებით დატვირთული ავტომობილის პოვნის შესახებ და 2019 წლის 15 აპრილს მომხდარი ნოტრ-დამის ხანძარი ავტომატურად ტერორისტულ აქტს დაუკავშირეს. გარდა ამისა, ქართველი მომხმარებლები აქტიურად აზიარებენ 1914 წელს რეიმსის კათედრალის ხანძრის ამსახველ სურათს მტკიცებით, რომ ისტორია მეორდება და პირველ მსოფლიო ომში დამწვარ ნოტრ-დამს ცეცხლი ხელახლა გაუჩნდა. ასევე, ქართველ მომხმარებლებში ფართო გაზიარება ჰპოვა იმ შინაარსის სტატიებმაც, რომლებიც „Time“-ის ზემოთ მოყვანილი მიმომხილველის, კრისტოფერ ჰეილის ტვიტზე (რომელიც მოგვიანებით წაშალა) დაყრდნობით უსაფუძვლოდ ირწმუნებიან, რომ ხანძარი განზრახ გაჩენილია.

მარიამ ქვათაძე
მარიამ ქვათაძე

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა