სოციალური ქსელში გავრცელდა დეზინფორმაცია, რომელიც ამტკიცებს, რომ COVID-19-ზე თვითდიაგნოსტირებაა შესაძლებელი. ამისთვის კი შემდეგი მეთოდია შემოთავაზებული: სუნთქვის 10 წამის განმავლობაში, დახველების გარეშე, შეკავება, რაც გავრცელებული ყალბი ამბის თანახმად, კორონავირუსის არქონის ნიშანია. აღნიშნული დეზინფორმაცია გავრცელდა Facebook ჯგუფში „საერთო სახალხო მოძრაობა ქართველი ერის გადარჩენისათვის!“.

მოცემული ინფორმაცია დეზინფორმაციაა და სიმართლეს არ შეესაბამება.

COVID-19 ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციაა. მისი დიაგნოსტირება პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (პჯრ/PCR) მეთოდით ან/და სწრაფი ტესტით, SARS-CoV-2-ის, ანტიგენის ან ანტისხეულების განსაზღვრით არის შესაძლებელი.

პჯრ (PCR) ტესტირება

პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის მეთოდით ცხვირ-ხახის ნაცხში SARS-CoV-2-ის რნმ-ის განსაზღვრა ხდება. პჯრ დიაგნოსტირება მხოლოდ მაღალტექნოლოგიურ ლაბორატორიებშია შესაძლებელი. საქართველოში COVID-19-ის დიაგნოსტირება პჯრ მეთოდით ხორციელდება. პჯრ ტექნოლოგიით დიაგნოსტირებას ყველაზე დიდი დრო სჭირდება, დაახლოებით 4 საათი. თუმცა შედარებით სწრაფი პჯრ ტესტებიც არის.

ანტიგენის განმსაზღვრელი სწრაფი ტესტები

ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტით, ზემო სასუნთქი გზებიდან აღებულ ნაცხში, SARS-CoV-2-ის ანტიგენის განსაზღვრა ხდება. მისი პასუხი დაახლოებით 15 წუთშია.

ანტისხეულების განმსაზღვრელი სწრაფი ტესტები

ამ ტიპის სწრაფი ტესტით სისხლში SARS-CoV-2-ის საწინააღმდეგო ანტისხეულების გამოვლენა ხდება. აღნიშნული სწრაფი ტესტით შესაძლებელია განისაზღვროს IgM, რომელიც დაავადების აქტიურ ფაზას აჩვენებს, ასევე IgG, რომელიც გადატანილ ინფექციას აჩვენებს. ტესტის პასუხი დაახლოებით 15-20 წუთშია.

ამავე თემაზე იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია.

თუ სოციალურ ქსელებში შეგხვდებათ ყალბი ამბავი ან ფიქრობთ, რომ პოსტი/ვიდეო/სურათი შეიძლება დეზინფორმაციის ნიშნებს ატარებდეს, მოგვწერეთ „ფაქტ-მეტრის“ოფიციალურ Facebook გვერდზე.თქვენი ჩართულობა ყალბი ამბების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში ყველაზე მნიშვნელოვანია.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5419 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი