სოციალურ ქსელში პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერების შესახებ სატირული შინაარსის პოსტები ვრცელდება, რაც სოციალური ქსელის მომხმარებლებს შორის დიდ ინტერესს იწვევს.

3 სექტემბერს, Facebook-ზე სოციალური ქსელის მომხმარებელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სურათი გამოაქვეყნა. სურათზე განთავსებული ტექსტის მიხედვით, ღარიბაშვილი აცხადებს: „ქუთაისში პენსიონრებს შევხვდი და მთავარი საკითხი, რაც მათ წამოაყენეს, ქალაქში ღამის კლუბური ცხოვრების არარსებობაა“. მიუხედავად იმისა, რომ სურათს მეტი დამაჯერებლობისთვის ტელეკომპანია „ფორმულას“ ლოგოც ერთვის, მასალა არხის გვერდზე განთავსებული არაა და მსგავსი განცხადება არც ღია წყაროებში იძებნება.

4 სექტემბერს Facebook-ზე ღარიბაშვილის შესახებ კიდევ ერთი სატირული შინაარსის პოსტი გამოქვეყნდა. ფოტოსურათზე არსებული წარწერის მიხედვით, ამჯერად ირაკლი ღარიბაშვილი, აცხადებს:

„მიხარია, როდესაც სოციალურ ქსელში მხვდება პოსტები: ბენდი ეძებს დრამერს, გიტარისტს, ანუ ხელოვნება დუღს და ამ მიმართულებითაც ბევრი გაგვიკეთებია“.

სურათზე ტელეკომპანია „ფორმულას“ ლოგოცაა დართული. თუმცა, ირაკლი ღარიბაშვილს მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია, ხოლო ფოტოსურათი იდენტური წარწერით ტელეკომპანია ფორმულას ოფიციალურ გვერდზე არ იძებნება.

იხ. სატირული შინაარსის Facebook-პოსტი ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ

აღსანიშნავია, რომ Facebook-ის მომხმარებელი Arion Sickwill სატირული შინაარსის მასალას ხშირად აქვეყნებს. სოციალური ქსელის აღნიშნულმა მომხმარებელმა პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერების შესახებ სატირული შინაარსის არაერთი პოსტი აქამდეც არაერთხელ გაავრცელა.

იხ. Facebook-ის იმავე მომხმარებლის მიერ გავრცელებული სატირული შინაარსის სხვა პოსტები

7 სექტემბერს, Facebook-ზე გამოქვეყნებული კიდევ ერთი სატირული შინაარსის პოსტი კახა კუჭავას ეხება. პოსტის მიხედვით, კუჭავა ამბობს: „...რუსთავმა გამაოცა, არც ვიცოდი თუ არსებობდა“. აღნიშნულ შემთხვევაში, ფოტოსურათზე „მთავარი არხის“ ლოგოა გამოსახული, თუმცა, მსგავსი მასალა ტელეკომპანიის Facebook-გვერდზე არ იძებნება.

----------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5363 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი