ანალიზი:

2020 წლის 3 ნოემბერს, ვებგვერდზე sport365.ge გამოქვეყნდა სტატია შემდეგი სათაურით: „სხვა გზა არ დაგვრჩა, უნდა ჩავკეტოთ ისევ ყველაფერი...“- ახლახანს გამაოგნებელი განცხადება გაკეთდა“. თუმცა სტატიის სათაური და სტატიის შინაარსი ერთმანეთთან არავითარ კავშირში არ არის, მეტიც აღნიშნული სათაური ყალბ ინფორმაციას შეიცავს, რადგან მსგავსი განცხადება არსად გაჟღერებულა.

სტატიის ძირითადი ტექსტი, აშშ-ში მოღვაწე ექიმის, ზურაბ გურულის პირად Facebook-გვერდზე გამოქვეყნებული პოსტია. ექიმი საპარლამენტო არჩევნებსა და პანდემიას ეხმაურება. ის ოპოზიციას ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციისა და ჯანდაცვის სისტემის მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებას ურჩევს. შესაბამისად, ზურაბ გურულის Facebook პოსტს sport365.ge-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიის სათაურთან არავითარი კავშირი არ აქვს.

ამასთანავე, 2020 წლის 3 ნოემბერს, საქართველოს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო გაიმართა, რომელზეც ქალაქების ან სხვა ობიექტების ჩაკეტვის თაობაზე განცხადება არ გაკეთებულა. საბჭოს წევრებმა კიდევ ერთხელ განიხილეს საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და ქვეყნის სტრატეგია. აღნიშნული სტრატეგია კი ვირუსთან ადაპტაციისა და მისი მართვის ეტაპზე, სისტემური შეზღუდვების ნაცვლად, წერტილოვანი და ლოკალური მიდგომების გამოყენებას გულისხმობს. 3 ნოემბერს გამართულმა უწყებათაშორისმა საბჭომ შემდეგი გადაწყვეტილებები მიიღო:

• პირბადის ტარება ღია სივრცეშიც სავალდებულო ხდება

• რესტორნები საქართველოს მასშტაბით 22:00 საათამდე იმუშავებენ

• თბილისის, ქუთაისის, რუსთავის, თელავის, ზუგდიდის, ზესტაფონის, გორის, ფოთის, მარნეულისა და გარდაბნის სკოლებში კი 25 ნოემბრამდე სწავლა დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება

ამგვარად, ვებგვერდზე განთავსებული სტატიის სათაური ყალბია და მკითხველს მცდარ წარმოდგენას უქმნის, თითქოს საქართველოში ჩაკეტვა ამოქმედდება.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი