სოციალურ ქსელში Facebook Security-ის ყალბი ანგარიში გამოჩნდა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

ანალიზი:

სოციალურ ქსელ Facebook-ში Facebook Security-ის ყალბი ვერსიები გამოჩნდა, სახელწოდებით, Sacurıty Pǝgǝs. აღნიშნული ანგარიშები Facebook-მომხმარებლებს იდენტური შინაარსის გაფრთხილებას უგზავნიან: თუ ისინი მოცემული ანგარიშის მიერ შემოთავაზებულ საიტზე ავტორიზაციას არ გაივლიან, მათი Facebook-გვერდები Facebook-ის სტანდარტების დარღვევის გამო დაიბლოკება.

სინამდვილეში, აღნიშნული ანგარიშები (ბმული 1, ბმული 2) ყალბია და მას ოფიციალურ Facebook-თან არანაირი კავშირი არ აქვს. ანგარიშები სოციალურ ქსელში 2021 წლის 29 და 31 მაისს დარეგისტრირდნენ. მათი აქტივობა მხოლოდ ზემოაღნიშნული გაფრთხილების გამოქვეყნებით შემოიფარგლება.

Facebook Security-ის ოფიციალური, ვერიფიცირებული გვერდი ასე გამოიყურება:

ყალბი ანგარიშის მიერ მითითებულ ბმულზე გადასვლისას პლატფორმა საიდენტიფიკაციო მონაცემების შეყვანას ითხოვს. „ფაქტ-მეტრი“ Facebook-მომხმარებლებს მოუწოდებს, პირადი ინფორმაციის მსგავსი არასანდო ანგარიშებისთვის გაზიარებას სიფრთხილით მოეკიდონ.

------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5419 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი