ანალიზი:

2020 წლის 3 ნოემბერს ონლაინ გამოცემამ, „excluzivi.com“ გამოაქვეყნა სტატია, სათაურით „100 დეპუტატი თუ არ იქნა, პარლამენტის სხდომა ვერ ჩატარდება, „ოცნება“ კი 100 მანდატს ვერ იღებს“. სტატიაში საუბარია, რომ „კონსტიტუციის მიხედვით, თუ 100 კაცი არ შევა პარლამენტში მაშინ სხდომა ვერ გაიხსნება, შესაბამისად, ყველაფერი პარალიზებული იქნება“.

ახლად არჩეული პარლამენტს უფლებამოსილების მისაღებად 2 წინაპირობა აქვს. საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლის მიხედვით, პარლამენტი პირველ სხდომაზე უფლებამოსილია, მუშაობას შეუდგეს, თუ სხდომას პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა ესწრება, რაც 76 დეპუტატს გულისხმობს. ამავე მუხლის მიხედვით, პარლამენტი სრულ უფლებამოსილებას, პარლამენტის წევრთა ორი მესამედის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან იძენს. ეს უკანასკნელი პარლამენტარების უფლებამოსილების სამართლებრივ ლეგიტიმაციას ეხება. პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 86-ე მუხლის მიხედვით წესრიგდება. რეგლამენტის მიხედვით, ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომაზე ცესკოს თავმჯდომარე პარლამენტს არჩევნების შედეგებს აცნობებს და პარლამენტის დროებით სამანდატო კომისიას პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობისათვის საჭირო დოკუმენტაციას გადასცემს. დროებითი სამანდატო კომისია ზემოხსენებულ დოკუმენტაციას შეისწავლის და შედეგებს პარლამენტს მოახსენებს, რომელიც პარლამენტის წევრთა უფლებამოსილებას, დროებითი სამანდატო კომისიის მიერ წარმოდგენილი ერთიანი სიით, დადგენილებით ცნობს.

პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობის თაობაზე პარლამენტის დადგენილებაში იმ პირის გვარი არ შეიტანება, რომლის პარლამენტის წევრად არჩევის კანონიერება: ა) გასაჩივრებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ან საერთო სასამართლოში; ბ) საეჭვოდ მიიჩნია პარლამენტის დროებითმა სამანდატო კომისიამ. ზემოხსენებული წესები პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების სამართლებრივად გამოკვლევას ეხება. რეგლამენტის 86-ე მუხლი გულისხმობს, რომ პარლამენტის ფუნქციონირებისთვის საჭიროა, პარლამენტის წევრთა არანაკლებ 2/3 (100 დეპუტატი), რათა უფლებამოსილების ცნობას სამართლებრივი პრობლემები არ ჰქონდეს. პარლამენტარების მხრიდან პარლამენტისთვის ბოიკოტის გამოცხადება, განხილული პროცედურების სფეროში არ ექცევა, რაც საკანონმდებლო ორგანოს უფლებამოსილების საკითხს პრობლემას შეუქმნიდა. შესაბამისად, excluzivi.com - ის მიერ სტატიაში მოცემული მტკიცება არის ტყუილი.

აღსანიშნავია ისიც, რომ პარლამენტი პირველ სხდომაზე უფლებამოსილია, შეუდგეს მუშაობას, თუ სხდომას პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა ესწრება (76 დეპუტატი). ცენტრალური საარჩევნო კომისიის ამჟამინდელი შედეგების მიხედვით, „ქართულმა ოცნებამ“ 75 მანდატი მოიპოვა. ამასთან, ოპოზიციური პარტიების ბოიკოტის გათვალისწინებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ქართული ოცნება“ 16 მაჟორიტარულ ოლქში გასამართი არჩევნების მეორე ტურებიდან, ყველა ოლქში გაიმარჯვებს და პარლამენტში 90 მანდატით შევა. შესაბამისად, მეათე მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ცნობას, კონსტიტუციის და რეგლამენტის მიხედვით, ტექნიკურად პრობლემა არ გააჩნია.

თუ სოციალურ ქსელებში შეგხვდებათ ყალბი ამბავი ან ფიქრობთ, რომ პოსტი/ვიდეო/სურათი შეიძლება დეზინფორმაციის ნიშნებს ატარებდეს, მოგვწერეთ ფაქტ-მეტრის ოფიციალურFacebook გვერდზე.თქვენი ჩართულობა ყალბი ამბების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში ყველაზე მნიშვნელოვანია.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი