რეზიუმე: მიმდინარე წლის 30 აპრილს აჭარის ა/რ 2020 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში ცვლილებები განხორციელდა. ამ ცვლილებების შესახებ „ფაქტ-მეტრმა“ მკითხველს დაწვრილებითი ინფორმაცია უკვე გააცნო. ცვლილებების ფარგლებში, აჭარის ა/რ მთავრობის აპარატის, ოთხივე სამინისტროსა და სამინისტროების საქვეუწყებო დაწესებულებების ადმინისტრაციული და წარმომადგენლობითი ხარჯები შემცირდა. კერძოდ, მთავრობის აპარატის ხარჯები, ჯამში - 250 000 ლარით; განათლების სამინისტროს აპარატის ხარჯები - 194 000 ლარით, ხოლო ამავე სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული საბიუჯეტო ორგანიზაციების - 989 224 ლარით; სოფლის მეურნეობის სამინისტროს აპარატის - 20 000 ლარით, ასევე სამინისტროს სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს - 320 000 ლარით; ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს აპარატის - 160 400 ლარით და მისი საბიუჯეტო ორგანიზაციების - 267 259 ლარით; ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს - 15 900 ლარით, ხოლო ამავე სამინისტროში შემავალი სსიპ „აჭარის დასაქმების სააგენტოს“ ხარჯი 20 940 ლარით შემცირდა. შემცირებული ხარჯების ჯამური მოცულობა 2 237 323 ლარს შეადგენს.

ანალიზი

საყოველთაო პანდემიის პირობებში, საგანგებო მდგომარეობის დროს, აჭარის ა/რ მთავრობის წარმომადგენლებისგან არაერთხელ გაჟღერდა, რომ მთავრობამ ადმინისტრაციული ხარჯები შეამცირა. ეს აღნიშნა აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარემაც თავის ანგარიშში, რომლითაც ის მიმდინარე წლის 9 ივნისს აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს წინაშე წარდგა. თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა: „ადმინისტრაციული ხარჯები ჩვენს აპარატშიც და მათ შორის, მთელ რიგ მხარჯავ დაწესებულებებში შემცირდა“.

ჩვენ მთავრობის თავმჯდომარის განცხადება გადავამოწმეთ. ინფორმაცია ოფიციალურად აჭარის ა/რ მთავრობის აპარატიდან, ასევე - ოთხივე სამინისტროდან გამოვითხოვეთ. მოწოდებული ინფორმაციის თანახმად ირკვევა, რომ რეგიონის მთავრობამ ადმინისტრაციული ხარჯები ნამდვილად შეამცირა, ჯამში -2 237 323 ლარით.

გრაფიკი 1. ადმინისტრაციული და წარმომადგენლობითი ხარჯების შემცირების მაჩვენებელი აჭარის ა/რ მთავრობის აპარატში, სამინისტროებსა და მათ დაქვემდებარებაში მყოფ ორგანიზაციებში, 2020 წლის მიხედვით

წყარო: აჭარის ა/რ მთავრობა

აჭარის ა/რ მთავრობისა და ოთხივე სამინისტროს აპარატის, ასევე - სამინისტროების დაქვემდებარებაში არსებული უწყებების: საავტომობილო გზების დეპარტამენტის, ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის, სავაჭრო-სამრეწველო პალატის, ბათუმის ბულვარის (აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო), დასაქმების სააგენტოსა (აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო) და სატყეო სააგენტოს (აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტრო) ადმინისტრაციული და წარმომადგენლობითი ხარჯების შემცირების ჯამური მაჩვენებელი 1 248 099 ლარს შეადგენს.

ამის გარდა, აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაქვემდებარებაში შემავალი ორგანიზაციების ადმინისტრაციული და წარმომადგენლობითი ხარჯები საგრძნობლად შემცირდა.

გრაფიკი 2. აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული ორგანიზაციების მიერ შემცირებული ადმინისტრაციული ხარჯების მაჩვენებლები, აჭარის ა/რ 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ცვლილებები

წყარო: აჭარის ა/რ მთავრობა

განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული საბიუჯეტო ორგანიზაციების ადმინისტრაციული ხარჯი, მთლიანობაში, 989 224 ლარით შემცირდა.

საბოლოოდ, აჭარის ა/რ მთავრობის მიერ შემცირებული ადმინისტრაციული და წარმომადგენლობითი ხარჯების მთლიანი მაჩვენებელი 2 237 323 ლარს შეადგენს.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი