ანალიზი

Facebook- გვერდი „შუა გზაზე“ დეზინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას COVID-19-ისგან თავის დასაცავად პერეკისის (წყალბადის ზეჟანგის) მიღებას, ინფიცირებულებს კი ცხვირში და ყურში ჩაწვეთებასაც ურჩევს.

წყალბადის ზეჟანგი (Hydrogen Peroxide) ანტისეპტიკური საშუალებაა, რომელიც გარეგანი გამოყენებისთვის არის განკუთვნილი. ის გამოიყენება კანის დაზიანებული უბნების დასამუშავებლად, ასევე ლორწოვანი გარსების ანთებით დაავადებების დროს (მაგალითად სტომატიტი). განსაკუთრებული მითითებაა, რომ ის არ გამოიყენება ღრუების ირიგაციისათვის!

ახალ კორონავირუსთან საბრძოლველად წყალბადის ზეჟანგი მხოლოდ ხელის ანტისეპტიკურიხსნარის ან სადეზინფექციო ხსნარის დასამზადებლად შეიძლება გამოვიყენოთ. არანაირი მტკიცებულება არ არსებობს იმის, რომ წყალბადის ზეჟანგის დალევა და ცხვირში ან ყურში ჩაწვეთება კორონავირუსით დაინფიცირებისგან დაგიცავთ. წყალბადის ზეჟანგის პრევენციის ან სამკურნალო მიზნით გამოყენება არ შეიძლება, ის თქვენი ჯანმრთელობისთვის შეიძლება სახიფათო აღმოჩნდეს! მაღალი კონცენტრაციით წყალბადის ზეჟანგის მიღებამ შესაძლოა ცალკეული შიდა ორგანოების დამწვრობა, უფრო მძიმე შემთხვევებში კი სუნთქვის გაძნელება, გულისწასვლა, სხვ. გამოიწვიოს.

პანდემიის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებისგან თავის დასაცავად არაერთი ყალბი და ჯანმრთელობისთვის სახიფათო რჩევები გავრცელდა, მათ შორის, ალკოჰოლისა და მათეთრებლის მიღების შესახებ (იხილეთ ამ თემაზე „ფაქტ-მეტრის“ სტატია).

COVID –19-ით ინფიცირებისგან თავის დაცვა შემდეგი წესების დაცვით არის შესაძლებელი:

• ატარეთ პირბადე;

• ხშირად დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით, ან დაიმუშავეთ სპირტის შემცველი ხსნარით;

• მოერიდეთ თვალზე, პირზე და ცხვირზე დაუბანელი ხელის შეხებას;

• დაიცავით არანაკლებ ერთმეტრიანი ფიზიკური დისტანცია თქვენსა და გარშემომყოფებს შორის;

• მოერიდეთ ხალხმრავალ შეკრებებს.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5361 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი