სოფელ დარბაზში მიმავალ გზაზე არსებული ხიდი წლებია ცუდ მდგომარეობაშია და რეაბილიტაციას საჭიროებს, თუმცა მასზე რაიმე ტიპის სარემონტო სამუშაოები დღემდე არ განხორციელებულა. ხიდამდე და ხიდის მერე გზაზე საგზაო ნიშნების არ არსებობა, ხიდს გადაადგილებისთვის კიდევ უფრო საშიშს ხდის. როგორც ადგილობრივები აღნიშნავენ, ხიდზე არა ერთი საგზაო შემთხვევა მოხდა.

შარშან 5 მარტს, პანდემიის დაწყებამდე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის დეპუტატმა გოგი მეშველიანმა დაზიანებულ ხიდთან დაკავშირებით პოსტი გამოაქვეყნა.

„მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილების მიზნით ფორსმაჟორულ სიტუაციაში განხორციელდება ხიდის რეაბილიტაცია“.

ქვეყანაში ეპიდსიტუაციის შემსუბუქებისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის წითელი ზონიდან გამოსვლის შემდეგ, ბოლნისსა და მიმდებარე სოფლებში სამშენებლო- სარეაბილიტაციო სამუშაოები, მათ შორის, გზების დაგება და სხვა ტიპის სამუშაოები ჩატარდა. ხიდი კი ისევ ყურადღების მიღმა დარჩა.

უყურადღებოდ დარჩენილი, დაზიანებული ხიდის მდგომარეობა კი უარესდება. ამ საკითხთან დაკავშირებით „ფაქტ-მეტრი“ ბოლნისის მუნიციპალიტეტს დაუკავშირდა, თუმცა კონკრეტული პასუხი ვერ მიიღო. ხიდთან დაკავშირებული ინფორმაციისთვის ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიას უკვე წერილობით მივმართეთ, მაგრამ მერიამ წერილზეც არ გვიპასუხა.

სოფელ დარბაზში მიმავალ გზაზე, ასევე ხიდამდე და ხიდის მერე გზაზე, ჯერჯერობით სარეაბილიტაციო სამუშაოები არ განხორციელებულა. „ფაქტ-მეტრი“ გზების მდგომარეობას ადგილზე გაეცნო.

ასევე, ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები დღემდე არ დაწყებულა და ტენდერიც კი არ გამოცხადებულა. აღნიშნული პრობლემის შესახებ რადიო მარნეულის მასალაშიც არის საუბარი.


მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი