რეზიუმე: ქვეყანაში სიღარიბის დონის შეფასებისათვის არაერთი მეთოდოლოგია არსებობს. დასახელებული მონაცემიდან ირკვევა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს მიღმა მყოფ პირთა ოდენობას გულისხმობს. ამ მონაცემს საქსტატი ითვლის. უახლესი პერიოდის ცნობილი მაჩვენებელი არა 2018, არამედ 2017 წელს შეესაბამება. 2017 წლის მდგომარეობით, საქართველოში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს მიღმა მოსახლეობის 21.9% ანუ 816 ათასი ადამიანი ცხოვრობდა. 1.9$-ზე ნაკლები დღიური მოხმარების ზღვარს[1] მიღმა კი 186 ათასი ადამიანი (5%) იმყოფება.

ირაკლი კობახიძის მიერ დასახელებული მაჩვენებლების შესაბამისად, ორი ალტერნატიული სცენარით სიღარიბის აღმოფხვრის პერიოდად არსებული ეკონომიკური ზრდის ტემპის (ბოლო ორი წლის საშუალო - 4.75%) შენარჩუნების პირობებში 2030 წელი, 7%-იანი ზრდის შემთხვევაში კი 2026 წელი გამოდის. მოსახლეობის რაოდენობის ცვლილების მოსალოდნელი ტენდენციის გათვალისწინებით, ორივე სცენარის შემთხვევაში მსყიდველობითი უნარის პარიტეტით გაანგარიშებული მშპ ერთ სულზე[2] 18 ათასი საერთაშორისო დოლარის ფარგლებში იქნება.

უახლოეს წარსულში 18 ათასი საერთაშორისო დოლარის მიდამოებში[3] ერთ სულზე დაანგარიშებული მშპ-ს მქონე ევროპულ ქვეყნებში 1.9$-იანი მოხმარების ზღვარს მიღმა მცხოვრებ პირთა ოდენობა ძირითადად 0.8%-1.3%-ის ინტერვალშია. გამონაკლისია რუმინეთი, სადაც სიღარიბის დონე ძირითად ჯგუფთან შედარებით, მაღალია და საშუალოდ 6.2%-ს შეადგენს, თავის მხრივ, თურქეთში ანალოგიური მაჩვენებელი მხოლოდ 0.4%-ია. ცალკეულ ქვეყნებში სიღარიბის დონეზე, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა ეკონომიკურ მაჩვენებელზე, სპეციფიკური ფაქტორები მოქმედებს. შესაბამისად, ერთ ქვეყანაში მონაცემებს შორის არსებული კორელაცია, სხვა ქვეყნებშიც იდენტური შესაძლებელია არ იყოს. ზოგადი სურათიდან გამომდინარე მოსალოდნელია, რომ დასახელებული სცენარით მოვლენათა განვითარების პირობებში, განცხადებაში მითითებულ ვადებში სიღარიბის სრულად აღმოფხვრა საქართველოში შესაძლებელი არ იქნება, მაგრამ ვითარება არსებითად გაუმჯობესდება.

ზემოაღნიშნულის მიუხედავად, განცხადების სპეციფიკურობიდან გამომდინარე, რადგან მსჯელობაში გამოყენებულია არაერთი დაშვება და მომავლის პროგნოზს ეხება, ფაქტ-მეტრი ირაკლი კობახიძის განცახდებას უვერდიქტოდ ტოვებს.

ანალიზი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, განაცხადა, რომ გასული წლის მონაცემებით, საქართველოში სიღარიბის ზღვარს მიღმა 800 ათასი ადამიანი ცხოვრობს. მისი განმარტებით, სიღარიბის სრულად აღმოფხვრას ეკონომიკის ზრდის არსებული ტემპით 10-12 წელი, 7%-იანი ზრდის პირობებში კი 7-8 წელი დასჭირდება.

ცალკეულ ქვეყანაში სიღარიბის დონის შეფასების არაერთი განსხვავებული მეთოდოლოგია არსებობს. დასახელებული მონაცემიდან ირკვევა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს მიღმა მყოფ მოქალაქეთა ოდენობას გულისხმობს. აღნიშნულ მონაცემს საქსტატი ითვლის, მეთოდოლოგია კი ეფუძნება მსოფლიო ბანკის მიერ შემუშავებულ „საბაზისო მოთხოვნილებების მეთოდს“. საბაზისო მოთხოვნილებების მეთოდი ითვალისწინებს სიღარიბის ზღვრის განსაზღვრას შინამეურნეობების შემოსავლებისა და ხარჯების კვლევის მონაცემების საფუძველზე. სიღარიბის ზღვრის გაანგარიშება ეფუძნება შრომისუნარიანი მამაკაცისთვის რეკომენდებული კალორიების მინიმალური რაოდენობის ღირებულებას. უახლესი პერიოდის ცნობილი მაჩვენებელი 2017 წელს შეესაბამება. 2017 წლის მდგომარეობით, საქართველოში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს მიღმა მოსახლეობის 21.9% ანუ 816 ათასი ადამიანი ცხოვრობდა.

გრაფიკი 1: სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის ოდენობის ცვლილების ტენდენცია

წყარო: საქსტატი; მსოფლიო ბანკი

სიღარიბის შემფასებელ მონაცემებზე/რიცხობრივ მაჩვენებელზე გავლენას შესაძლებელია ახდენდეს როგორც ქვეყნის სოციალური პოლიტიკა (შეღავათები, დახმარებები, სხვა სოციალური ტრანსფერები) ასევე ეკონომიკური განვითარების ტემპი. თუმცა, სიღარიბის ბუნებრივი შემცირების ერთადერთი გზა ეკონომიკური განვითარებაა. შესაბამისად, სწორია მიდგომა, რომ სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს მიღმა მყოფი მოქალაქეების ოდენობის შემცირება ეკონომიკურ ზრდას დაუკავშირდეს, თუმცა სიღარიბის სრულად აღმოფხვრა (ზღვარს მიღმა მყოფ პირთა ოდენობის „განულება“) უტოპიური მიზანია.

დასახელებული მაჩვენებლების შესაბამისად, ორი ალტერნატიული სცენარით სიღარიბის აღმოფხვრის პერიოდად არსებული ზრდის (ბოლო ორი წლის საშუალო) პირობებში 2030 წელი, 7%-იანი ზრდის შემთხვევაში კი, 2026 წელი შეიძლება მივიჩნიოთ. ეკონომიკური მონაცემების მოსალოდნელი საორიენტაციო მონაცემები ორივე სცენარისათვის ცხრილი 1-შია ასახული.

ცხრილი 1: მშპ-ს ცვლილება განსხვავებული სცენარის შემთხვევაში (2011 წლის საერთაშორისო დოლარი)

2018

2020

2025

2026

2027

2028

2029

2030

ზრდის სცენარი - 4.75%

მშპ პპპ (მლრდ)

37.89

41.57

52.43

54.92

57.53

60.26

63.13

66.12

პპპ მშპ სულზე

10 159

11 200

14 176

14 850

15 555

16 294

17 068

17 956

ზრდის სცენარი - 7%

მშპ პპპ (მლრდ)

38.70

44.31

62.15

66.50

71.15

76.13

81.46

87.17

პპპ მშპ სულზე

10 377

11 938

16 804

17 980

19 238

20 585

22 026

23 670

წყარო: მსოფლიო ბანკი; გაერო; ავტორის გაანგარიშებები

2017 წლის მდგომარეობით, მსყიდველობითი უნარის პარიტეტით გაანგარიშებული მთლიანი შიდა პროდუქტი (2011 წლის საერთაშორისო დოლარში) საქართველოში 36.2 მლრდ საერთაშორისო დოლარს შეადგენს. 4.5%-იანი ზრდის სცენარით 2030 წელს აღნიშნული მაჩვენებელი საორიენტაციოდ 66.12 მლრდ, 7%-იანი ზრდის სცენარით 2026 წელს კი 66.5 მლრდ საერთაშორისო დოლარს მიაღწევს.

მოსახლეობის ოდენობის ცვლილების მოსალოდნელი ტენდენციის გათვალისწინებით, მოცემული პირობებით ორივე შემთხვევაში მსყიდველობითი უნარის პარიტეტით გაანგარიშებული რეალური მშპ ერთ სულზე 17 956-17 980 საერთაშორისო დოლარს გაუტოლდება. ცხრილი 2 ასახავს სიღარიბის მაჩვენებლებს იმ ევროპული ქვეყნებისათვის, რომლებსაც ერთ სულზე მშპ მოცემული ოდენობის მიდამოებში უფიქსირდებოდათ უახლოეს წარსულში. სიღარიბის საზომად აღებულია 1.9$ დღიური მოხმარების ზღვარს მიღმა მყოფ პირთა ოდენობა, რათა უზრუნველყოფილ იქნას შესადარისობა განსხვავებულ ქვეყნების მაჩვენებლებს შორის.

ცხრილი 2: შესადარისი ქვეყნების სიღარიბის მაჩვენებლები 2010-2016 წლებისათვის

ქვეყანა

სიდიდე

2010

2011

2012

2013

2014

2015

2016

საშუალო

ბულგარეთი

ზღვარი 1.90$

2.0%

2.2%

2.0%

1.7%

1.5%

-

-

1.9%

პშპ პპპ (2011)

15 283

15 676

15 772

15 939

16 324

16 999

17 793

16 255

ხორვატია

ზღვარი 1.90$

1.2%

0.7%

0.7%

0.7%

1.0%

0.7%

-

0.8%

პშპ პპპ (2011)

20 183

20 758

20 343

20 299

20 364

21 026

21 922

20 699

ესტონეთი

ზღვარი 1.90$

0.7%

1.0%

0.7%

1.0%

0.7%

0.5%

-

0.8%

პშპ პპპ (2011)

22 741

24 543

25 692

26 283

27 114

27 550

28 110

26 005

საბერძნეთი

ზღვარი 1.90$

1.0%

1.2%

1.5%

1.0%

1.5%

1.5%

-

1.3%

პშპ პპპ (2011)

28 726

26 141

24 364

23 746

24 082

24 170

24 212

25 063

უნგრეთი

ზღვარი 1.90$

0.0%

0.0%

20.0%

20.0%

70.0%

50.0%

-

26.7%

პშპ პპპ (2011)

22 404

22 841

22 582

23 119

24 161

25 034

25 664

23 687

ლატვია

ზღვარი 1.90$

1.7%

1.0%

1.0%

1.2%

0.7%

0.7%

-

1.1%

პშპ პპპ (2011)

18 252

19 773

20 828

21 564

22 172

23 019

23 743

21 336

ლიეტუვა

ზღვარი 1.90$

1.5%

0.7%

1.0%

0.7%

1.2%

0.7%

-

1.0%

პშპ პპპ (2011)

21 071

22 854

24 049

25 144

26 258

27 046

28 034

24 922

რუმინეთი

ზღვარი 1.90$

4.5%

5.7%

6.7%

7.2%

7.5%

5.7%

-

6.2%

პშპ პპპ (2011)

17 469

17 908

18 361

19 077

19 802

20 666

21 782

19 295

თურქეთი

ზღვარი 1.90$

0.8%

0.3%

0.3%

0.3%

0.3%

0.3%

0.2%

0.4%

პშპ პპპ (2011)

17 959

19 661

20 282

21 651

22 402

23 388

23 756

21 300

წყარო: მსოფლიო ბანკი

როგორც ცხრილიდან ჩანს, უახლოეს წარსულში 18 ათასი საერთაშორისო დოლარის მიდამოებში ერთ სულზე დაანგარიშებული მშპ-ს მქონე ევროპულ ქვეყნებში 1.9$-იანი მოხმარების ზღვარს მიღმა მცხოვრებ პირთა ოდენობა ძირითადად 0.8%-1.3%-ის ინტერვალშია[4]. გამონაკლისია რუმინეთი, სადაც სიღარიბის დონე ძირითად ჯგუფთან შედარებით, მაღალია და საშუალოდ 6.2%-ს შეადგენს, თავის მხრივ, თურქეთში ანალოგიური მაჩვენებელი მხოლოდ 0.4%-ია. ცალკეულ ქვეყნებში სიღარიბის დონეზე, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა ეკონომიკურ მაჩვენებელზე, სპეციფიკური ფაქტორები მოქმედებს. შესაბამისად, ერთ ქვეყანაში მონაცემებს შორის არსებული კორელაცია, სხვა ქვეყნებშიც იდენტური შესაძლებელია არ იყოს. ზოგადი სურათიდან გამომდინარე მოსალოდნელია, რომ დასახელებული სცენარით მოვლენათა განვითარების პირობებში, განცხადებაში მითითებულ ვადებში სიღარიბის სრულად აღმოფხვრა საქართველოში შესაძლებელი არ იქნება, თუმცა ვითარება არსებითად გაუმჯობესდება.



[1] სიღარიბის დონის შეფასების ალტერნატიული მეთოდი გამოყენებული მსოფლიო ბანკის მიერ, გაიანგარიშება 2011 წლის საერთაშორისო დოლარში

[2] პპპ მთლიანი შიდა პროდუქტი 2011 წლის საერთაშორისო დოლარში. პპპ მშპ-ს გაანგარიშების მეთოდოლოგია ითვალისწინებს ქვეყნებს შორის ვალუტის მსყიდველუნარიანობაში არსებულ განსხვავებას

[3] 18 000 – 26 000 ათასი საერთაშორისო დოლარის ინტერვალში

[4] შედარებით დაბალი ერთ სულზე მშპ-ს მქონე ბულგარეთის შემთხვევაში 1.9%

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი