საქართველოს აუდიტის სამსახურის 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშში იმ საინვესტიციო პროექტების ჩამონათვალია მოცემული, რომელთა წლიური შესრულება ნულის ტოლი ან 70%-ზე დაბალი იყო.

საინვესტიციო კრედიტების 0%-იანი ათვისება შემდეგ პროექტებს ჰქონდა:

  • თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ძირულა-არგვეთას მშენებლობა, ბიუჯეტი - 48. 8 მლნ ლარი, ათვისება 0%;
  • რეგიონული განვითარების პროექტი I (კახეთი), ბიუჯეტი 30 000, ათვისება 0%;
  • ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირების პროექტი, ბიუჯეტი - 15 მლნ ლარი, ათვისება 0%;
  • საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობის გაძლიერება, ბიუჯეტი - 55 მლნ, ათვისება 0%;
  • კახეთის ინფრასტრუქტურის გაძლიერება. ბიუჯეტი - 9.5 მლნ, ათვისება 0%;
  • გურიის ელგადამცემი ხაზების ინფრასტრუქტურის გაძლიერება, ბიუჯეტი - 4.5 მლნ ლარი, ათვისება 0%;
  • ჩრდილოეთის რგოლი ელგადამცემი ხაზები (I ფაზა), ბიუჯეტი - 13.5 მლნ ლარი, ათვისება 9%;
  • თბილისის ავტობუსების პროექტი (II ფაზა-გაზი), ბიუჯეტი - 75 მლნ ლარი, ათვისება 0%;
  • 500 კვ, ელგადამცემი ხაზები „წყალტუბო-ახალციხე-თორთუმი“, ბიუჯეტი - 5 მლნ, ათვისება 0%;
  • საქართველოს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განახლების პროექტი, ბიუჯეტი - 8 მლნ, ათვისება 0%;
  • ხელედულა-ლაჯანური-ონი, ბიუჯეტი - 9 მლნ ლარი, ათვისება 0%.

16 საინვესტიციო პროექტის ათვისება 2%-69%-ს შორის მერყეობს.

2019 წლის განმავლობაში 70%-ზე დაბალი ათვისების პროექტებზე გადახდილი ვალდებულებების გადასახადმა (commitment fee) 1.2 მლნ ლარი შეადგინა.

ცხრილი1: 2019 წლის განმავლობაში 70%-ზე დაბალი ათვისების პროექტებზე გადახდილი ვალდებულებების გადასახადი (ათასი ლარი)

პროგრ.კოდი

პროექტის დასახელება

2019 წელს გადახდილი ვალდებულების გადასახადი

ათვისება

25 05 02

ქუთაისის მყარი ნარჩენების პროექტი

138

0%

54 12 05

თბილისის ავტობუსის პროექტი

1

0%

54 12 06

თბილისის მყარი ნარჩენების პროექტი

144

2%

25 03 14

საჯარო შენობების ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება

42

32%

25 05 04

მდინარე დებედაზე ხიდის მშენებლობა

79

43%

54 12 04

ბათუმის ავტობუსების პროექტი

83

46%

25 95 04

მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვა

238

48%

25 02 02 15

შიდასახელმწიფოებრივი გზების აქტივების მართვა

158

49%

25 03 05

რეგიონული განვიარების პროექტი iii

298

62%

სულ

1.181

წყარო: აუდიტის სამსახური

როგორც მონაცემებიდან ჩანს, 2019 წელს 27 საინვესტიციო პროექტი იყო, რომლის ბიუჯეტის ათვისება 0% ან 70%-ზე დაბალი იყო, აღნიშნულის მიუხედავად დასახელებული 9 პროექტების სასესხო მომსახურებამ ჯამში 1.1 მლნ ლარი შეადგინა.

სასურველია, თუ ინფრასტრუქტურის სამინისტრო, სამომავლოდ მაინც, საინვესტიციო პროექტების განხორციელების გეგმას ისე შეადგენს, რომ ნულოვანი ათვისება არცერთ პროექტს აღარ ექნება.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5361 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი