რეზიუმე: ცალკეული წლების მიხედვით, 2013 წლიდან დღემდე, სომხეთი ეკონომიკური ზრდით საქართველოს 3-ჯერ - 2015 (0.3 პუნქტით), 2017 (2.7 პუნქტით) და 2018 (0.5 პუნქტით) წლებში - უსწრებდა. ასევე 3 შემთხვევა იყო, როცა ზრდა უფრო მაღალ ნიშნულზე დაფიქსირდა საქართველოში, ვიდრე სომხეთში - 2013 (0.1% პუნქტით), 2014 (1 პუნქტით) და 2016 (2.6 პუნქტით) წლებში. თუმცა, ჯამში, 2012 წელთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 25.7%-ით გაიზარდა, ხოლო სომხეთის შემთხვევაში ზრდა, ოდნავ ნაკლები, 25.1%-ია. შესაბამისად, მეტად სწორი იქნებოდა აღგვენიშნა, რომ საქართველო და სომხეთი მეტნაკლებად თანაბარი ტემპებით ვითარდებიან ეკონომიკურად ან საქართველოს უმნიშვნელოდ უკეთესი შედეგი აქვს. ცალკეულ წლებზე მითითება და ამით იმის მტკიცება, რომ მოცემულ კომპონენტში სომხეთს უკეთესი შედეგი აქვს, ზუსტი არ არის.

2013-2018 წლებში საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპი მხოლოდ გასულ ორ წელს იყო 5%-თან ახლოს, როცა ეს მაჩვენებელი 4.8% და 4.7%-ს შეადგენდა, აქედან გამომდინარე მართებულია მითითება, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში ეკონომიკურ ზრდას განვითარებადი ქვეყნისთვის ისედაც დაბალი 5%-იანი ზღვრისთვის არ მიუღწევია. ბოლო წლებში სომხეთში მშპ-ს ზრდა 7.5% და 5.2%-ს შეადგენდა. თუმცა, აქვე აღსანიშნავია, რომ 2016 წელს სომხეთის ეკონომიკა პრაქტიკულად არ გაზრდილა (0.2%), რამაც მომდევნო წლებში შედარებით მაღალი ზრდისათვის მეტად ხელსაყრელი საწყისი პირობები ჩამოაყალიბა.

ანალიზი

საკომიტეტო მოსმენისას, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ, ეკონომიკურ ზრდაზე ისაუბრა, სადაც საქართველოს მაჩვენებელი სომხეთს შეადარა. მისი თქმით, „2018 წელს სომხეთში მშპ გაიზარდა 5.2%-ით, საქართველოში - 4.7%-ით. 2017 წელს სომხეთში გაიზრდა 7.5%-ით, საქართველოში - 4.8%-ით. 2016 წელს სომხეთში გაიზარდა 0.2%-ით, საქართველოში - 2.8%-ით. 2013 წელს სომხეთში გაიზარდა 3.5%-ით, საქართველოში - 3.4%-ით. 2015 წელს სომხეთში 3%-ით, საქართველოში 2.9%-ით. ორად ორი შემთხვევა იყო საქართველოში მშპ-ს ზრდა სომხეთისაზე მეტი. საქართველოში 6 წლის განმავლობაში არ ყოფილა შემთხვევა, რომ მშპ-ს ზრდა მისულიყო 5%-მდე“.

ცალკეული წლების მიხედვით, 2013 წლიდან დღემდე სომხეთი, ეკონომიკური ზრდით, საქართველოს 3-ჯერ - 2015 (0.3 პუნქტით), 2017 (2.7 პუნქტით) და 2018 (0.5 პუნქტით) წლებში - უსწრებდა, ასევე 3 პერიოდის განმავლობაში იყო ზრდა უფრო მაღალი საქართველოში ვიდრე სომხეთში - 2013 (0.1 პუნქტით), 2014 (1 პუნქტით) და 2016 (2.6 პუნქტით) წლებში. როგორც ცხრილი 1 -დან ჩანს, ბოლო 6 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპს 5%-იანი ზღვრისთვის არ გადაუჭარბებია. აქვე აღსანიშნავია, რომ განვითარებადი ქვეყნისთვის 5%-იანი ეკონომიკური ზრდაც საკმარისად დაბალ ნიშნულს წარმოადგენს, შესაბამისად, მითითება ეკონომიკური ზრდის არასაკმარისად მაღალ ტემპზე სამართლიანია. 2013-2018 წლებში ეკონომიკური ყველაზე მაღალი 2017 წელს 4.8% იყო, ხოლო ეს მაჩვენებელი გასულ წელს 4.7%-ს შეადგენდა. ამავე წლებში, სომხეთში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები 7.5% და 5.2% იყო. 2016 წელს საქართველოში ეკონომიკური ზრდა 2.8%-ს შეადგენდა, ხოლო სომხეთში ამავე წელს ზრდის მაჩვენებელი მხოლოდ 0.2% იყო. 2015 წელს, პირიქით, საქართველოში ზრდის მაჩვენებელი სომხეთში არსებულზე ნაკლებია. 2015 წელს საქართველოს ეკონომიკა 2.9%-ით გაიზარდა, სომხეთის კი - 3.2%-ით. 2013-2014 წლებში, მსგავსად 2016 წლისა, საქართველოს ეკონომიკის ზრდის მაჩვენებლები სომხეთისას აღემატებოდა. კონკრეტულად, 2014 წელს საქართველოში ზრდა 4.6% იყო, სომხეთში კი - 3.6%, 2013 წელს კი საქართველოში 3.4% და სომხეთში 3.3%. ამრიგად, 6 წლის მანძილზე საქართველოს ეკონომიკური ზრდის ყოველწლიური ზრდის მაჩვენებელი სომხეთში არსებულ იმავე მაჩვენებელს 3 პერიოდის განმავლობაში აღემატებოდა და არა 2-ჯერ.

ცხრილი 1: ეკონომიკური ზრდა (%)

დასახელება

2003

2004

2005

2006

2007

2008

2009

2010

2011

2012

2013

2014

2015

2016

2017

2018

საქართველო

11.2

5.8

9.6

9.4

12.6

2.4

-3.7

6.2

7.2

6.4

3.4

4.6

2.9

2.8

4.8

4.7

სომხეთი

14.0

10.5

13.9

13.2

13.7

6.9

-14.2

2.2

4.7

7.2

3.3

3.6

3.2

0.2

7.5

5.2

(EMDEs)

6.8

8.3

7.1

8.1

7.7

4.4

-6.0

5.2

6.6

3.7

4.0

2.2

0.6

1.5

4.1

3.1

წყარო: GeoStat; ArmStat; IMF; World Bank

აღსანიშნავია, რომ რომან გოცირიძე 6-წლიან პერიოდში საქართველოს ეკონომიკურ ზრდას სომხეთის ამავე მაჩვენებელს ადარებს, თუმცა ამ მიზნით ცალკეული წლების მაჩვენებლებს იყენებს. ჯამში რომელი ეკონომიკა გაიზარდა უფრო სწრაფად (რაც უნდა იყოს მთავარი ინტერესის საგანი) ყურადღების მიღმაა დარჩენილი. ამ მხრივ, 2013-2018 წლებში საქართველოს ეკონომიკა სომხეთის ეკონომიკაზე უფრო მეტად, 25.7%-ით გაიზარდა, რაც სომხეთის შემთხვევაში 25.1%-ია. ასევე, 6-წლიან პერიოდში, მშპ-ს ყოველწლიური ზრდის საშუალო ტემპი საქართველოში 3.9%-ია, ხოლო სომხეთში - 3.8%. შესაბამისად, ბოლო 6 წლის მანძილზე საქართველოს ეკონომიკა უფრო სწრაფად გაიზარდა, ვიდრე სომხეთის. თუმცა, აქვე აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი არსებითად არ აღემატება სომხეთისას. ამავდროულად სომხეთის შემთხვევაში ზრდის ტემპის გადახრა საშუალოდან მაღალია როგორც ნაკლებობის ასევე მეტობის თვალსაზრისით, საქართველოს შემთხვევაში კი ზრდა შედარებით სტაბილურია და ნაკლები რყევებით ხასიათდება.

ერთი მხრივ, ორივე ქვეყნას მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობა აქვთ. 2013-2018 წლებში საქართველის მთლიან ექსპორტში, ყოველწიურად სომხეთს საშუალოდ 8.7% უჭირავს, ხოლო ამავე პერიოდში საქართველოს მთლიან იმპორტში, სომხეთიდან იმპორტი კი - საშუალოდ 2.9%. ამდენად, სომხეთი საქართველოს ერთ-ერთი ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანაა და შესაბამისად, სომხეთში არსებულ მაკროეკონომიკურ გარემოს საქართველოს მშპ-ს ზრდაზე პირდაპირ გავლენა აქვს. მეორე მხრივ, ორივე ქვეყნის ეკონომიკური ზრდა დიდწილად რეგიონში არსებული მდგომარეობით არის გამოწვეული. როგორც გრაფიკი 1 -დან ჩანს, ორივე ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი და ევროპის და ცენტრალური აზიის (მაღალი შემოსავლის გარეშე) ზრდის მაჩვენებლის ტენდენციას იზიარებს.

გრაფიკი 1: ეკონომიკური ზრდა (%)

წყარო: GeoStat; ArmStat; IMF; World Bank

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2017-2018 წლებში სომხეთის ზრდის მაჩვენებელი. აღნიშნულ წლებში ზრდის მაღალი მაჩვენებელზე ერთ მხრივ, გავლენა იქონია რეგიონში ეკონომიკური ზრდის, წინა წელთან შედარებით, მნიშვნელოვანმა გაუმჯობესებამ და მეორე მხრივ, 2016 წელს არსებულმა დაბალმა, 0.2%-იანმა ზრდამ, რამაც მომდევნო პერიოდებში მაღალი ეკონომიკური ზრდისთვის „უკეთესი“ საწყისი პირობები შექმნა. ხოლო, 2016 წელს საქართველოში ზრდამ 2.8% შეადგინა, როცა რეგიონის ზრდა მხოლოდ1.5% იყო. შესაბამისად, 2017-2018 წლები, ზრდის კუთხით, საქართველოში განსხვავებული საწყისი პირობები იყო, ვიდრე სომხეთში.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი