2018 წლის 26 მარტს Facebook გვერდზე „იკაიფე სანამ ცოცხალი ხარ :)“ გავრცელდა ფოტო შემდეგი წარწერით: „იცოდით? თუ თვალში ცოტა რაოდენობის კალგონს ჩაისხამთ, თქვენი თვალის ფერი გახდება ლურჯი“. მიუხედავად იმისა, რომ პოსტი 2 წლის წინ არის დადებული, მომხმარებელთა გამოხმაურება მასზე ბოლო დღეებში კვლავ გააქტიურდა.

კალგონი ერთ-ერთი ცნობილი ქიმიური სარეცხი საშუალებაა, რომელიც რეცხვისას წყლის დასარბილებლად გამოიყენება და სარეცხ მანქანას მავნე ნალექის დაგროვებისგან იცავს.

კალგონის რეკომენდაციებში აღნიშნულია, რომ სითხის კანთან, თვალებთან და ტანსაცმელთან შეხებას უნდა მოვერიდოთ. პროდუქტის გამოყენების შემდგომ კი აუცილებელია ხელების დაბანა. თუ სითხე თვალში მოხვდა, მაშინ რამდენიმე წუთის განმავლობაში თვალების წყლით ჩამობანაა აუცილებელი. თვალში მის მიზანმიმართულ ჩასხმას კი შესაძლოა მძიმე შედეგები მოჰყვეს.

შესაბამისად, Facebook-ზე გავრცელებული ფოტოსურათი შეიცავს ყალბ ინფორმაციას. კალგონის სითხის გამოყენებით თვალის ფერი ლურჯი არ ხდება. მსგავსი პროცედურის ჩატარება ჯანმრთელობისთვის საზიანოა!

თუ სოციალურ ქსელებში შეგხვდებათ ყალბი ამბავი ან ფიქრობთ, რომ პოსტი/ვიდეო/სურათი შეიძლება დეზინფორმაციის ნიშნებს ატარებდეს, მოგვწერეთ „ფაქტ-მეტრის“ ოფიციალურ Facebook გვერდზე. თქვენი ჩართულობა ყალბი ამბების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში ყველაზე მნიშვნელოვანია.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5417 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი