რეზიუმე: 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საოლქო საარჩევნო კომისიებში კენჭისყრის დღეს და შემდგომ დღეებში დაახლოებით 1941 საჩივარია შესული. 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კი საოლქო საარჩევნო კომისიებში კენჭისყრის დღეს და შემდგომ დღეებში (პირველი ტური) 1168 განცხადება/საჩივარი შევიდა.

ანალიზი:

2020 წლის 5 ნოემბერს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა: „რეალურად, გაცილებით უფრო დიდი აჟიოტაჟია ატეხილი, ვიდრე ის უპრეცედენტო აქცია, რაც არის საჩივრების გადამოწმება. უბნების გახსნა მიმდინარეობს. ახლაც გრძელდება. ასეთი საქართველოს ისტორიაში არ მომხდარა. საჩივრების რაოდენობაც გაცილებით მცირეა, ვიდრე 2016 წელს, მაგრამ რეალურად არის და არც ერთი საჩივარი პასუხის გარეშე არ დარჩება“.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის გავრცელებული განცხადების მიხედვით, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საოლქო საარჩევნო კომისიებში კენჭისყრის დღეს და შემდგომ დღეებში დაახლოებით 1941 საჩივარი შევიდა. მათ შორის 1272 საჩივარი საარჩევნო სუბიექტებმა, 564 კი სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა წარადგინეს.

2016 წელის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ანგარიშის მიხედვით, საოლქო საარჩევნო კომისიებში კენჭისყრის დღესთან (პირველი ტური) დაკავშირებით 1168 განცხადება/საჩივარი შევიდა. აქედან, დაკმაყოფილდა - 431, არ დაკმაყოფილდა – 485, განუხილველი დარჩა – 229, გათხოვილ იქნა – 23.

შესაბამისად, გია ვოლსკი განცხადება არის ტყუილი. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, 2016 წელთან შედარებით, 700-ით მეტი საჩივარი დაიწერა. აღსანიშნავია ისიც, რომ მოცემულ რეალობაში საჩივრების რაოდენობა მნიშვნელოვანი არა. 31 ოქტომბრის არჩევნებს ოპოზიცია და არასმთავრობო სექტორი უარყოფითად აფასებს. „სამართლიანი არჩვენების“ განცხადების მიხედვით, საარჩევნო უბნების 8 % ხელახალ გადათვლას საჭიროებს. ასევე, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ 117 უბნის ბათილობას ითხოვს, ხოლო „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ 42 უბნის ბათილობას. აღსანიშნავია, რომ გამოვლენილი დარღვევების მასშტაბის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანი საჩივრების შინაარსია და არა რაოდენობა, თუმცა როგორც უკვე ვთქვით, რაოდენობის კუთხით, 2016 წელთან შედარებით, საჩივრების რიცხვი დაახლოებით 700-ით მეტია.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5365 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი