• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: აშშ-ის კაპიტოლიუმში შეჭრილი ერთ-ერთი პირი BLM-ის წევრია

დეზინფორმაცია: აშშ-ის კაპიტოლიუმში შეჭრილი ერთ-ერთი პირი BLM-ის წევრია

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

11/01/2021
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

დეზინფორმაცია: აშშ-ის კაპიტოლიუმში შეჭრილი ერთ-ერთი პირი BLM-ის წევრია

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

ანალიზი

სოციალური მედიის აქტიურმა მომხმარებელმა, ბექა ვარდოსანიძემ 7 იანვარს სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო სათაურით: „ეს ბიჭი არის არიზონიდან BLM მარში ივნისი !!!“ მასალის თანახმად, ფოტოზე არსებული პირი, რომელიც 6 იანვარს აშშ-ის კაპიტოლიუმში შეიჭრა, ივნისში BLM-ის მსვლელობაშიც მონაწილეობდა. მსგავსი დეზინფორმაცია, რომ თითქოს, ვაშინგტონში მიმდინარე საპროტესტო აქცია მემარცხენე ანტიფას მოწყობილია და რეალურად ტრამპის მომხრეებს კანონი არ დაურღვევიათ, უცხოელი მომხმარებლების Twitter და Facebook- გვერდებზეც გავრცელდა, რასაც ამერიკული ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაციებიც გამოეხმაურნენ (ბმული 1, ბმული 2). „აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის თანახმად, არანაირი სამხილი არ არსებობს იმისა, რომ აშშ-ის კაპიტოლიუმში ოთხშაბათს მომხდარ ქაოსში ანტიფას რაიმე წვლილი მიუძღვის“,- წერს აშშ-ის სამაუწყებლო კომპანიის NBC-ის გამომძიებელი ჟურნალისტი სკოტ მაკფარლეინი საკუთარ Twitter გვერდზე.

სინამდვილეში აქტივისტი, რომელიც მოცემულ ფოტოებზე რქებიანი ბეწვის ქუდითაა წარმოდგენილი, მხარს უჭერს ტრამპს და QAnon-ის შეთქმულების თეორიის მომხრეა. არ არსებობს არანაირი სანდო მტკიცებულება იმის შესახებ, რომ იგი ანტიფას ან BLM-ის მოძრაობის წევრია.

რას გულისხმობს ანტიფა?

ანტიფა (ANTIFA) არის მემარცხენე იდეოლოგიის, „ანტიფაშისტური“ მოძრაობა, რომელიც ნეო-ნაცისტების, ფაშიზმის, რასიზმისა და მემარჯვენეების წინააღმდეგ სხვადასხვა ძალადობრივი ხერხით გამოდის. მოძრაობის მონაწილეების დიდი ნაწილი რასიზმს და სექსიზმს, ხოლო ამერიკაში ტრამპის პოლიტიკას ეწინააღმდეგება, რომელსაც ნაციონალისტურს და ანტიმუსულმანურს უწოდებენ. ანტიფას წარმომადგენლები თავს, ძირითადად, ანარქისტებს ან სოციალისტებს მიაკუთვნებენ და კაპიტალიზმის წინააღმდეგ გამოდიან. არეულობის მოწყობის დროს მათ ხშირად შავი ფერის ტანსაცმელი აცვიათ. 25 მაისს აშშ-ში პოლიციის მიერ აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გასაპროტესტებლად გამართული დემონსტრაციების მოწყობაში პრეზიდენტმა ტრამპმა მოძრაობა „ანტიფა“ და სხვა მემარცხენე რადიკალური დაჯგუფებები დაადანაშაულა. მოგვიანებით კი ტრამპმა „ტვიტერზე“ დაწერა: „შეერთებული შტატები „ანტიფას“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადებს“.

რას გულისხმობს BLM?

Black Lives Matter (BLM) არის გლობალური სოციალურ-პოლიტიკური მოძრაობა, რომელიც აშშ-ში, დიდ ბრიტანეთსა და კანადაში 2013 წლიდან ფუნქციონირებს. მოძრაობა რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლას, შავკანიანთა დისკრიმინაციისა და თეთრკანიანთა უპირატესობის აღმოფხვრას ისახავს მიზნად. მოძრაობის ბოლოდროინდელი აქტივობებიდან 6 ივნისს აშშ-ში მინეაპოლისის პოლიციის მიერ ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის შემდეგ გამართული მასობრივი დემონსტრაციები მიიჩნევა, რომელშიც აშშ-ის მასშტაბით, 550 სხვადასხვა ადგილიდან მილიონამდე ადამიანი ჩაერთო.

BLM-ის საპროტესტო მსვლელობა 6 ივნისს არიზონას შტატშიც გაიმართა. აღსანიშნავია, რომ ფოტოზე არსებული სახეშეღებილი ადამიანი რქებიანი ბეწვის ქუდით აღნიშნულ საპროტესტო მსვლელობის მიმდინარეობის დროს ნამდვილად ფიქსირდება. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ფოტომასალა არასრულყოფილადაა წარმოდგენილი, მისი შინაარსი იკარგება. რეალურად, ფოტოზე წარმოდგენილ მამაკაცს, რომელიც იდენტიფიცირებულია, როგორც 32 წლის მსახიობი ჯეიკ ანჯელი, ხელში უჭირავს პოსტერი წარწერით: “Q sent me” – “Q-მ გამომგზავნა“.

წარწერაში მოცემული ასო - „Q“ QAnon-ის შეთქმულების თეორიის აღსანიშნავადაა გამოყენებული. როგორც ირკვევა, ჯეიკ ანჯელი სწორედ აღნიშნული შეთქმულების თეორიის QAnon-ის მიმდევარია. ის თავის თავს QAnon-ის შამანსაც უწოდებს. სოციალური ქსელებიდან ირკვევა, რომ იგი QAnon-ის ღონისძიებებს ესწრება. QAnon-ის თეორიის მიმდევრები ამტკიცებენ, რომ აშშ-ში ბავშვების ექსპლუატაციის გლობალური სქემა არსებობს, რომელშიც სატანის მორჩილი ზოგიერთი დემოკრატი ლიდერიც არის ჩართული. იდეის მიმდევრებს სჯერათ, რომ ტრამპი სწორედ ამ სქემის გამჟღავნებას აპირებს. შესაბამისად, ანჯელი BLM-ის საპროტესტო მსვლელობაზე წარმოდგენილი იყო, როგორც BLM-ის მომიტინგეთა მოწინააღმდეგე და არა მისი ერთ-ერთი წევრი. ამასთან ერთად ანჯელი არც ანტიფას წევრია. სინამდვილეში, იგი ტრამპის აქტიური მხარდამჭერია, რაც მისი Facebook-პოსტებიდანაც ჩანს (ბმული 1). 2020 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებიდან ცოტა ხნის შემდეგ კი მან ტრამპის მომხრეთა მიტინგის აუცილებლობაზე ისაუბრა და არჩევნების ლეგიტიმურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.

შესაბამისად, მტკიცება, რომ ჯეიკ ანჯელი ანტიფას ან BLM-ის მოძრაობის წევრია, სიმართლეს არ შეესაბამება. სინამდვილეში ჯეიკი შეთქმულების თეორიის QAnon-ის მიმდევარი და ტრამპის აქტიური მხარდამჭერია, რაც თავისთავად გამორიცხავს ანტიფას ან BLM-ის მოძრაობის წევრობას.

რედაქტორის შენიშვნა: სტატიის თავდაპირველ ვერსიაში ბექა ვარდოსანიძე მოხსენიებული იყო, როგორც მოძრაობა „ქართული მარშის“ წევრი. სტატიის მკითხველთან კომუნიკაციის შემდგომ ინფორმაცია გადამოწმდა და ჩასწორდა, როგორც „სოციალური მედიის აქტიური მომხმარებელი“. ასევე სტატიის ბოლოში ჩაემატა ინფორმაცია წყაროს შესახებ.

ინფორმაცია წყაროს შესახებ

ბექა ვარდოსანიძე Facebook-ში აქტიურობით არის ცნობილი, წარსულში მოძრაობა „ქართული მარშის“ წევრი იყო და აგრეთვე „ალტ-ინფოს“ მხარდაჭერით გამოირჩევა. იგი 2020 წელს წინასაარჩევნოდ პოლიტიკური მოძრაობა - „სოციალური სამართლიანობისთვის“ - მუშაობაში იყო ჩართული და როგორც 28 ოქტომბერს პარტიის მიერ მთავრობის კანცელარიასთან ორგანიზებულ აქციაზე განაცხადა, პარტიის განვითარებაში წვლილის შეტანას სოციალური მედიის მიმართულებით (ასევე გლობალური პოლიტიკის) აპირებს. პოლიტიკური მოძრაობა „სოციალური სამართლიანობისთვის“ 2020 წელს გამართულ საპარლამენტო არჩევნებშიც მონაწილეობდა და, ცესკოს მონაცემების მიხედვით, ხმათა 0,15% (2885 ხმა) მიიღო.

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

ლიზი სამნაშვილი
ლიზი სამნაშვილი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა