გიორგი ვაშაძე: [კობა გვენეტაძეს] თქვენს უწყებაში პრემიის სახით გაიცა დაახლოებით 5,5 მილიონი ლარი. მთელ საქართველოში - 9,5 მილიონი ლარი

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, გიორგი ვაშაძის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

რეზიუმე

პოლიტიკოსი, განცხადებაში ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ გამოქვეყნებულ კვლევას ციტირებდა, რომლის მიხედვითაც 2020 წელს, კვლევის ფარგლებში შესწავლილი 77 უწყებიდან, საშტატო თანამშრომლებზე ფულადი ჯილდო (პრემია) ან/და სახელფასო დანამატი 44 საჯარო დაწესებულებაში - სულ 21.5 მილიონი ლარის ოდენობით გაიცა. აქედან ფულადმა ჯილდომ (პრემია) – 9.5 მილიონი ლარი, ხოლო სახელფასო დანამატმა - 12 მილიონი ლარი შეადგინა. ყველაზე მეტი თანხა საშტატო თანამშრომლებზე ფულადი ჯილდოს (პრემიის) სახით საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (5.5 მილიონი ლარი), ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (3 მილიონი ლარი) და კომუნიკაციების კომისიამ (0.8 მილიონი ლარი) გასცეს.

კვლევის ობიექტს მხოლოდ 100 საჯარო დაწესებულება წარმოადგენდა. კერძოდ, საჯარო სამართლის იურიდიული პირები (სსიპ) და სხვა დამოუკიდებელი უწყებები. ხოლო მათგან, კვლევისთვის საჭირო ინფორმაციის მოწოდება მხოლოდ 77-მა უწყებამ უზრუნველყო. დანარჩენი უწყებების შემთხვევაში IDFI-ს მოთხოვნები ან უპასუხოდ იყო დატოვებული ან მოწოდებული ინფორმაცია კვლევის მიზნებს არ პასუხობდა. შესაბამისად, წარმოდგენილი სტატისტიკა არასრულყოფილია და სამინისტროების მონაცემებს არ მოიცავს, ისევე როგორც სხვა სსიპ-ებისა და მრავალი საჯარო უწყების ინფორმაციას. ფაქტია, რომ პრემიებისა და დანამატების სახით საქართველოში უფრო მეტი თანხა გაიცა, ვიდრე კვლევაშია წარმოდგენილი.

შესაბამისად, გიორგი ვაშაძის განცხადება არის ნახევრად სიმართლე, რადგან განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები და საკითხი კონტექსტის გარეშე არის დასმული.

ანალიზი:

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს შემდეგი განცხადებით მიმართა: „2020 წლის IDFI-ის კვლევით, თქვენს უწყებაში პრემიის სახით გაიცა დაახლოებით 5,5 მილიონი ლარი. მთელ საქართველოში პრემია გაიცა 9,5 მილიონი ლარი“.

პოლიტიკოსი, განცხადებაში ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ გამოქვეყნებულ კვლევას - „სსიპ-ებსა და დამოუკიდებელ უწყებებში 2020 წელს გაცემული პრემიები და სახელფასო დანამატები“, ციტირებდა. თუმცა, დასაწყისში უნდა აღინიშნოს, რომ კვლევის ობიექტს მხოლოდ 100 საჯარო დაწესებულება წარმოადგენდა. კერძოდ, საჯარო სამართლის იურიდიული პირები (სსიპ) და სხვა დამოუკიდებელი უწყებები. ხოლო მათგან, კვლევისთვის საჭირო ინფორმაციის მოწოდება მხოლოდ 77-მა უწყებამ უზრუნველყო. დანარჩენი უწყებების შემთხვევაში IDFI-ს მოთხოვნები ან უპასუხოდ იყო დატოვებული ან მოწოდებული ინფორმაცია კვლევის მიზნებს არ პასუხობდა. შესაბამისად, წარმოდგენილი სტატისტიკა არასრულყოფილია და ფაქტია, რომ პრემიებისა და დანამატების სახით საქართველოში უფრო მეტი თანხა გაიცა, ვიდრე კვლევაშია წარმოდგენილი.

2020 წელს, კვლევის ობიექტი 77 უწყებიდან, საშტატო თანამშრომლებზე ფულადი ჯილდო (პრემია) ან/და სახელფასო დანამატი 44 საჯარო დაწესებულებაში გაიცა - სულ 21.5 მილიონი ლარი, საიდანაც ფულადი ჯილდოს (პრემია) ოდენობა – 9.5 მილიონი ლარი, ხოლო სახელფასო დანამატის - 12 მილიონი ლარია. სახელფასო დანამატი საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული პირის მიერ ზეგანაკვეთური სამუშაოს ან/და დამატებითი ფუნქციების შესრულებისათვის, მათ შორის, ღამის საათებში, დასვენების/უქმე დღეს და ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში საქმიანობისათვის, განსაზღვრულ თანხას წარმოადგენს . ფულადი ჯილდო (პრემია) კი მოხელისათვის „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოხელის შეფასების შედეგების შესაბამისად წახალისების საშუალებაა.

აღსანიშნავია, რომ IDFI-ს ინფორმაციით, 2020 წელს სსიპ-ებსა და სხვა დამოუკიდებელ უწყებებში გაცემული ფულადი ჯილდოების (პრემია) და სახელფასო დანამატის უდიდესი ნაწილი ისეთ უწყებებზე მოდიოდა, რომლებზეც „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონის მოქმედება არ ვრცელდება, რომელმაც წლის განმავლობაში გაცემული სახელფასო დანამატის მაქსიმალური ოდენობა, წლიური სარგოს 20%-ით, ხოლო ფულადი ჯილდო (პრემია) - წლიური სარგოს 10%-ის ოდენობით შეზღუდა.

ყველაზე მეტი თანხა საშტატო თანამშრომლებზე ფულადი ჯილდოს პრემიის სახით საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (5.5 მილიონი ლარი), ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (3 მილიონი ლარი) და კომუნიკაციების კომისიამ (0.8 მილიონი ლარი) გასცეს. უწყებების სია, სადაც ყველაზე მეტი ჯილდო და სახელფასო დანამატი გაიცა, წარმოდგენილია ცხრილ 1-ში.

ცხრილი 1: 2020 წელს საშტატო თანამშრომლებზე გაცემული ფულადი ჯილდოები (პრემია) და დანამატები

წყარო: ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი