ირაკლი ღარიბაშვილი: [პანდემიის პირობებში] არც ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი არ შეჩერებულა ქვეყანაში

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება არის სიმართლე.

რეზიუმე: ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობაზე მსჯელობა რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლის მიხედვით შეგვიძლია. 2020 წელს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტის გეგმა 1 870 287 500 ლარი იყო, შესრულების მაჩვენებელმა 2 202 373 253 ლარი შეადგინა. შესაბამისად, ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2020 წლის გეგმა 117.8%-ით შესრულდა. ინფრასტრუქტურის მიმართულებით განხორციელებული პროგრამების უმრავლესობის გეგმაც გადაჭარბებით არის შესრულებული, მცირედი ჩამორჩენა მხოლოდ საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროგრამას აქვს. ასევე, ყველაზე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის - ჩქაროსნული ავტომაგისტრალის, მონაკვეთების უმრავლესობის ბიუჯეტიც გადაჭარბებით შესრულდა, გამონაკლისი მხოლოდ სამი მონაკვეთია, სადაც უმნიშვნელო ჩამორჩენაა. აქედან გამომდინარე, პრემიერ-მინისტრის განცხადება არის სიმართლე.

ანალიზი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად ინფრასტრუქტურული პროექტების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა: „არც ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი არ შეჩერებულა ქვეყანაში“.

ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობაზე მსჯელობა რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლის მიხედვით შეგვიძლია. 2020 წელს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტის გეგმა 1 870 287 500 ლარი იყო, შესრულების მაჩვენებელმა 2 202 373 253 ლარი შეადგინა. შესაბამისად, ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2020 წლის გეგმა 117.8%-ით შესრულდა.

ცხრილი 1: 2020 წელს ცალკეული ინფრასტრუქტურული პროგრამების ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებელი

წყარო: სახელმწიფო ხაზინა

როგორც მონაცემებიდან ჩანს, 2020 წელს, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ წარმოებული ყველა პროგრამის გეგმა გადაჭარბებით შესრულდა, გამონაკლისი მხოლოდ ზოგადსაგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაა, სადაც უმნიშვნელო ჩამორჩენაა.

2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დონორების დაფინანსებით განსახორციელებელი საინვესტიციო პროექტების, კერძოდ, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ცალკეული მონაკვეთების ბიუჯეტის ათვისება შემდეგნაირი იყო:

ცხრილი 2: 2020 წელს ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ცალკეული მონაკვეთების ბიუჯეტის ათვისება

წყარო: სახელმწიფო ხაზინა

როგორც მონაცემებიდან ჩანს, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მონაკვეთების უმრავლესობის ბიუჯეტი გადაჭარბებით არის შესრულებული, მხოლოდ სამი მონაკვეთის შემთხვევაში არის მცირედი ჩამორჩენა.

ასევე აღსანიშნავია, რომ პანდემიის გამო დაწესებული საგანგებო მდგომარეობით, ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა არ შეზღუდულა, კომპანიებს სამუშაოების წარმოება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი უსაფრთხოების წესების და რეკომენდაციების გათვალისწინებით შეეძლოთ. თუმცა სამშენებლო მასალების წარმოებაზე შეზღუდვები დაწესებული იყო, რომელიც 2020 წლის 5 მაისს მოიხსნა. შეზღუდვების მოხსნა სამშენებლო მასალის რეალიზაციას არ ეხებოდა, რეალიზაცია მხოლოდ ონლაინ რეჟიმში იყო დასაშვები.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება არის სიმართლე.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი