ანალიზი:

2020 წლის 30 ოქტომბერს, „სირცხვილის კორიდორმა“ Facebook-გვერდზე ფოტო გამოაქვეყნა შემდეგი წარწერით: „ნიკა გვარამია გორთან ავტობანზე მომხდარ ავარიას ქართულ ოცნებას და ბიძინა ივანიშვილს აბრალებს“. პოსტს თან აღწერა ახლავს - „უთხარი არა ნაციონალურ მოძრაობას 31 ოქტომბერს!“. პოსტში მოცემული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ყალბი ამბავია.

2020 წლის 30 ოქტომბერს გამთენიისას, გორთან ავარია მოხდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა, ხოლო 6 გარდაიცვალა. მიკროავტობუსით, რომელიც ავარიაში მოყვა, „ნაციონალური მოძრაობის“ აქციაზე ჩამოსული მოქალაქეები თბილისიდან სამეგრელოში ბრუნდებოდნენ. „სირცხვილის კორიდორის“ მიერ მოყვანილი ციტატა მედიაში არ იძებნება.

აღნიშნულ ტრაგედიას, „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია Facebook პოსტით გამოეხმაურა და დაღუპულთა ოჯახებსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ მიუსამძიმრა. თუმცა ის საკუთარ პოსტში არავის ბრალეულობაზე არ საუბრობს. გვარამია ბიძინა ივანიშვილს მხოლოდ მედიებთან (რუსთავი 2, იმედი, POSTV) დაკავშირებულ კონტექსტში მოიხსენიებს: „ივანიშვილმა გააგზავნა თავისი სვავი ჟურნალისტები იმედიდან, პოზტივიდან და რ2დან (მართლა რატომ ვარ ცოცხალი, რ2ს რომ ეს ჭირს), რომლებიც ეძებენ ვინმეს, ვინც იტყვის, რომ ყველაფერი ნაცების ბრალია, ძალით წამოიყვანეს, თორემ ცოცხალი იქნებოდა ეს ხალხიო.“

შესაბამისად, „სირცხვილის კორიდორის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ყალბი ამბავია.

„სირცხვილის კორიდორი“ წარსულშიც ხშირად ავრცელებდა ყალბ ინფორმაციას და სხვადასხვა საჯარო პირს ყალბ ციტატებს აკუთვნებდა.

თუ სოციალურ ქსელებში შეგხვდებათ ყალბი ამბავი ან ფიქრობთ, რომ პოსტი/ვიდეო/სურათი შეიძლება დეზინფორმაციის ნიშნებს ატარებდეს, მოგვწერეთ „ფაქტ-მეტრის“ ოფიციალურ Facebook გვერდზე. თქვენი ჩართულობა ყალბი ამბების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში ყველაზე მნიშვნელოვანია.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი