ანალიზი:

სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, სათაურით, „მცენარე, რომელიც კორონავირუსის 97%-ს 5 წუთში სპობს“. მოცემული ინფორმაციის თანახმად, გერმანიის ულმის სამედიცინო უნივერსიტეტის მოლეკულური ვირუსოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერებმა დაასახელეს პროდუქტები, რომლებიც ახალი ტიპის კორონავირუსით (SARS-CoV-2) დაინფიცირების ალბათობას ამცირებენ.

ინფორმაციას ონლაინ სააგენტო Nostal.ge ტაილანდური მედიცინის სიახლეების ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაზე დაყრდნობით ავრცელებს. აღნიშნული კვლევა ნამდვილად ჩატარდა, თუმცა მისი სანდოობა საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების მიერ ჯერჯერობით შეფასებული არ არის. იმისათვის, რომ კვლევები საერთაშორისოდ აღიარებულმა ოქროს სტანდარტმა ვალიდურად ცნოს, აუცილებელია მისი სხვადასხვა პირობებში გამოცდა (ტემპერატურა, სინათლის სიხშირე, მჟავიანობა). გარდა ამისა, როცა საქმე ეხება კორონავირუსს, აუცილებელია, განსაზღვრული იყოს, თუ კონკრეტულად რომელ შტამზე ტარდება ექსპერიმენტი. ორიგინალი წყაროს მიხედვით კი, მოცემული კვლევა ყველა ამ პირობის დარღვევით ჩატარდა, რაც მის სანდოობას, ცხადია, ეჭვქვეშ აყენებს. მეტიც, ის მკითხველს იმის გათვალისწინებას ურჩევს, რომ მკვლევრები კორონავირუსთან დაკავშირებული კვლევების სასურველი შედეგის მისაღწევად ხშირად სხვადასხვა პირობებით მანიპულირებენ (იქნება ეს გამოხდილი, შაქრიანი თუ მარილიანი წყალი).

როგორც ვხედავთ, ორიგინალი წყარო მკითხველს იმ გარემოებების შესახებ აფრთხილებს, რაც გერმანელი მეცნიერების კვლევის სანდოობას საეჭვოს ხდის. თუმცა გამოცემა Nostal.ge მოცემულ სტატიას არასრულად აქვეყნებს - მკითხველს იმ ნაწილს არ აცნობს, სადაც ორიგინალი წყარო ვალიდურობასთან დაკავშირებით კითხვებს სვამს. ის მტკიცებით ფორმაში წარმოაჩენს რიგითი კვლევის დაუდასტურებელ შედეგს და მკითხველი შეცდომაში შეჰყავს.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მტკიცება, რომ მეცნიერებმა აღმოაჩინეს მცენარე, რომელიც კორონავირუსის 97%-ს 5 წუთში სპობს, ფაქტებით მანიპულირებაა.

------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი